Monday, November 11, 2013

ჰომოსექსუალთა გენომი

  საიმონ ლევეას   და  დინა  ჰემერის სტატიის მიხედვით


   ნეირობიოლოგების საიმონ ლევეას და გენეტიკოსის დინა ჰ. ჰემერის აღმოჩენამ თავის ტვინის ანატომიის და გენეტიკის მიმართულებით, სათავე დაუდო ისეთი თეორიის შემუშავებას, რომელიც სარწმუნოდ მიუთითებს ჰომოსექსუალსა და ჰეტეროსექსუალს შორის არსებულ ბიოლოგიურ სხვაობაზე.



   მამაკაცების უმრავლესობა განიცდის სექსუალურ ლტოლვას ქალებისადმი და პირიქით. მრავალ ადამიანს მიაჩნია, რომ ეს არის ბუნებრივი წესრიგი - ბიოლოგიური ინსტინქტის ნორმალური გამოვლენა, რაც გამყარებულია განათლებით, რელიგიით და კანონით.
   ამავე დროს მამაკაცების და ქალების მნიშვნელოვანი უმცირესობა დაახლოებით 1-დან  5%-მდე განიცდის ლტოლვას საკუთარი სქესის წარმომადგენლების მიმართ.  არიან ისეთებიც, რომლებსაც ორივე სქესი იზიდავს.
   როგორ შეიძლება აიხსნას სექსუალური ორიენტაციის ასეთი მრავალფეროვნება? რაზეა დამოკიდებული სექსუალური ორიენტაცია - გენეტიკური თუ  ფიზიოლოგიური გადახრებისაგან, ადამიანის პირადი რთული ბიოგრაფიის თუ რამდენიმე ფაქტორის ერთდროული არსებობით? შეუძლია თუ არა ადამიანს აირჩიოს სექსუალური ორიენტაცია, თუ მას აქვს კომპულსიური ხასიათი?
   სექსუალური ორიენტაციის რთული და ვარიაბელური მახასიათებელი არ შეიძლება აიხსნას რომელიმე ერთი ფაქტორის გავლენით. ამ მიმართულებით კვლევებმა გამოავლინა, არსებითი როლი გენების და თავის ტვინის განვითარების თავისებურებებში. თუმცა ამ თავისებურებების როლი ჯერ უცნობია. შესაძლოა გენები გავლენას ახდენდნენ თავის ტვინის სქესობრივი დიფერენციაციაზე და გარემოსთან ურთიერთქმედების შემდეგ, დამატებითი ცვლილებების შეტანის შედეგად ან მათ გარეშე იძლეოდეს სექსუალურ სტიმულზე ფართო დიაპაზონის რეაქციას.
   სექსუალური ორიენტაციის ბიოლოგიური ფესვების ძიება მიმდინარეობს ორი ძირითადი მიმართულებით: პირველი დაფუძნებულია დაკვირვების შედეგებზე, რაც მოიცავს ქალის და მამაკაცის თავის ტვინს შორის განსხვავების ძიებას. მეტად საინტერესოა ანალოგიური გზით ჰომოსექსუალის და ჰეტეროსექსუალის თავის ტვინის შედარება. მეორე მიდგომა მდგომარეობს გამოვლინდეს შესაბამისი გენები, რომელიც წარმოიქმნება ოჯახებში ჰომოსექსუალის გაჩენასთან ერთად და ჩატარდეს დნმ-ის უშუალო ანალიზი.
   მკვლევარები დიდი ხანი ცდილობენ იპოვონ განსხვავება ქალის და მამაკაცის თავის ტვინს შორის. თავის ტვინის სტრუქტურაში მკვეთრად გამოხატული სქესობრივი დიფერენცირების დადასტურება რთული აღმოჩნდა. საშუალოდ მამაკაცის თავის ტვინს გააჩნია რამდენადმე დიდი ზომა, სხეულთან შედარებით. თუმცა ჩვეულებრივი გამოკვლევის დროს სქესთა შორის სხვაობა არ შეინიშნება. მიკროსკოპული კვლევის დროსაც კი ქალის და მამაკაცის თავის ტვინი მსგავსია. პირველი შესამჩნევი დაკვირვება, რომელიც მიუთითებდა სქესობრივ დიმორფიზმზე აღმოჩნდა ლაბორატორიულ ცხოველებზე დაკვირვებისას. 
   განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა როჯერ ა. გორსკის მიერ ჩატარებულმა ცდებმა ვირთაგვებზე ( კალიფორნიის უნივერსიტეტი, ლოს-ანჯელესი). 1978 წელს გორსკიმ გამოიკვლია ვირთაგვების ჰიპოთალამუსი, უფრო ზუსტად ის ნაწილი, რომელიც ახლოსაა ტვინის ღეროსთან და მონაწილეობს ინსტინქტური ქცევების და მეტაბოლიზმის რეგულირებაში. მან აღმოაჩინა, რომ ჰიპოთალამუსის უჯრედების ერთი ჯგუფი მამრებში რამდენადმე მეტია ვიდრე მდედრებში. მიუხედავად ამ უჯრედების მცირე ზომისა  (მამრებშიც კი მილიმეტრზე ნაკლები), შესაბამისი შეღებვის მეთოდით დამუშავებული ტვინის ანათლებში, მიკროსკოპის გარეშეც, სქესობრივი განსხვავება კარგად ჩანს.
   გორსკის აღმოჩენამ განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, რადგან უჯრედების ეს ჯგუფი ჰიპოთალამუსის იმ ნაწილში მდებარეობს, რომელსაც მედიალური პრეოპტიკური მიდამო ეწოდება და დაკავშირებულია სექსუალური ქცევის რეგულირებასთან, რომელიც დამახასიათებელია მამრებისათვის. მაგ: მამრ მაიმუნებს, რომლებსაც დაზიანებული აქვთ მედიალური პრეოპტიკური მიდამო, ავლენენ სრულ სექსუალურ გულგრილობას მდედრების მიმართ, ხოლო ამ მიდამოს ელექტროსტიმულაციის შემდეგ არააქტიური მამრი იწყებს მდედრთან დაახლოებას. აღსანიშნავია, რომ მაიმუნებში არ არის აღმოჩენილი იმ უჯრედთა ჯგუფი, რომელიც სქესობრივ დიმორფიზმზეა პასუხისმგებელი, რომლის ანალოგი გვხვდება ვირთაგვებში.
    უცნობია თუ რა კონკრეტულ ფუნქციას ასრულებს ვირთაგვებში აღმოჩენილი სქესდიმორფული უჯრედები. გორსკმა და მისმა კოლეგებმა გაარკივეს, რომ ანდროგენები (ტიპური მამაკაცური ჰორმონები), გადამწყვეტ როლს ასრულებენ ტვინის განვითარების პროცესში დიმორფიზმის მხრივ. ამ უჯრედების ნეირონები შეიცავენ მრავლობით რეცეპტორებს, როგორც ანდროგენების, რომლის მთავარი წარმომადგენელია ტესტოსტერონი, ისე ესტროგენების - მდერობითი სასქესო ჰორმონები. თუმცა მდედრი და მამრი ვირთაგვების ემბრიონებში თავდაპირველად, მედიალურ პრეოპტიკურ მიდამოში  ნეირონების ტოლი რაოდენობაა. დაახლოებით დაბადების მომენტში მამრი ემბრიონის ყვითრი იწყებს ტესტოსტერონის გამომუშავებას, რომელიც მასტაბილიზირებელ გავლენას ახდენს ნეირონების სტიმულაციაზე. მდედრ ემბრიონში ტესტოსტერონი არ გამომუშავდება და ამ ჯგუფის მრავალი ნეირონი  იღუპება, ამის გამო მდერებში ამ უჯრედების სტრუქტურა მცირე ზომისაა.  აღსანიშნავია, რომ მედიალური პრეოპტიკური მიდამოს ნეირონები, ანდროგენების მიმართ სენსიტიურია დაბადებამდე და შემდეგ რამდენიმე დღის განმავლობაში. მოზრდილი მამრის კასტრაციის შედეგ ანდროგენები არ არის, თუმცა ნეირონები არ იღუპება.
   გორსკის მოსწავლემ ლორა ს. ალენმა, ადამიანის თავის ტვინში აღმოაჩინა სქესდიმორფული სტრუქტურა. უჯრედთა ჯგუფი, რომელიც იმყოფება ჰიპოთალამუსის მედიალურ პრეოპტიკურ მიდამოში ეწოდება INAH3 (წინამდებარე ჰიპოთალამუსის მესამე შუალედური ბირთვი), მამაკაცებში მისი ზომა სამჯერ მეტია ვიდრე ქალებში. (თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ამ ჯგუფის ზომები არსებითად მერყეობს ერთი სქესის ფარგლებშიც).
   1990 წელს ლევეიმ გადაწყვიტა გაერკვია, დამოკიდებულია თუ არა  INAH3-ის ზომა ან მედიალური პრეოპტიკური მიდამოდან სხვა რომელიმე უჯრედთა ჯგუფის ზომები, სექსუალურ ორიენტაციაზე, როგორც ეს სქესის შემთხვევაშია. ასეთი ჰიპოთეზა საკმაოდ თამამი იყო, რადგან გაბატონებულია აზრი, რომ სექსუალური ორიენტაცია ეს არის პიროვნული ასპექტი, რომელიც ეკუთვნის  მაღალ დონეს და ყალიბდება გარემოს და კულტურის გავლენით. ითვლება, რომ ამ უმაღლესი  წყაროდან მომავალი ინფორმაცია ძირითადად მუშავდება ტვინის ქერქში და არა ჰიპოთალამუსის დაბალ ცენტრში.
   ლევეიმ გამოიკვლია ჰიპოთალამუსის ნიმუშები, რომელიც მოპოვებულ იქნა შიდსით გარდაცვლილი 19 ჰომოსექსუალი მამაკაცის გაკვეთის შედეგად და  16 ჰეტეროსექსუალი მამაკაცისგან, აქედან 6 გარდაცვლილი იყო შიდსით. იმ მამაკაცების სექსუალური ორიენტაცია, რომელთა გარდაცვალების მიზეზი შიდსი არ იყო,  გარკვეული არ ყოფილა. მაგრამ თუ დავუშვებთ, რომ ამ ჯგუფისათვის სამართლიანია მსგავსი კანონი მათში არაუმეტეს 1-2 ყოფილიყო ჰომოსექსუალი. ლევეიმ ასევე შეისწავლა 6 ქალიდან აღებული მასალა, რომელთა სექსუალური ორიენტაცია დაუდგენელი იყო.
