Monday, December 23, 2013

ადამიანის    ორგანიზმი    ზამთარში


   ბიოლოგიური ზამთარი ადამიანისათვის იწყება კალენდარული ზამთრის   დაწყებიდან ორი კვირით ადრე. სინათლის მუდმივი შემცირება, რომლის აპოგეა დგება 21 დეკემბერს, ამცირებს მელატონინის გამოყოფას, ეს ჰორმონი ორგანიზმს ბიორიტმების რეგულაციაში ეხმარება. ამიტომ საჭიროა ზამთარში ინტენსიურად მოხდეს მელატონინის გამოყოფის სტიმულირება. მელატონინი სინთეზირდება ამინომჟავა ტრიფტოფანიდან, რომელიც დიდი რაოდენობითაა ბანანში, პომიდორში, ბრინჯში, სიმინდის ბურბუშელაში, ლუდის საფუარში, ხორცში და ა.შ. ეპიფიზის მუშაობას ასტიმულირებს B ჯგუფის ვიტამინები (B3, B6, B12), მაგნიუმი და კალციუმი.
   ზამთარში მნიშვნელოვნად მცირდება ცხოველქმედების ყველა პროცესი: ნივთიერებათა ცვლა, შრომისუნარიანობა, სწრაფი რეაქცია. დაქვეითების პიკი მოდის თებერვლის შუა რიცხვებში. მეორე მხრივ ყველა სასიცოცხლო პროცესიდან მიღებული ენერგიის დიდი ნაწილი იხარჯება სხეულის მუდმივი ტემპერატურის შენარჩუნებისათვის, იმუნიტეტის გასამაგრებლად და გაციებით გამოწვეული დაავადების რეზისტენტობისათვის.
   აუცილებელია ზამთარში გონებრივი და ფიზიკური დატვირთვის მაქსიმალურად შემცირება.
   ზამთარში ყურადღების ცენტრში უნდა იყოს ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, პანკრეასი რამდენადაც:
1.      ქვეითდება ნივთიერებათა ცვლა და საჭმლის მონელების ყველა პროცესი, განსაკუთრებით ნაღვლის გამოყოფა.
2.      დადგენილია, რომ გეომაგნიტური ქარიშხლები, გრავიტაციულ შეშფოთებასთან ერთად აზიანებს ღვიძლის უჯრედის მემბრანებს. ეს ართულებს მის მუშაობას და ტოქსიკური ნივთიერებების გამოდევნას, ასუსტებს იმუნიტეტს, იწვევს ნაღვლის შეგუბებას, რაც სანაღვლე გზებში ქვების წარმოქმნის მიზეზია. ზამთარში მწვავდება ქოლეცისტიტი, რამდენადაც ქვეითდება ნაღვლის ბუშტის და სანაღვლე გზების ფუნქციები.
  ზამთარში აღნიშნული გართულებები მეტწილად დაკავშირებულია საახალწლო დღესასწაულებთან.
   ზამთრის პერიოდში მნიშვნელოვანია შეკრულობასთან ბრძოლა. ამ მხრივ რეკომედირებულია:
·        დილით უზმოზე თბილი წყლის დალევა (სითხე ხელს უწყობს ნაწლავების დაცლას).
·        ნაწლავების გაწმენდა სორბენტებით.
·        სადილი უნდა იყოს ცხელი და ყუათიანი, ყველაზე კარგია ფაფას დამატებული შავი ქლიავი, ლეღვი, ჭერმის ჩირი და სხვა.
·        ყავის და ალკოჰოლის ნაცვლად, კეფირი და რძის ნაწარმის კოქტეილები. რძემჟავა პროდუქტები უნდა იყოს ახალი, კეფირს ახასიათებს გამამაგრებელი თვისებები.
·        სადღესასწაულო სუფრებზე უნდა ვერიდოთ ეგზოტიკურ პროდუქტებს, განსაკუთრებით ის ადამიანები, რომლებსაც აწუხებთ ღვიძლის ქრონიკული დაავადებები.

სისხლის სისტემა.
    ღვიძლის მუშაობას უკავშირდება სისხლის ბიოქიმიური თავისებურებები ზამთრის პერიოდში.
·        ქოლესტერინის მაქსიმალური მატება.
·        ატფ-ის დონის მატება.
·        შაქრის დონის დაქვეითება.
·        არაპირდაპირი ბილირუბინის მატება.
      მეორე მხრივ, ფიზიოლოგიურად იცვლება პერიფერიული სისხლის შემადგენლობა:
·        მატულობა შედედების პოტენციალი.
·        აღინიშნება კოაგულაციის I და II ფაზის ჰიპერაქტიურობა.
·        მატულობს თრომბოციტების აქტიურობა.
·        ქვეითდება თავისუფალი ჰეპარინის დონე.
·        მატულობს ნეიტროფილების რაოდენობა, რაც უზრუნველყოფს ბაქტერიული ინფექციების წინააღმდეგ ბრძოლას.
·        მონოციტების მინიმუმი, აქვეითებს ნერწყვში ლიზოციმის დონეს.
·        ჰემოგლობინის დონე 15.12-დან 15.01-მდე მატულობს.
     ზემოთქმულიდან გამომდინარე აუცილებელია ზამთარში ათეროსკლეროზის პროფილაქტიკა და იმუნიტეტის შენარჩუნება ქრონიკული ბაქტერიული ინფექციების კერის წინააღმდეგ.







