საინტერესო ფაქტები
ადამიანის შესახებ
სიბრძნის კბილები - ატავიზმია, რომელიც შორეული წინაპრებისაგან მივიღეთ. დიდი ხნის უკან ადამიანებს მეტი კბილები ჰქონდა ვიდრე დღეს. თანდათანობით მოხდა მათი ატროფირება, რადგან ძალიან უხეში
საკვები ნელ-ნელა გამოდიოდა ადამიანების კვების რაციონიდან.
ადამიანის ყოველდღიური საკვების 20% მოდის ტვინის
კვებაზე, თუმცა თავის ტვინი მთელი სხეულის 2%-ია. ის მოიხმარს ჟანგბადის და კალორიების
20%-ს. მაგისტრალური არტერიების საშუალებით თავის ტვინისკენ მუდმივად მიემართება ჟანგბადი.
საკმარისია მათი დაცობა ან მთლიანობის დარღვევა, რომ ტვინი რჩება საკვების გარეშე,
ვითარდება ინსულტი.
30 წლიდან ადამიანის ორგანიზმში ყოველდღიურად იღუპება
30-50 ათასი ნერვული უჯრედი, მცირდება თავის ტვინის ზომა. ასაკთან ერთად თავის ტვინი
არა მარტო კარგავს წონას, არამედ იცვლის ფორმასაც. მამაკაცებში თავის ტვინის წონა მაქსიმალურია
20-29 წლის ასაკში, ქალებში კი - 15-19 წლის ასაკში.
ადამიანის ერთ გრამ ექსკრემენტში 100 000 000
000 მიკრობია.
ღვიძლი ალკოჰოლს მეტად ეფექტურად 18:00 და
20:00 საათებს შორის ინტერვალში შლის.
ადამიანი შედგება 60% წყლისგან, თუმცა განაწილება
არათანაბარია. აქედან ცხიმოვან ქსოვილში 20%-ია, ძვლებში - 25%, ღვიძლში - 70%, კუნთებში
- 75%, სისხლში - 80%, თავის ტვინში - 85%.
წონის დანარჩენი 40% გადანაწილებულია შემდეგნაირად:
ცილები - 19%, ცხიმები - 15%, მინერალური ნივთიერებები - 5, ნახშირწყლები -1%.
ზრდასრული ადამიანის ძვლის ტვინი - ფაშარი მასაა,
რომელიც ავსებს ზოგიერთი ძვლის შიდა სივრცეს. საშუალოდ მისი წონა 2.6 გრამია. სიცოცხლის
70 წლის განმავლობაში, ძვლის ტვინი აწარმოებს 650 კგ. ერითროციტებს და 1 ტონა ლეიკოციტებს.
ყველაზე მრისხანე
მამაკაცებიც კი, ყოველდღიურად 1-3 მილილიტრ ცრემლს ღვრიან. ცრემლი მუდმივად გამომუშავდება
საცრემლე ჯირკვლებიდან და ანოტივებს თვალის რქოვანას, რითაც იცავს მას ჰაერის და მტვრის
ზემოქმედებისგან.
ადამიანის თვალის
გუგის დიამეტრი არის 24 მილიმეტრი.
ადამიანის ყველაზე
მძიმე ორგანო არის - კანი. ზრდასრულ ადამიანში მისი წონა 2.7 კგ-ია. ყველაზე მძიმე
შინაგანი ორგანო არის ღვიძლი, მისი წონა არის 1.5 კგ. შედარებისთვის გულის საშუალო
წონა არის 325 გრამი.
დღეში სულ ორჯერ
გაღიმებით შესაძლებელია სისხლის წნევის დაწევა.
ზრდასრული ადამიანის
გული დღეში დაახლოებით 10.000 ლიტრ სისხლს გადატუმბავს, ერთი დარტყმის დროს აორტაში
გადაიტყორცნება 130 მილილიტრი სისხლი.
ბიოქიმიკოსების
მტკიცებით, ადამიანის სისხლის პლაზმის და ზღვის წყლის შემადგენლობა ძალიან ჰგავს ერთმანეთს.
მოკლევადიანი
მახსოვრობით შესაძლებელია ერთდროულად დაახლოებით 5-9 ამოცანის ან ციფრის დამუშავება.
ამით აიხსნება თუ რატომ ვიმახსოვრებთ ტელეფონის ნომრებს.
დაუქორწინებელი
ადამიანები 7-ჯერ მეტად არიან ფსიქიკური აშლილობის რისკის ქვეშ, ვიდრე დაქორწინებულები.
პროსტატით ავადდება
მხოლოდ ადამიანი და ძაღლი.
საკვებზე წყლის
დაყოლება, პირის ღრუში 61%-ით ამცირებს მჟავის შემცველობას.
კარიესის მიზეზი
არის პირის ღრუსა და კბილის ქსოვილზე მჟავის ხანგრძლივი ზემოქმედების შედეგი.
ადამიანის თითი
სიცოცხლის მანძილზე იხრება დაახლოებით 25 მილიონჯერ.
ადამიანს საკვების
გარეშე შეუძლია იცოცხლოს 30-40 დღე, წყლის გარეშე - 3-5 დღე, ჰაერის გარეშე 3-6 წუთი.
ყურის ნიჟარა
ადამიანის მთელი სიცოცხლის განმავლობაში განაგრძობს ზრდას.
ადამიანის თავზე
თმების საშუალო რაოდენობა ასეთია: ქერათმიანებში - 140 ათასი ღერი, შავთმიანებში -
102 ათასი, წაბლისფერთმიანებში -109 ათასი, წითელთმიანებში - 88 ათასი ღერი.
ენაზე განლაგებულია
დაახლოებით 9 ათასი გემოვნების რეცეპტორი. მათი მუშაობის საუკეთესო ტემპერატურა არის
- +24°C.
No comments:
Post a Comment