   ლევეიმ გამოიკვლია არა მარტო ალენის და გორსკის სქესდიმორფული INAH3 ბირთვი, არამედ კიდევ სამი ახლომდებარე უჯრედების INAH1, INAH2 და INAH4 ჯგუფები.
   ისევე, როგორც ალენმა და გორსკიმ, ლევეიმაც აღმოაჩინა, რომ მამაკაცებში INAH3-ის ზომა 2-ჯერ მეტია ვიდრე ქალებში. ამასთან აღმოჩნდა, რომ ჰეტეროსექსუალურ კაცებში INAH3-ის ზომა ასევე 2-ჯერ მეტია, ვიდრე ჰომოსექსუალ კაცებში, ზოგიერთ ჰომოსექსუალში კი უჯრედების ეს ჯგუფი საერთოდ არ აღმოჩნდა. სტატისტიკურმა ანალიზმა აჩვენა, რომ ასეთი შედეგის შემთხვევითი ალბათობის შესაძლებლობა დაალოებით 0.1%-ის ტოლია. ჰომოსექსუალ კაცებსა და ქალებში INAH3-ის მოცულობას შორის სხვაობა ფაქტიურად არ არის. ამრიგად, მოცემული კვლევა მიუთითებს მამაკაცებში  სექსუალურ ორიენტაციას შორის არსებულ დიმორფიზმზე, როგორც ეს არის გამოხატული ქალსა და მამაკაცს შორის.
   მსგავს კვლევებში მნიშვნელოვანია გადაწყდეს, არის თუ არა ეს სტრუქტურული ცვლილება გარდამავალი ხასიათის, ან ხომ არ არის მის საფუძველში სხვა მიზეზი? ასეთ მიზეზად შეიძლება ჩაითვალოს შიდსი, როგორც თვით ვირუსი ისე მასთან დაკავშირებული სხვა ინფექციური აგენტები, რომელსაც ვერ უმკლავდება დასუსტებული  ორგანიზმის იმუნური სისტემა, რაც ასევე შეიძლება ტვინის დაზიანების სერიოზული მიზეზი აღმოჩნდეს. შეიძლება ჰომოსექსუალების ტვინში არსებული ცვლილებები შიდსით ყოფილიყო გამოწვეული.
   თუმცა რამდენიმე ფაქტი მიუთითებს, რომ ეს ასე არ არის: I. შიდსით გარდაცვლილ ჰეტეროსექსუალი მამაკაცები და სხვა მიზეზით გარდაცვლილებში სხვაობა INAH3-ის მიხედვით არ გამოვლენილა. II. შიდსით გარდაცვლილი ჰომოსექსუალები შემცირებული INAH3-ით და ის ადამიანები, რომლებიც შიდსით დაიღუპნენ, მაგრამ INAH3-ის მოცულობა უფრო მეტი ჰქონდა, ავადმყოფობის ისტორიის მიხედვით ერთმანეთისგან თითქმის არ განსხვავდებოდნენ. მაგ: მათი ავადმყოფობის ხანგრძლივობა სიკვდილამდე თითქმის ტოლი იყო. III. აღმოჩნდა, რომ შიდსით დაავადებულებში მედიალური პრეოპტიკური მიდამოს უჯრედების სამი ჯგუფი - INAH1, INAH2 და INAH4 ზომაში შემცირებული არ იყო. თუ დაავადება გამიწვევდა არასპეციფიკურ დესტრუქციულ გავლენას, მაშინ მოსალოდნელი შედეგები განსხვავებული იქნებოდა.
   ძირითადი კვლევების დასრულების შემდეგ ლევეიმ გამოიკვლია იმ ჰომოსექსუალი ადამიანების ჰიპოთალამუსი, რომლებიც შიდსით არ გარდაცვლილა. ნიმუში, რამდენიმე ნიმუშთან ერთად დამუშავდა ბრმა მეთოდით, რომელიც აუტოფსიით იქნა მოპოვებული მიღებულმა შედეგებმა დაადასტურა ძირითადი კვლევის შედეგები: INAH3-ის მოცულობამ ჰომოსექსუალ მამაკაცებში შედგინა მოცულობაში ნახევარზე ნაკლები, ვიდრე ეს გააჩნია ჰეტეროსექსუალურ მამაკაცებს.
   ალენმა და გორსკიმ თავის ტვინის კიდევ ერთი მახასიათებელი გამოავლინეს, რომელიც კავშირშია სექსუალურ ორიენტაციასთან. მათ აღმოაჩინეს, რომ ბოჭკოების წინა კონა, რომელიც მოთავსებულია თავის ტვინის შუა ხაზის წილში, ჰეტეროსექსუალურ მამაკაცებში ნაკლები ზომისაა, რამდენადმე მეტია ქალებში, ხოლო უფრო მეტი ჰომოსექსუალ მამაკაცებში. საბოლოო ჯამში კი ბოჭკოების წინა კონა, ჰომოსექსუალ მამაკაცებსა და ქალებში აღმოჩნდა თანაბარი ზომის.
   რას შეიძლება აღნიშნავდეს ყოველივე ეს? ლოგიკის თვალსაზრისით არსებობს სამი შესაძლებლობა: I. სტრუქტურული სხვაობა შეიძლება აღინიშნებოდეს სიცოცხლის ადრეულ წლებში, შესაძლოა დაბადებამდეც და განაპირობებდეს  ამათუიმ სექსუალური ორიენტაციის ფორმირებას. II. ეს ცვლილებები შეიძლება წარმოიშვას მოზარდობის პერიოდში, სექსუალური გრძნობების ან მამაკაცების სექსუალური ქცევების გავლენით. III. შესაძლებელია სექსუალურ ორიენტაცისა და თავის ტვინის სტრუქტურას შორის პირდაპირი მიზეზე-შედეგობრივი კავშირი არ იყოს, თუმცა სექსუალური ორიენტაცია და ტვინის სტრუქტურის აღნიშნული ნაწილი დაკავშირებულია გარდამავალ პერიოდში მომხდარ რაღაც ცვლილებებთან, რაც შეიძლება მოხდეს ადრეულ პოსტნატალურ პერიოდშიც ან უფრო მოგვიანებით.
   ამ შესაძლებლობებიდან რომელიმეს შერჩევა რთულია. ცხოველებში ჩატარებული კვლევების შედგად, მეცნიერები მეორე შესაძლებლობას ნაკლებ მნიშვნელობას ანიჭებენ. მაგ: ვირთაგვებში სქესდიმორფული უჯრედების ჯგუფი, რომელიც მედიალურ პრეოპტიკურ მიდამოში მდებარეობს, თავის ტვინის განვითარების ადრეულ ეტაპზე იცვლება ანდროგენების შეყვანის პასუხად, მოგვიანებით კი ისინი ძირითადად ცვლილებებისადმი რეზისტენტულია. მეცნიერები იხრებიან პირველი შესაძლებლობისაკენ. მაიმუნებში მედიალური პრეოპტიკური მიდამო კავშირშია სექსუალურ ქცევასთან. INAH3-ის ზომებს მამაკაცებში შეუძლია გავლენის მოხდენა სექსუალურ ორიენტაციაზე. ამ ეტაპზე ასეთი კაუზალური კავშირის არსებობა მხოლოდ ჰიპოთეზაა.
   თუ ვივარაუდებთ, რომ გარკვეულ ინდივიდებს გააჩნია სტრუქტურული ცვლილება, რომელი მოქმედებს სექსუალურ ორიენტაციაზე და თავს ჯერ კიდევ დაბადებამდე იჩენს, საინტერესოა თუ როგორ აიხსნება ეს ფაქტი? ერთ-ერთი სავარაუდო მიზეზი არის გონადური სტეროიდების გავლენა განვითარებად თავის ტვინზე. ბევრი მეცნიერი მიიჩნევს, რომ ზოგჯერ ანდროგენების ცირკულაციის დონე ნაყოფში ატიპურია, რის გამოც ბავშვი მომავალში ყალიბდება ჰომოსექსუალად. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მამაკაცურ ნაყოფში ანდროგენების დონე უჩვეულოდ დაბალია, რაც საბოლოო ჯამში მათ ჰომოსექსუალად ჩამოყალიბებაში უწყობს ხელს, ხოლო ქალურ ნაყოფში თუ ანდროგენებმა უჩვეულოდ მოიმატა, მაშინ ყალიბდებიან ლესბოსელებად.
   მეტად სავარაუდოა, ანდროგენებზე რეაქცია თავის ტვინის განვითარების პერიოდში სხვადასხვა ინდივიდებზე, მაშინაც კი როცა ჰორმონული დონე ნორმაშია. ამ რეაქციის მოლეკულური მექანიზმები ძალზე რთულია, მასში უპირატესად მონაწილეობს ანდროგენული რეცეპტორები, პროტეინები და გენები, რომელთა როლი ჯერ გარკვეული არ არის.
   ერთი შეხედვით, ჰომოსექსუალურობის განმსაზღვრელი გენის არსებობა აბსურდულად ჟღერს. როგორ შეიძლება ასეთი გენი გადარჩენილიყო დარვინისეული ბუნებრივი გადარჩევის პროცესში. ამასთან ჰომოსექსუალების და ლესბოსელების მშობლების უმრავლესობა სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელია. მიმდინარეობს ისეთი გენების ძიება, რომლებიც უფრო გარკვეული სექსუალური ორიენტაციისაკენ მიდრეკილებას უზრუნველყოფს, ვიდრე განსაზღვრავს ამ ნიშანს.  ძიება მიდის ორი მიმართულებით - ტყუპების და გენეალოგიური კვლევებით, ასევე დნმ-ის შეუღლების ანალიზით.
   ტყუპების და გენეალოგიური კვლევის ძირითადი პრინციპი არის ოჯახში არსებული მოცემული გენეტიკური გავლენის არსებობა რამდენიმე თაობაში. პირველად ჰომოსექსუალობის ოჯახური კანონზომიერება აღწერა 1985 წელს რიჩარდ პილარდმა და ჯეიმს დ. ვაინრიხმა (ბოსტონის უნივერსიტეტი). მას შემდეგ ხუთ სამეცნიერო კვლევაში დაფიქსირდა ტყუპებსა და და-ძმებში მსგავსი სექსუალური გადახრები.