ენდოკრინული სისტემა.
    ზამთარში დატვირთულად მუშაობს ფარისებრი ჯირკვალი. თერმორეგულაციის უზრუნველსაყოფად, ფიზიოლოგიური ნივთიერებათა ცვლის დაქვეითების ფონზე, მატულობს ფარისებრი ჯირკვლის აქტიურობა, იზრდება ჰორმონ თიროქსინის დონე, მაგრამ სისხლში აღინიშნება იოდის მინიმუმი.
   ზამთარში მინიმალურია თირკმელზედა ჯირკვლების წონა, რაც აისახება გლუკოკორტიკოსტეროიდების დაბალ პროდუქციაში.
      ზამთარში ყველაზე არასასურველი მოვლენაა კანცეროგენეზის გაძლიერება, პიკით თებერვალ-მარტში. ამ პერიოდში მინიმალურია კანცეროგენების დამშლელი ფერმენტების აქტიურობა. სწორედ ამ პერიოდში მოდის მომატებული ლიმფოგრანულომატოზის, საშვილოსნოს ყელის კიბოს, სარძევე ჯირკვლების კიბოს გამოვლენის სიხშირე. ამიტომ ზამთარში საჭიროა ანტიოქსიდანტების კურსის გავლა, მწვანე ჩაი პიტნით, წითელი ღვინოს კაფსულები და სხვა. თებერვალში საჭიროა ბიოლოგიურად აქტიური ნაერთების გამოყენება, ქალებმა თებერვალ-მარტში სასურველია ჩაიტარონ ინდივიდუალური სქემის მიხედვით ჰორმონალური ფიტოპროფილაქტიკა ბიოდანამატებით, რომელიც შეიცავს ფიტოესტროგენებს, ვიტამინ E-ს.
   ქრონობიოლოგებმა დაადგინეს, რომ ზამთრის დასაწყისში აქტიურად მიმდინარეობს მამაკაცებში ჰორმონების გამოყოფა, რაც აისახება სახის თმიანობაში (წვერი ყველაზე ინტენსიურად იზრდება დეკემბერში). დადგენილია, რომ ზამთარში ნაკლებად სიცოცხლისუნარიანი და განაყოფიერებისათვის ნაკლებად მზად არის სპერმატოზოიდები. პედიატრიაში ითვლება, რომ მეტად სიცოცხლის უნარიანია ზამთრის დასაწყისსა და ზაფხულის ბოლოს ჩასახული ბავშვები.


თირკმლები.
   ზამთარი მეტად სახიფათოა ჰიპერტონული კრიზების განვითარებისათვის. არტერიული წნევის მატება, რომელიც იწყება შემოდგომით, მაქსიმუმს აღწევს დეკემბერ-იანვარში. ეს აიხსნება არტერიული წნევის თირკმლისმხრივი რეგულაციით. ერთი მხრივ ზამთარში შენელებულია სისხლძარღვების განვლადობა, მეორეს მხრივ ძალზე მაღალია თირკმლის გორგლოვანი ფილტრაცია. იზრდება შარდით ნატრიუმის და კალციუმის გამოყოფა, რაც ქმნის თირკმლის არტერიებში მაღალ წნევას. ჰიპოტენზიური ბიოდანამატების მიღება, შეთანხმებული უნდა იყოს შარდმდენ საშუალებებთან.


ძვლოვანი სისტემა.
   იანვრიდან მაისამდე მიმდინარეობს სიმაღლეში მაქსიმალური ზრდა, ძვლოვანი ქსოვილის მომწიფების ხარჯზე, რაც ძალზე აქტუალურია ბავშვებისათვის. ზამთარში კალციუმის კარგვა ძალზე მაღალია, რადგან გაზრდილია მისი თირკმლებიდან გამოყოფა.




    ზამთარი არის  პიკის პერიოდი ბავშვთა ინფექციების მხრივ. სამედიცინო სტატისტიკის თანახმად ქუნთრუშა, წითელა, ეპიდემიური პაროტიტი ზამთრის დაავადებებია. ამიტომ პროფილაქტიკის მიზნით საჭიროა: ბავშვთა დიდი კოლექტივებისადმი თავის მორიდება, ცხვირ-ხახის დასამუშავებლად კარგია ჩაის ხის ზეთი, ევკალიპტი ან ლიმონი, ალპური ბალზამი, ვიტამინების და მინერალების კომპლექსის მიღება და სხვა.










Инга Митюряева   Сезонная профилактика заболеваний у детей и взрослих с применением БАД

No comments:

Post a Comment