   მამაკაცების მიხედვით მონაცემების განხილვამ აჩვენა, რომ ერთი კვერცხუჯრედიდან განვითარებული ტყუპების 57% სხვადასხვა კვერცხუჯრედიდან განვითარებული ტყუპები 24% და ძმების 13% არის ჰომოსექსუალი. ქალ-ლესბოსელებში ერთი კვერცუჯრედიდან განვითარებული ტყუპების 50%, სხვადასხვა კვერცხუჯრედიდან განვითარებული ტყუპების 16%-ში და დების 13% აღმოჩნდა ლესბოსელი. ჯ. მაიკლ ბეილის და მისი თანამშრომლების შეფასებით სექსუალური ორიენტაციის მემკვიდრეობა ანუ მისი ნაწილის დისპერსია განპირობებულია გენებით, მამაკაცებში დაახლოებით 53%-ში, ხოლო ქალებში 52%-ით. (მსგავსი სექსუალური ორიენტაცია დამახასიათებელია ერთსქესიან ნათესავებში და უფრო ნაკლებად იმ წყვილებში, რომელიც და-ძმისგან შედგება). იმისათვის, რომ შეფასდეს სექსუალური ორიენტაციის გენეტიკური კომპონენტი და მისი გადაცემის შესაძლებლობა, აუცილებელია სისტემატიკური გამოკითხვა ჰომოსექსუალების და ლესბოსელთა ოჯახების.
   ჰეიმერის მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ მამაკაცებში დაადასტურა პილარდის და ვეინრიხის შედეგები სიბლინგებთან მიმართებაში. აღმოჩნდა, რომ ჰომოსექსუალის ძმა არის  ჰომოსექსუალი შემთხვევათა 14%-ში, მაშინ როცა ძმა არ იყო ჰომოსექსუალი, ჰომოსექსუალურობის ალბათობა იყო 2%. (ამ კვლევაში გამოყენებული იქნა ჰომოსექსუალურობის მკაცრი კრიტერიუმები, რის შედეგადაც ჰომოსექსუალურობის საშუალო პროცენტული წილი დაბალია). უფრო შორეული ნათესავების გამოკითხვით აღმოჩნდა მოულოდნელი შედეგები: იმის ალბათობა, რომ  ბიძები დედის მხრივ იქნებოდა  ჰომოსექსუალი შეადგინა 75, ხოლო ბიჭების დეიდებში 8%. მამების, ბიძების მხრივ მამაკაცური ხაზით დარჩენილ სამ ტიპში არანაირი კორელაცია არ გამოვლინდა.
   მიუხედავად იმისა, რომ ეს გამოკვლევა მიუთითებდა გენეტიკური კომპონენტის არსებობაზე, ჰომოსექსუალიზმი ვლინდებოდა გაცილებით იშვიათად, ვიდრე მოსალოდნელი იყო, თუ ის  გამოიწვეოდა ერთი გენით მენდელის მემკვიდრეობის კანონის მიხედვით, რომლის თანახმადაც ზოგიერთ  ოჯახში გენები ასრულებს მნიშვნელოვან როლს,  ვიდრე სხვებში მტკიცდება, თუ იმ ოჯახებს განვიხილავთ სადაც ორი ძმა არის ჰომოსექსუალი. შემთხვევით შერეულ ოჯახებთან შედარებით, ასეთ ოჯახებში ჰომოსექსუალიზმის წილი ბიძებს შორის დედის მხრიდან იზრდება 7-დან 10%-მდე. ასეთი ტენდენცია ნათესავებს შორისაც კი, რომლებიც არ წარმოადგენენ ოჯახის წევრთა ბირთვს, არის კიდევ ერთი არგუმენტი სექსუალური ორიენტაციის გენეტიკური ფესვების არსებობის.
   რატომ არის რომ მამაკაცების ნათესავების უმრავლესობა, რომელიც ასევე ჰომოსექსუალია მიეკუთვნება დედის ხაზს? იმის ალბათობა, რომ რესპოდენტებმა უფრო მეტი იცოდნენ დედის ნათესავების შესახებ ნაკლებად სავარაუდოა, იმიტომ რომ ჰომოსექსუალების და ლესბოსელების ნათესავები, რომლებიც ასევე ჰომოსექსუალია თუმცა საწინააღმდეგო სქესის იყვნენ, განაწილებული იყოს ოჯახებში თანაბრად ორივე ხაზის მიხედვით. მეორე შესაძლო ახსნა მდგომარეობს იმაში, რომ ჰომოსექსუალიზმი გადაეცემა მემკვიდრეობით ორივე მშობლიდან, მაგრამ გამოიხატება მხოლოდ ერთი სქესის წარმომადგენლებში - მოცემულ შემთხვევაში მამაკაცებში. ამ მახასიათებლის გამოხატვა აქვეითებს რეპროდუქციის კოეფიციენტს, ამიტომ ის დიდი ხარისხით გადადის დედის მხრიდან. იმისათვის რომ ეს ჰიპოტეზა დადასტურდეს, აუცილებელია მოიძებნოს შესაბამისი გენი აუტოსომებში, რომელიც მემკვიდრეობს ორივე მშობლის მიხედვით. მესამე შესაძლებლობა არის X ქრომოსომის გენთა გადაჯვარედინება. მამაკაცებს გააჩნიათ ორი სასქესო ქრომოსომა. Y-ქრომოსომა მემკვიდრეობს მამიდან, ხოლო X-ქრომოსომა  დედიდან. ქალებს ორი X-ქრომოსომა გააჩნიათ, ამიტომ ნებისმიერი მახასიათებელი, რომელიც დამოკიდებულია გენისგან და არის X-ქრომოსომაში, როგორც წესი გადავა დედის მხრიდან და უპირატესად გამოვლინდება ძმებში, ბიძებში და ბიძაშვილებში დედის მხრივ - ზუსტად ასეთივე კანონზომიერება იქნა  აღმოჩენილი.
   ამ ჰიპოთეზის შესამოწმებლად ჰეიმერმა და მისმა კოლეგებმა დაიწყეს X-ქრომოსომის გენების გადაჯვარედინების შესწავლა მამაკაც-ჰომოსექსულებში. გენთა გადაჯვარედინების ანალიზი დაეფუძნა ორ გენეტიკურ პრინციპს.  თუ რომელი ნიშანი განიცდის გენეტიკურ გავლენას, მაშინ ნათესავებში მოცემული გენი უფრო ხშირი იქნება, ვიდრე  შემთხვევის ხარჯზე მისი  აღმოჩენა, ეს მართებულია მაშინაც კი თუ ეს გენი მცირე როლს ასრულებს. ამიტომ თუ არსებობს გენი, რომელიც მოქმედებს სექსუალურ ორიენტაციაზე, ის უნდა იყოს ჯვარედინი უახლოეს გენეტიკურ მარკერთან, რომელიც ოჯახებში ერთად გადადის. თუ ნიშანი დამოკიდებულია მხოლოდ ერთ გენზე, მაშინ გენების გადაჯვარედინების მეთოდის ანალიზის მიხედვით, ზუსტად შეიძლება ამ გენის მდებარეობის განსაზღვრა ქრომოსომაში. მაგრამ ისეთი რთული ნიშანი როგორიცაა სექსუალური ორიენტაცია, გენთა გადაჯვარედინების ანალიზი აქაც გვეხმარება არსებობს თუ არა ჩვენთვის სასურველი გენეტიკური კომპონენტი.
   ანალის ჩასატარებლად უპ. ყოვლისა საჭირო იყო მარკერების გამოვლენა, ანუ დნმ-ის სეგმენტები, რომელიც აღნიშნავს ქრომოსომაში გენის მდებარეობას. ადამიანის გენომის პროექტის ფარგლებში უკვე შედგენილია მარკერების დიდი კატალოგი X-ქრომოსომებისათვის. მეტად ხელსაყრელი მარკერებია დნმ-ის მოკლე განმეორებადი თანმიმდევრობები. მარკერების გამოსავლენად მკვლევარებმა გამოიყენეს პოლიმერაზის ჯაჭვური რეაქცია და შეადგინეს ქრომოსომის სპეციფიკური მონაკვეთების რამდენიმე მილიარდი ასლი, შემდეგ განაცალკევეს განსხვავებული სიგრძის ფრაგმენტები გელ-ელექტროფორეზით.
   კვლევის შემდგომი ეტაპი იყო შესაფერისი ოჯახების მოძიება. როცა მეცნიერები ცდილობენ დალტონიზმის ან ნამგლისებურუჯრედიანი ანემიის უბრალო ნიშნების გამოკვლევას, რომელიც გამოწვეულია ერთი გენით, მკვლევარები აანალიზებენ დიდი ოჯახების რამდენიმე თაობას, შემდეგ ირკვევა მათში გენის გამოვლენის ხარისხი და მტარებლობა. ასეთი მიდგომა სექსუალური ორიენტაციის კვლევისას გამოუსადეგარია. ძალზე რთულია იმის დადგენა არის თუ არა ადამიანი ჰომოსექსუალი, მან შეიძლება დამალოს თავისი ჭეშმარიტი ორიენტაცია ან შეიძლება ვერც კი აცნობიერებდეს მას. რამდენადაც ჰომოსექსუალიზმის გაკიცხვა ადრე უფრო ძლიერ ხდებოდა ვიდრე დღეს, ამიტომ ოჯახების შესწავლა რამდენიმე თაობის მანძილზე ძალზე პრობლემურია. გენეტიკური მოდელირება აჩვენებს, რომ იმ მახასიათებლების გამოვლენა, რომელიც დამოკიდებულია რამდენიმე გენზე და გამოხატულია სხვადასხვა ხარისხით, უაზროა გამოიკვლიოს დიდ ოჯახებში, რადგან ჯვარედინი გენის არსებობის ალბათობა ქვეითდება, დიდი გამონაკლისების არსებობის გამო.
   ამ მიზეზის გამო ჰეიმერის და მისი თანამშრომლების მიერ ყურადღება კონცენტრირებულ იქნა იმ ოჯახებზე სადაც ორი ჰომოსექსუალი ძმა იყო. ეს მეთოდი იმ უპირატესობას ფლობს, რომ ინდივიდები, რომლებიც აღიარებენ ორიენტაციას შეუძლებელია შეცდნენ. გარდა ამისა, ამ მიდგომით შეიძლება იმ ერთადერთი ჯვარედინი გენის პოვნა, მაშინაც კი თუ მისი ექსპრესიისათვის საჭიროა სხვა გენები ან მემკვიდრული ფაქტორები. მაგ: წარმოვიდგინოთ, რომ ჰომოსექსუალის გამოსავლენად აუცილებელია  X-ქრომოსომის გენები აუტოსომებთან ერთად, ძმები-ჰომოსექსუალების გამოკვლევა მოგვცემს მკაფიო შედეგს, რადგან ორივეს გააჩნია X-ქრომოსომის გენი.    
   გენეტიკური ანალიზის სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ სიბლინგების გამოკვლევა არის გასაღები იმ მახასიათებლის შესასწავლად, რომელიც რამდენიმე ელემენტის გავლენას განიცდის. რამდენადაც ჰეიმერი და მისი კოლეგები მეტად იყვნენ დაინტერესებული იმ გენის არსებობით, რომელიც მხოლოდ კაცებში ვლინდება და გადადის დედით. ისინი ატარებდნენ კვლევას იმ ოჯახებში სადაც იყვნენ ჰომოსექსუალი მამაკაცები და არ იყვნენ წყვილები მამის და შვილის შემადგენლობით.
   გამოვლენილ იქნა 40 ასეთი ოჯახი, რომელთა წევრებმა დასტური განაცხადეს ექსპერიმენტში მონაწილეობაზე. მომზადდა ჰომოსექსუალი ძმების დნმ-ის ნიმუში, საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელი იყო დედების და დების დნმ-ის ნიმუშის აღებაც. ნიმუშები შემოწმდა 22 მარკერის არსებობაზე, რომელიც მდებარეობს X-ქრომოსომის მოკლე მხრის წვერზე, დიდი მხრის ბოლოში. ყოველი მარკერის მიხედვით ძმები-ჰომოსექსუალების წყვილი შეფასდა როგორც კონკორდანტულად თუ მათ მიიღეს მემკვიდრეობით მსგავსი მარკერები და დისკონკორდანტულად - თუ ისინი იღებდნენ სხვადასხვა მარკერებს მემკვიდრეობით. მოსალოდნელი იყო, რომ მარკერების 50%  აღმოჩნდებოდა შემთხვევით.  შესწორებები იქნა შეტანილი იმის გათვალისწინებით, რომ დედებში იქნებოდა ორი ერთნაირი მარკერი.
   კვლევის შედეგები გასაოცარი აღმოჩნდა. X-ქრომოსომის დიდ ნაწილში არსებული მარკერები შემთხვევით განაწილდა ძმებ-ჰომოსექსუალებს შორის. მარკერები, რომლებიც განლაგებული იყვნენ  X-ქრომოსომის გრძელ მხარზე (ეწოდება  Xq28)  შეინიშნებოდა მნიშვნელოვანი სიჭარბით კონკორდანტულ ძმებში: 33 წყვილში იყო ერთნაირი მარკერი, 7 წყვილში არა. მიუხედავად შერჩეულთა მცირე რიცხვისა, ეს შედეგები სტატისტიკურად მნიშვნელოვანია. ასეთი ასიმეტრიული შედეგის შემთხვევით მიღების ალბათობა შეადგენს 0.5%-ზე ნაკლებს. საკონტროლო ჯგუფში, რომელიც 314 შემთხვევით შერჩეული ძმების წყვილისგან  შედგებოდა (რომელთა უმრავლესობა შეიძლება ჩაითვალოს ჰეტეროსექსუალად) Xq28 მონაკვეთზე მარკერები განლაგებული იყო შემთხვევითი განაწილების კანონის მიხედვით.
   ამ აღმოჩენის მეტად მარტივი ინტერპრეტაცია მდგომარეობს იმაში, რომ  X-ქრომოსომის q28 მონაკვეთში მდებარეობს გენი, რომელიც მოქმედებს მამაკაცის სექსუალურ ორიენტაციაზე. აღნიშნული გამოკვლევა მოცემული მომენტისათვის იძლევა მეტად სარწმუნო მონაცემებს და იმის მტკიცებულებას, რომ მემკვიდრეობა მოქმედებს ადამიანის სექსუალობაზე, რამდენადაც მასში უშუალოდ გაანალიზდა გენეტიკური ინფორმაცია, თუმცა ახალი მიმართულებით პირველადი კვლევები არასოდეს იძლევა აბსოლუტურ ნათელ შედეგებს.
   უპირველესად აუცილებელია შედეგების რეპლიკაცია: რამდენიმე სხვა მონაცემების გენების მდგებარეობაზე, რომლებიც კავშირშია პირად მახასიათებლებთან აღმოჩნდა საკამათო. მეორე, თვით გენის იზოლირება ვერ მოხერხდა. კვლევების შედეგებით ის X-ქრომოსომაზე მდებარეობს და გააჩნია დაახლოებით 4 მლნ. ნუკლეოტიდური წყვილი. ეს მონაკვეთი ადამიანის გენომის 0.2%-ზე ნაკლებს შეადგენს, მაგრამ მასში არანაკლებ რამდენიმე ასეული გენია. იმისათვის, რომ თივის ზვინში ნემსი იქნას ნაპოვნი, აუცილებელია ძალზე ბევრი ოჯახის გამოკვლევა და შესასწავლილა  დნმ-ის თანმიმდევრობები, რათა იდენტიფიცირდეს ყველა შესაძლო კოდირებადი მონაკვეთი. Xq28 მონაკვეთი განსაკუთრებით მდიდარია გენეტიკური ლოკუსებით და სავარაუდოდ იქნება ადამიანის გენომის ერთ-ერთი პირველი მონაკვეთი, რომელიც ბოლომდე გაიშიფრება.
   მკვლევარებს არ გააჩნიათ იმ რაოდენობის ინფორმაცია, რომელიც მნიშველოვანი ხარისხით მიუთითებს Xq28-ის გავლენას მამაკაცების სექსუალურ ორიენტაციაზე. გამოკვლეულთა პოპულაცია შედგებოდა 40 წყვილი ძმები-ჰომოსექსუალებისაგან, ძმების 7 წყვილში ერთნაირი მარკერები არ აღმოჩნდა. თუ დავუშვებთ, რომ 20 სიბლინგში შემთხვევით მოხდა იდენტური მარკერების მემკვიდრეობა, მაშინ აღმოჩნდება, რომ ძმები-ჰომოსექსუალების 36%-ში კავშირი Xq28-სა და ჰომოსექსუალურობას შორის  არ იქნება. შესაძლოა ამ მამაკაცებმა მიიღეს სხვადსხვა გენები მემკვიდრეობით ან მათზე გავლენა მოახდინა ნეგატიურმა ფიზიოლოგიურმა ან გარემო ფაქტორებმა. თუ განვიხილავთ ყველა ჰომოსექსუალ მამაკაცს, რომელთა უმრავლესობას ძმა ჰომოსექსუალი არ ჰყავს მაშინ Xq28-ის გავლენა უფრო ბუნდოვანი გახდება. ასევე უცნობია, Xq28 ან სხვა ლოკუსები მოქმედებს თუ არა ქალების სექსუალურ ორიენტაციაზე.
   რა ხარისხით შეიძლება Xq28 გენეტიკური ლოკუსი გავლენას ახდენდეს სექსუალობაზე?
   უპირველეს ყოვლისა შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ჰიპოთეტური გენი მოქმედებს ჰორმონების სინთეზზე ან მეტაბოლიზმზე. ასეთი გენის კანდიდატი შეიძლება იყოს ანდროგენების რეცეპტორის ლოკუსი, რომელიც კოდირებს ცილას, რაც აუცილებელია ტვინის მასკულინიზაციისათვის, ის მდებარეობს X ქრომოსომაზე. ამ ჰიპოთეზის შესამოწმებლად შეიქმნა მკვლევართა ჯგუფი შემდეგი შემადგენლობით: ჯერემი ნატანე, ჯენიფერ პ. მაკი, ვან ლ. კინგი, ტერი რ. ბრაუნი (ჯორჯ ჰოპკინსის უნივერსიტეტიდან) და სხვა. მათ 197 მამაკაცი ჰომოსექსუალის და 213 ჰეტეროსექსუალი მამაკაცის ანდროგენების რეცეპტორის გენის მოლეკულური სტრუქტურა  შეადარეს ერთმანეთს, მაგრამ მნიშვნელოვანი სხვაობა ცილის მაკოდირებელ თანმიმდევრობებში არ გამოვლინდა. გენეტიკურმა კვლევებმა არ გამოავლინა კორელაცია ჰომოსექსუალ ძმებსა და ანდროგენების რეცეპტორების მაკოდირებელი ლოკუსების მემკვიდრეობაში. მნიშვნელოვანი შედეგი აღმოჩნდა ის, რომ აღნიშნული ლოკუსი განლაგებული არის Xq11-ში, Xq28-დან შორს. ეს კვლევა სარწმუნოდ მიუთითებს, რომ ანდროგენების რეცეპტორები მნიშვნელოვან გავლენას მამაკაცის სექსუალურ ორიენტაციაზე არ ახდენენ.
   მეორე მოსაზრება მდგომარეობს იმაში, რომ ჰიპოთეტური გენი უშუალოდ არ მოქმედებს სექსუალური ობიექტის შერჩევაში, საკუთარ ან განსხვავებულ სქესში, არამედ მოქმედებს ირიბად პიროვნების ან ტემპერამენტის მიხედვით. მაგ: ადამიანები, რომლებშიც მემკვიდრეობით მიიღეს მიდრეკილება, თავიანთ ძალებზე დაყრდნობით დიდი ალბათობით აღიარებენ თავიანთ ჰომოსექსუალურ გრძნობებს და მოქმედებენ ამ გრძნობების მიხედვით, ვიდრე ის ადამიანები, რომელთა მოქმედება დამოკიდებულია იმაზე გაიზიარებენ თუ არა მას სხვები.
  არსებობს იმის საინტერესო შესაძლებლობა, რომ გენ Xq28-ს პროდუქტი შესაძლოა უშუალოდ მოქმედებდეს სქესდიმორფულ  INAH3 მონაკვეთზე. მარტივ ვითარებაში ასეთი აგენტი შეიძლება მოქმედებდეს ავტონომიურად, შესაძლოა ის ახდენდეს ნაყოფში სპეციფიკური ნეირონების გადარჩენის სტიმულაციას იმ მამაკაცებში, რომლებიც მომავალში ჰეტეროსექსუალები იქნებიან, ან მათ დაღუპვას იმ ნაყოფში, რომელიც მომავალში ჰომოსექსუალად ჩამოყალიბდება. უფრო რთულ შემთხვევაში გენის პროდუქტმა შეიძლება შეცვალოს ჰიპოთალამუსში ნეირონული ჯაჭვის სენსიტიურობა, საშუალო საკვანძო სიგნალების სტიმულაციისადმი, შესაძლოა ყოველივე ეს მოხდეს სიცოცხლის პირველ წლებში.  აღნიშნულ შემთხვევაში გენები ნიშანს არ განსაზღვრავენ, უფრო წინასწარგანწყობით გავლენას ახდენენ. მომავალში გასარკვევი იქნება შეიცავს თუ არ ყოველივე ეს ჭეშმარიტების მარცვალს, რაშიც მნიშვნელოვანი როლი ეკისრება თანამედროვე გენეტიკის და ნეირობიოლოოგის მეთოდების გამოყენებას.

   

Saturday, September 28, 2013

თამბაქოს   დანამატები




    თამბაქოს   მოწევა... ავიწროებს ადამიანის გონების მოქმედების არეალს. მას თითქოს შეგნების უმაღლეს სართულთა აღსავალს უხშობს. გარდა ამისა მოწევა აჩლუნგებს ზნეობრივ გრძნობას. მწეველი გარკვეულ წილად მშვიდდება იმით, რომ მას სინდისი ნაკლებად აწუხებს“.
                                                                                                                                     წმიდა ეფრემ ასური.






   თამბაქოს წარმოების მიმდინარეობისას შესაძლებელია 1.400-ზე მეტი დანამატის გამოყენება, მაშინ როცა მისი კონტროლი მეტისმეტად ლიბერალურია. თამბაქოზე სხვადასხვა ნივთიერების დამატებამ შეიძლება გამოიწვიოს მოწევის უფრო მსუბუქი დაწყება და შეამსუბუქოს მოწევის გახანგრძლივება, რაც კიდევ უფრო გაზრდის მწეველთა რაოდენობას. მწეველთა რაოდენობის მომატება გამოიწვევს ადამიანების დაქვემდებარებას 4.000-ზე მეტ ქიმიურ ნივთიერებაზე, რომელთა შორის ტოქსიკური და კანცეროგენული ნაერთებია. მსოფლიოში თითქმის 5 მლნ. ადამიანი ყოველწლიურად იღუპება მოწევასთან დაკავშირებული დაავადებებისგან. დანამატებით გამოწვეული მწეველთა რაოდენობის 1%-ით მომატებაც კი საგრძნობლად გაზრდის მოწევასთან დაკავშირებულ უარყოფით გავლენას ადამიანთა ჯანმრთელობაზე, რაც ყოველწლიურად შეადგენს ათი ათასობით ადამიანის სიცოცხლეს. აქედან გამომდინარე თამბაქოს დანამატები სერიოზული პრობლემაა ჯანდაცვისათვის.
   დანამატების უმრავლესობა თამბაქოს წარმოებისათვის აუცილებელი არ არის და 1970 წლამდე მისი მცირე ნაწილი გამოიყენებოდა. არის რამდენიმე მიზეზი, რომელიც სერიოზულ შეშფოთებას იწვევს.
   დანამატების გამოყენებით დამზადებულ სიგარეტის კვამლში, იქმნება „თავისუფალი“ ნიკოტინის მეტად მაღალი დონე. რაც აძლიერებს ნიკოტინურ ე.წ. „приход“-ს, რომელიც სიგარეტის მიჩვევის საფუძველია. მისი ჩანაცვლება შეუძლია ამონიუმის ნაერთებს, რომელიც კვამლის ტუტიანობას ზრდის.
   დანამატები აძლიერებს თამბაქოს კვამლის გემოს, რაც უფრო მისაღებია მწეველისათვის. არომატული დანამატები, როგორც ჩანს თავისთავად მავნე არ არის, ისინი სიგარეტს უფრო „მიმზიდველს“  და „სასურველს“ ხდის. სწორედ ეს არის შეშფოთების საფუძველი.
   დამატკობელმა ნივთიერებებმა და შოკოლადმა, სიგარეტი შეიძლება მიმზიდველი გახადოს ბავშვებში და იმ პირებში ვინც პირველად მოსწია. ევგენოლი (მენთოლის ჯგუფის ნაერთი) და მენთოლი იწვევს ყელის „ანესთეზიას“ და მწეველმა შეიძლება არც კი იგრძნოს კვამლის გამაღიზიანებელი მოქმედება.
   კაკაოს ტიპის დანამატები შეიძლება გამოყენებულ იქნას სასუნთქი გზების გაფართოებისათვის, რაც კვამლს საშუალებას აძლევს ღრმად შეაღწიოს ფილტვებში, რაც ორგანიზმში ზრდის ნიკოტინის და კუპრის რაოდენობას.
     ზოგი დანამატი ტოქსიკურია, თავისთავად ან სხვა ნაერთებთან ურთიერთქმედებით, იწვევს დამოკიდებულებას. წვის შედეგად კი დანამატებიდან შეიძლება ტოქსიკურად და ფარმაკოლოგიურად აქტიური ნაერთების წარმოქმნა.
   დანამატები გამოიყენება თამბაქოს კვამლის ხილვადობის და სუნის შენიღბვის მიზნით. ეს კი არამწეველს დაუცველს ხდის, ამასთან საზოგადოებაში იქმნება აზრის, რომ თამბაქო არც ისე მავნებელია, რაც არ ამცირებს პასიურად მოწევის რისკს.
   იმისათვის, რომ გავაცნობიეროთ თამბაქოს დანამატების როლი, საჭიროა მოკლედ გავეცნოთ სიგარეტის მოქმედებას. თამბაქოს ინდუსტრიაში მომუშავე ადამიანები პირველები მიხვდნენ, რომ სიგარეტი არის მოწყობილობა, რომლის დანიშნულებაა ადამიანებს მიაწოდოს ისეთი ნივთიერება, რომელიც მისადმი ძლიერ დამოკიდებულებას გამოიწვევს, ეს ნივთიერება არის ნიკოტინი, სწორედ მისი შეფუთვა ხდება სიგარეტის სახით. დანამატების გამოყენება კი შეფუთვის ერთ-ერთი ძირითადი ტექნოლოგიაა. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი მარკის სიგარეტი რეკლამირებულია, როგორც დანამატებისაგან თავისუფალი, თანამედროვე ამერიკული სიგარეტები, მასის მიხედვით შეიცავს დანამატების დაახლოებით 10%-ს, რომლის ძირითადი შემადგენელია შაქრები, არომატიზატორები და დამატენიანებლები. არსებობს სხვა სახის დანამატებიც, რომელიც სიგარეტებში მცირე რაოდენობითაა წარმოდგენილი, მაგრამ უფრო ძლიერ მოქმედებას ავლენს. არსებული მონაცემები ადასტურებენ, რომ თამბაქოს მწარმოებლების მიერ დანამატების გამოყენება მიზნად ისახავს, გავლენა მოახდინოს ნიკოტინის ფარმაკოლოგიურ ეფექტზე, იქმნება ცალკეული ინდივიდუალური სიგარეტის მარკები, რომელის იზიდავს ახალგაზრდებს და „დამწყებებს“, ასეთი ტიპის სიგარეტებში შენიღბულია გემო და კვამლისმიერი დისკომფორტი.
   სიგარეტის სახით მწეველის ფილტვებს მიეწოდება მთავარ აქტიურ კომპონენტთან - ნიკოტინთან ერთად კუპრის და გაზის ნაწილაკები. ნიკოტინი სწრაფად შეიწოვება სისხლში ფილტვების ფართო ზედაპირიდან (ასევე პირის ღრუს ლორწოვანიდან, ხახით და საყლაპავით) და 10 წამში აღწევს თავის ტვინს. ნიკოტინი ამ გზით უფრო სწრაფად გადადის სისხლში და აღწევს თავის ტვინს, ვიდრე მაგალითად კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, ამიტომ მწეველს ზუსტად შეუძლია მისთვის საჭირო ნიკოტინის კონცენტრაცია სისხლში დიდი სიზუსტით არეგულიროს. თავის ტვინის რეცეპტორები, ნიკოტინს პასუხობენ დოფამინის და სხვა ნეირომედიატორების გამოყოფით, რაც  სიგარეტისადმი დამოკიდებულების საფუძველია. ნიკოტინი ავლენს გაცილებით მეტ სწრაფვას ამ რეცეპტორებისადმი, ვიდრე მათთვის ბუნებრივად განკუთვნილი ნივთიერება აცეტილქოლინი. ნიკოტინის მრავლჯერადი დოზები უფრო მგრძნობიარეს ხდის ამ რეცეპტორებს მისადმი, შედეგად ორგანიზმი უფრო მეტი ნიკოტინის დოზებს ითხოვს, ხოლო როცა მისი ნაკლებობა შეიქმნება, მწეველი განიცდის ძალზე უსიამოვნო შეგრძნებას (შეწყვეტის სინდრომი).
   ნიკოტინთან ერთად ორგანიზმში აღწევს კუპრი, რომელიც ორგანიზმზე მავნე ზემოქმედების ძირითადი ფაქტორია. მარეგულირებელი ორგანოების ძალისხმევით თამბაქოს მწარმოებლები იძულებულნი გახდნენ შეეზღუდათ კუპრის შეღწევა მწეველის ორგანიზმში, სწორედ ამის გამო მოიმატა თამბაქოს წარმოებაში დანამატების რიცხვმა. თამბაქოს კვამლში ნიკოტინის და კუპრის შემცველობა იზომება სპეციალური აპარატით. სხვადასხვა ქვეყნების ხელმძღვანელობა ცდილობდა ამ მეთოდით ეიძულებინათ თამბაქოს მწარმოებლები შეეზღუდათ კუპრის და ნიკოტინის რაოდენობა მწეველის ორგანიზმში, თუმცა იმედები არ გამართლდა. დაბალკუპრიანი სიგარეტები იქმნება ფილტრებში მოთავსებული ვენტილაციური ნასვრეტებით საშუალებით, რის გამოც აპარატი აჩვენებს კუპრის და ნიკოტინის დაბალ შემცველობას.




თავისუფალი ნიკოტინი

   კონკურენტთა აზრით, Philip Morris-ის ფირმის Marlboro-ს მარკის სიგარეტის წარმოება განაპირობა „თავისუფალი“ ნიკოტინის არსებობამ, რომელიც მიიღწევა ამონიაკის ტექნოლოგიის გამოყენებით. ამონიაკს შეუძლია დააჩქაროს „თავისუფალი“ არა ბმული ანუ მარილის ფორმით არარსებული ნიკოტინის შეღწევა მწეველის ორგანიზმში, თამბაქოს კვამლში pH-ის  მომატებით (ტუტიანობის). ეს პროცესი კოკაინის უფრო ძლიერ ნარკოტიკად - კრეკად გარდაქმის მსგავსია. დოქტორი ჯეკ ჰენინგფილდი (ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტი) ამონიაკის მოქმედებას შემდეგნაირად ხსნის: „ამონიაკის მსგავს ნაერთებს შეუძლია pH-ის მომატება, თავისუფალი ნიკოტინის რაოდენობის გაზრდით. თავისუფალი ნიკოტინის ან კოკაინის ფორმები ორგანიზმში სწრაფად შეიწოვება და ნერვულ სისტემაზე მძლავრ ეფექტს ახდენს. ამონიაკის ტექნოლოგია - არის ერთ-ერთი ხერხი, რომელსაც შეუძლია შექმნას თავისუფალი ნიკოტინი ან თავისუფალი კოკაინი“.
   კვლევებმა გამოავლინა, რომ ამონიაკის არსებობისას ნიკოტინი უფრო მეტად აღწევს (თითქმის 100-ჯერ) მწეველის ორგანიზმში. თამბაქოს კომპანიების დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ ნიკოტინი არსებობს სამი სხვადასხვა ფორმით.
   „რამდენადაც თავისუფალი ნიკოტინი უფრო აქტიურია და უფრო სწრაფად მოქმედებს, ვიდრე ბმული, კვამლის მაღალ pH-ზე ნიკოტინი უფრო ძლიერ ეფექტს ახდენს. ამიტომ თავისუფალი ნიკოტინის რაოდენობა შეიძლება უფრო ნაკლებად იქნას გამოყენებული, სიგარეტის ფიზიოლოგიურ ძალასთან შედარებით (R. J. Reynolds  1973.)“.
     XX საუკუნის 60-იანი წლების დასაწყისში ფირმა Philip Morris-ი იყო ყველაზე პატარა იმ ექვსი წამყვანი ფირმიდან, რომელიც მაშინ აშშ-ში არსებობდა, ხოლო ყოველწლიური გაყიდვა კომპანია  R. J. Reynolds-ის მარკის „Winston“ სამჯერ აღემატებოდა Marlboro-ს  გაყიდვას. 1978 წლიდან მოხდა კარდინალური ცვლილება, Marlboro-ს   მარკა გახდა მსოფლიოში პირველი გაყიდვების მხრივ. აშშ-ს მწეველებიდან ყოველი მეხუთე ეწეოდა მას და გაყიდული სიგარეტების ნახევარზე მეტი 17-დან 28 წლის ასაკის მწეველებიდან მოდიოდა სწორედ Marlboro-ზე.
    გასაკვირი არ არის, რომ ამ წარმატებამ ყურადღება მიიქცია თამბაქოს სხვა მწარმოებლებში.  ანალიზის შედეგად მათ დაასკვნეს, რომ Marlboro-ს წარმატების მიზეზი „ამონიაკის ტექნოლოგია“ იყო.
    Philip Morris-მა ამონიაკით გაჟღენთილი ფირფიტების გამოყენება დაიწყო 1965 წელს და პერიოდულად ზრდიდა 1965-74 წლებში. ეს პერიოდი შეესაბამება Philip Morris-ის კომერციულ წარმატებას (R. J. Reynolds).
   „რომელმა ტექნოლოგიამ შექმნა Marlboro-დან Marlboro? მსოფლიო მასშტაბით გამოყენებულმა ტექნოლოგიამ, რომელსაც იყენებდნენ ამ მარკის სიგარეტის შესაქმნელად, უნდა ვაღიაროთ, რომ საკვანძო ფაქტორი არის ამონიაკის ტექნოლოგია (კორპორაცია Brown & Williamson   1992.)“.
   მაღალი pH-ის დონე Marlboro-ში ინარჩუნებს თავისუფალი ნიკოტინის მაღალ დონეს, როგორც სიგარეტში ისე მის კვამლში, მიუხედავათ იმისა, რომ გაზომვისას კუპრი და ნიკოტინი 2/3-ით არის შემცირებული.
   „თუ ჩვენი მონაცემები და დასკვნები სინამდვილეს შეეფერება, მაშინ გაჩნდა ახალი ტიპის სიგარეტი, რომელიც წარმოდგენილია Marlboro-ს   და Kool-ის სახით,  ნიკოტინის მაღალი „приход“-ით, განსაკუთრებული არომატით, პირის ღრუში სიმსუბუქის და ყელში ძლიერი შეგრძნებით. ყოველივე ეს განპირობებულია კვამლის pH-ით (R. J. Reynolds  1973.)“.
      კონკურენტები მიხვდნენ რაში მდგომარეობდა Marlboro-ს წარმატება.
      „pH-ის“ დონე Kool-ის და Marlboro-ს  კვამლში შესაბამისად 7.12 და 6.98-ია, რაც აისახება მათ მაღალ გაყიდვებთან (კორპორაცია Lorylard  1973.).
   აპარატი, რომელიც სიგარეტში კუპრს და ნიკოტინს საზღვრავს, ზომავს თხევად და მყარ ნიკოტინს და არა მის კონცენტრაციას ორთქლის ფაზაში, სადაც იმყოფება თავისუფალი ნიკოტინი. დანამატები აქვეითებენ კუპრის და ნიკოტინის დონეს, ამასთან ფარმაკოლოგიური ეფექტები საფრთხის ქვეშ არ არის. სიგარეტის კოლოფზე აღნიშნულია კუპრის და ნიკოტინის დაბალი მაჩვენებელი, მაშინ როცა  მწეველი ისევ იღებს ორგანიზმში დამოკიდებულების განმსაზღვრელ ნივთიერებას. ნიკოტინის გადასვლა თხევადი ან მყარი ფორმიდან აირად მდგომარეობაში, ფაქტიურად ნიშნავს გაზომვის პროცესიდან გადახრას, რომლის დროსაც გამოიკვლევა ფილტრზე დარჩენილი ნალექი. ყოველივე ეს ცნობილია ჯერ კიდევ 1960-იანი წლებიდან.
   „ორთქლის ფაზაში ნიკოტინის რაოდენობა შეიძლება შეიცვალოს კვამლში pH-ის ცვლილებით. აქედან გამომდინარე რეალურია ორი სიგარეტის ერთდროული არსებობა, რომელიც ერთიდაიმავე რაოდენობის ნიკოტინს აწვდის ორგანიზმს (აპარატის მიხედვით), მაგრამ გრძნობა მის დიფერენცირებას ადვილად ახდენს, რამდენაც კვამლის მჟავიანობა (და შესაბამისად ორთქლის ფაზაში ნიკოტინის რაოდენობა) მათში განსხვავებულია (კორპორაცია Brown & Williamson 1984.)“.



                    დანამატები, რომლებსაც შეუძლიათ ნიკოტინის მოქმედების გაძლიერება

   გარდა ამონიაკისა, არსებობს სხვა დანამატები, რომლებიც აძლიერებენ ნიკოტინის მოქმედებას. განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს აცეტალდეჰიდი, ლევულინის მჟავა, თეობრომინი და გლიცირიზინი. მიუხედავად იმისა, რომ ისინი თამბაქოს ინდუსტრიაში აღწერილია, როგორც „შემამსუბუქებელი“ და „არომატის გამაძლიერებელი“, ყოველი მათგანი ახდენს გარკვეულ ფარმაკოლოგიურ ეფექტს, რომელიც აკონტროლებს ორგანიზმში ნიკოტინის შთანთქმის ან შეღწევის დონეს.
   აცეტალდეჰიდი. წარმოიქმნება შაქრის წვისას (ჩვეულებრივ შაქარს უმატებენ თამბაქოს). თამბაქოს ინდუსტრიაში მომუშავე მკვლევარები ეჭვობდნენ, რომ აცეტალდეჰიდს შეუძლია ნიკოტინის მიერ გამოწვეული დამოკიდებულება გაზარდოს. Philip Morris-ის მკვლევარმა ვიქტორ დე ნობლმა 1980-იანი წლების დასაწყისში დაიწყო ნიკოტინის და აცეტალდეჰიდის მოქმედების ეფექტების შესწავლა ვირთაგვებზე. მან აღმოაჩინა, რომ ეს ორი ნივთიერება მოქმედებს სინერგიულად, რაც აძლიერებს ნიკოტინის დამოკიდებულებას.
   ამ აღმოჩენის შემდეგ დე ნობლს და მის ჯგუფს მოსთხოვეს აღმოეჩინა ამ ნივთიერებათა ოპტიმალური შეფარდება. დე ნობლის ცნობით, როცა მათ დაადგინეს ეს შეფარდება კომპანიამ გაზარდა შაქრის დონე Marlboro-ს სიგარეტებში, რათა მიღწეული ყოფილიყო აცეტალდეჰიდის საჭირო რაოდენობა. აღსანიშნავია, რომ ნიკოტინის და აცეტალდეჰიდის ურთიერთქმედებამ შეიძლება განაპირობოს ნიკოტინური დამოკიდებულება იმ პირებში ვინც რეგულარულად იღებს ალკოჰოლს, რამდენადაც ალკოჰოლის მეტაბოლიზმის პირველ სტადიაზე, ალკოჰოლდეჰიდროგენაზას მოქმედებით ორგანიმზმში წარმოიქმნება აცეტალდეჰიდი.
   ლევულინის მჟავა. თამბაქოზე ნიკოტინის უშუალო დამატება იწვევს ორ არასასურველ ეფექტს. I. მეტად მკვეთრი ხდება კვამლი და მისი შესუნთქვა რთულდება. II. აპარატზე ზრდის ნიკოტინის მაჩვენებლის დონეს. კორპორაცია R. J. Reynolds-მა  დააპატენტა მეთოდი, რომელიც ამ პრობლემას აგვარებს ნიკოტინის მარილის (წარმოიქმნება ორგანული მჟავიდან, მაგ: როგორიცაა ნიკოტინის ლევულინატი) დამატებით, რაც აძლიერებს ნიკოტინის მოქმედებას, მაგრამ ინარჩუნებს გაზომვის დროს კუპრის და ნიკოტინის დაბალ მაჩვენებელს.
   „სიგარეტები, რომლებიც შეიცავს ნიკოტინის ლევულინატის ტიპის მარილს, მოსაწევ აპარატზე აფიქსირებს კუპრის და ნიკოტინის დაბალ დონეს, ამასთან ფლობს მსუბუქ, მაძღარ გემოს და უზრუნველყოფს მწეველის მოთხოვნილების სრულ დაკმაყოფილებას. სიგარეტებს არ გააჩნიათ მკვეთრი ან გამაღიზიანებელი თვისებები და ავლენენ „თამბაქოს“ გემოს (პატენტი რ.ჯ.რ. 1989.)“.
   „ნიკოტინის ლევულინატი და ლევულინის მჟავა მნიშვნელოვნად ზრდის ნიკოტინის რაოდენობას, რომელიც უკავშირდება ვირთაგვების თავის ტვინის ქსოვილში ქოლინმიმეტიკურ რეცეპტორებს. ლევულინის მჟავა ზრდის რეცეპტორების მგრძნობელობას ნიკოტინისადმი (R. J. Reynolds 1989.)“.
 ზემოთმოყვანილი ციტატები მოწმობს იმას, თუ როგორ არეგულირებენ სიგარეტის მწარმოებლები ქიმიური საშუალებებით ნიკოტინის დონეს კვამლში, რაც ავტომატურად  იწვევს დამოკიდებულთა რაოდენობის კონტროლსაც. ნიკოტინის ლევულინატი და ლევულინის მჟავა მოქმედებენ თავის ტვინში მიმდინარე ქიმიურ პროცესებზე და ტვინი მეტად მგრძნობიარე ხდება ნიკოტინისადმი.
   კაკაო და თეობრომინი.  კაკაო, რომელიც ფართოდ გამოიყენება დანამატების სახით, შეიცავს ალკალოიდებს, კაკაო დაახლოებით შეიცავს 1% თეობრომინს, რომელიც ბროქოლიტიური საშუალებაა - აფართოებს სასუნთქ გზებს და განაპირობებს ორგანიზმში კვამლის გაიოლებულ შეღწევას და ნიკოტინის ადსორბციას.
   გლიცირიზინი ლაკრიცის კომპონენტია, მოქმედებს როგორც ბრონქოლიტიური საშუალება.


გემოს შენიღბვა და თამბაქოს უშუალო ზემოქმედება

   წარმოების „გაუმჯობესების“ მხრივ დანამატების გამოყენებას დამატებითი ზიანი არ მოაქვს, მაგრამ თუ სიგარეტის დანამატი კვამლს შეცვლის ისე, რომ მისი გემო იქნება  „უკეთესი“, ადამიანებს უმრავლესობამ შეიძლება მისი მოწევა დაიწყოს ან თუ ეწევა გააგრძელოს. დანამატები აუცილებელია იმისათვის, რომ ნიკოტინის მწარე გემო დაახშოს. ცნობილია, რომ ნიკოტინის სიმკვრივე და სიმწარე სიგარეტის კვამლში ძალზე უსიამოვნოა, ამიტომ მწარმოებლებმა ერთი მხრივ უნდა შეინარჩუნონ თამბაქოს კვამლში ნიკოტინის დონე, ხოლო მეორე მხრივ ისე შეცვალონ მისი არომატი, რომ მწეველისათვის სასიამოვნო იყოს.
   ნიკოტინის მწარე გემოს შესანიღბად იყენებენ შაქარს (სიგარეტის საერთო მასის დაახ. 3%-ს). ასეთი სიგარეტი მწეველს საშუალებას აძლევს ჩაისუნთქოს დიდი რაოდენობით კვამლი და თან უმსუბუქდება ნიკოტინის სასურველი დოზის ადსორბცია. დამწყები მწეველების 80% არის 18 წლამდე ახალგაზრდა, რასაც აღიარებს თამბაქოს ინდუსტრია და ამ ფაქტს იყენებს მარკეტინგსა და სტრატეგიაში. შაქრის, თაფლის, ლაკრიცის, კაკაოს, შოკოლადის და სხვა არომატიზატორების გამოყენება სიგარეტებში უფრო იზიდავს მომხმარებლებს, განსაკუთრებით ბავშვებს და ახალგაზრდებს.
    „სიგარეტის დამუშავება ამონიაკით, ეს არ არის მხოლოდ მისი დამატება. დანამატები ურთიერთქმედებენ თამბაქოს კომპონენტებთან, თავისუფლდება პექტინი და რეაქციის შედეგად ფორმირდება შაქრის და ამიაკის პროდუქტები, რომელსაც შეაქვთ თავიანთ წვლილი კვამლის გემოში, რომელიც ზომიერი და ბუნებრივი ხდება (კორპორაცია British American Tobacco (BAT)  1985)“.
   დანამატები Philip Morris-ს საშუალებას აძლევს სიგარეტებში გამოიყენოს უფრო იაფი თამბაქო. Philip Morris-ის წარმომადგენლები ხშირად საქვეყნოდ აცხადებენ, რომ დანამატები საჭიროა კვამლის ქიმიური ნივთიერებების და გემოს რეგულაციისათვის. მართლაც, დანამატები - ეს ერთ-ერთი მიზეზია იმის, რომ უფრო იაფი თამბაქო იქნას შესყიდული (BAT.  1985)“.
     თამბაქოს ფოთოლი თავისთავად დიდ გავლენას არ ახდენს, ამიტომ მაგ: შოკოლადის დამატება, როცა კვამლი შეაღწევს პირის ღრუში, იწვევს კარგ შეგრძნებას,  ამიტომაც იყენებენ ამ დანამატებს (ჟურნალი „TOBACCO REPORTER“ 1979 წ.).
    „თამბაქოს დამუშავება კაკაოს ზეთით, ამცირებს კვამლის სიმძაფრეს“ (BAT. 1967).
     BAT-ი ყოველწლიურად სიგარეტის წარმოებაში 1.250 ტონა კაკაოს იყენებს.




დანამატები და „მსუბუქი“ სიგარეტები

   დანამატების გარეშე „მსუბუქი“ სიგარეტები ნაკლები პოპულარობით სარგებლობს.    „ჩვეულებრივ ითვლება, რომ დაბალკუპრიანი სიგარეტები იწვევს არომატის დონის უკმარისობის შეგრძნებას. ყურადღება უფრო მახვილდება სიგარეტებში არომატის ჩართვის ახალ მექანიზმებზე იმ სახით, რომ სასურველი არომატის დონე იქნას აღდგენილი“ (BAT.1982).
      „კომპენსატორული ფილტრები“. სტრატეგიული მიზანი: შეუმცირდეს მწეველს იმის მიღება, რასაც ის ითხოვს სიგარეტისგან. სინამდვილეში ფილტრები იქნება კომპენსატორული და საჭირო იქნება კუპრის და ნიკოტინით სიგარეტის გაჯერება. ეთიკურია თუ არა ამის გაკეთება?“ (BAT. 1985).
   სინამდვილეში ეს იმას ნიშნავს, რომ სიგარეტი  ისეა შექმნილი, რომ მწეველმა მიიღოს უფრო მეტი კუპრი და ნიკოტინი, ვიდრე ამას აპარატი ზომავს.
     BAT-ი იყენებს დანამატებს და სიგარეტს, როგორც მოწყობილობას ისე, რომ იმოქმედოს მწეველის ქვეცნობიერ გრძნობაზე. სიგარეტის პირველი ნაფაზი შეიძლება ისე იქნას პროექტირებული, რომ მოახდინოს ნაკლები გავლენა და შეამციროს ნიკოტინზე მოთხოვნილება.
    „სტრატეგიული მიზანი: გაუჯობესდეს გემო და არომატი პირველ რამდენიმე ნაფაზში. დიდი ალბათობით ითვლება, რომ მწეველი სიგარეტის ხარისხზე მსჯელობს პირველი ნაფაზების მიხედვით. სავარაუდოდ, მოწევის მოთხოვნა უფრო მძაფრდება, როცა სიგარეტი ეს-ესაა აინთო“ (BAT. 1985).


არამწეველებზე თამბაქოს კვამლის მოქმედება

   დანამატები ასევე გამოიყენება თამბაქოს კვამლის შენიღბვისათვის, უპირველეს ყოვლისა იმიტომ, რომ შეირყეს მოწევისადმი უარყოფითი დამოკიდებულება საზოგადოებაში და შემცირდეს სოციალური ზეწოლა, რაც მოწევისადმი თავის დანებებაში გამოიხატება.
   სიგარეტის კვამლი, რომელიც არამწეველისათვის შემაწუხებელია, თამბაქოს ინდუსტრიისათვის დიდ პრობლემას წარმოადგენს. 1970-იანი წლებიდან დაწყებული დაგროვდა მრავალი სამედიცინო მონაცემები იმასთან დაკავშირებით, რომ გარემოში გაფრქვეული თამბაქოს კვამლი სერიოზულ საფრთხეს უქმნის ადამიანების ჯანმრთელობას. ამ კვლევებმა დიდი გავლენა მოახდინა მოწევასთან დაკავშირებულ პოლიტიკაზე, რამაც  გამოიწვია ინდივიდუალური არჩევანის პრობლემიდან, სოციალურ პასუხისმგებლობაზე გადასვლა. ბევრმა მწეველმა მოინდომა თამბაქოსათვის თავი დაენებებინა.
   თამბაქოს ინდუსტრიამ ამ პრობლემას ორმაგად უპასუხა: 1. გადაწყდა ჩატარებულიყო სპეციალური გამოკვლევები, რომელიც ისეთ მონაცემებს მოიპოვებდა, რომელიც გამორიცხავდა  თამბაქოს კვამლის მავნე გავლენას ჯანმრთელობაზე. 2. დაიწყო ქიმიური დანამატების შერჩევა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნებოდა, თამბაქოს კვამლის გამაღიზიანებლი ეფექტის შემცირება.
   „სტრატეგიული მიზანი (პასიური მწეველების გამოკვლევა) არის შემდეგი:
1.      ისეთი სიგარეტის შექმნა, რომელიც გარემოში შეამცირებს კვამლის დონეს და/ან სუნს, რაც შეამცირებს გაღიზიანებადობას.
2.      კვლევების ჩატარება, რომელიც გააქარწყლებს პასიურ მწეველებზე თამბაქოს კვამლის უარყოფით გავლენას (BAT. 1984).“
   „ჩატარდა კვლევები ალტერნატიულ დანამატებზე, რომლებიც წვის დროს ამცირებს კვამლის ხილვადობას: გამოყენებული  ნატრიუმის აცეტატი, შეცვალა კალიუმის ციტრატმა..., კალიუმის მარილები ახდენენ კვამლის ხილვადობის ძლიერ შემცირებას“ (BAT. 1987).
   „აღმოჩენილ იქნა, რომ სიგარეტის ქაღალდის გაჟღენთვა Ca(OH)2-ით იწვევს კვამლის ხილვადობის დაქვეითებას..., დამუშავებული ქაღალდისაგან დამზადებული სიგარეტები უფრო სასიამოვნო სუნის და ნაკლებად გამღიზიანებელი კვამლით გამოირჩევა, ვიდრე ის სიგარეტები, რომელთა დამზადებისას დამუშავებული ქაღალდი არ გამოიყენება“. (BAT.1983).
   თამბაქოს კორპორაციები ამცირებენ კვამლის ხილვადობას, მაგრამ მისი ტოქსიკურობით არ ინტერესდებიან. „კვამლის კონტროლი: გარემოში კვამლის შემცირება. ხილვადობა. კვლევების განყოფილება ამ საკითხებით არის დაინტერესებული, მაგრამ არ იჩენს ინტერესს ბიოლოგიური კვლევებისადმი. დევიდი ამას უხსნის ალენ ქერდს და ეკითხება: შეიძლება თუ არა პროექტი შესრულებულ იქნას ბიოლოგიური ცდების გარეშე?“. (BAT. 1986).


დანამატების გავლენა ჯანმრთელობაზე

   თამბაქოს დანამატების შეზღუდვების რეგულირება ჩვეულებრივ კონცენტრირდებოდა მათ ტოქსიკურობაზე. რაც შესაბამისობაშია სასურსათო პროდუქტების მიმართაც. მეტად სავარაუდოა, რომ ტოქსიკური დანამატების ორგანიზმის შიგნით მოხვედრამ გამოავლინოს ტოქსიკური მოქმედება კვების პროდუქტებთან ურთიერთქმედებისას, მაგრამ სასუნთქ სისტემაზე უფრო მძლავრი გავლენა ექნება, რადგან სასუნთქ სისტემას დეტოქსიკაციის განმახორციელებელი, მძლავრი ფერმენტული სისტემა კუჭ-ნაწლავის ტრაქტისგან განსხვავებით, არ გააჩნია.
     BAT -მა ჩაატარა დანამატების კვლევა კანცეროგენობის და მუტაგენობის მიხედვით.
  „დაახლოებით 270 დანამატიდან უმრავლესობა არომატული ნაერთები აღმოჩნდა მუტაგენური...
    აცეტალდეჰიდი: ასტიმულირებს სიმსივნის წარმოქმნას ზაზუნებში.
    ფურფუროლი: გამოკვეთილი მუტაგენი, მაგ: ბენზპირენთან ერთად შეუძლია სიმსივნის ზრდის გაძლიერება.
   ფურფუროლის აცეტატი: მკვლევარები მიუთითებენ მის ზოგად მუტაციურ უნარს და საერთოდ ამ ოჯახის ნაერთები მუტაგენურია.
   მალტოლი:        in vitro ხასიათება მუტაგენობით, in vivo შესწავლილი არ არის.
 ორთო-მეთოქსიცინამალდეჰიდი    (მიღებულია    დარიჩინიდან) გააჩნია პოტენცია კანცეროგენულ მოქმედებაზე.
   რეკომენდაცია: აცეტალდეჰიდი, ფურფუროლი და ფურფუროლის აცეტატი თუ დაემატება თამბაქოს, მიზანშეწონილია მათი დონის განსაზღვრა ზემოთმოყვანილი მონაცემების გათვალისწინებით. მალტოლის და ორთომეთოქსიცინამალდეჰიდის შესახებ, ცდების მიხედვით შეიძლება გამოითქვას აზრი, მათ შესაძლო კანცეროგენულობაზე,  რაც აუცილებლად უნდა იქნას გათვალისწინებული“ (BAT. 1986).
   გარდა ამ კვლევებისა, ექსპერიმენტები ჩატარებულია სხვა დანამატებზეც, რომელიც შეიძლება ჯანმრთელობისათვის ან თავისთავად იყოს მავნე, ან გააძლიეროს თამბაქოს კვამლის სხვა კომპონენტების მოქმედება. მაგალითისათვის ქვემოთ მოყვანილია ზოგიერთი ცნობილი დანამატის ნეგატიური მოქმედების აღწერა.
   გლიცერინი და გლიკოლი. ისინი თამბაქოს ემატება იმისათვის, რომ სიგარეტები გარკვეული დროის შემდეგ არ გამოშრეს. აშშ-ს მთავარი ექიმის 1979 წლის ანგარიშში გამოთქმულია ეჭვი, რომ გლიკოლი შესაძლოა ამაღლებდეს მწეველებში შარდის ბუშტის კიბოს რისკს. გლიცერინის წვის პროდუქტი - აკროლეინი, თრგუნავს მიკროსკოპული ხაოების აქტიურობას, რომლებიც ფილტვებიდან უცხო ნივთიერებების მოცილებას ემსახურება, შედეგად მატულობს ფილტვების ქრონიკული დაავადებების რისკი, რამდენადაც ფილტვები დაუცველია ტოქსინების და კანცეროგენული ნაერთებისაგან. ზოგიერთი მონაცემებით თამბაქოს წარმოებაში ყოველწლიურად გამოიყენება დაახლოებით 15.000 ტონა გლიცერინი.
   კაკაო. მიუხედავად იმისა, რომ კაკაოსაგან მზადდება სასარგებლო სასმელი და მრავლფეროვანი საკონდიტრო ნაწარმი, მისი წვის პროდუქტი სიგარეტში შეიძლება საშიში იყოს. ჯერ კიდევ 1970-იან წლებში აღმოჩენილ იქნა, რომ სიგარეტის კვამლი, სადაც კაკაო იყო დამატებული, უფრო მეტ თაგვს ასნებოვნებდა სიმსივნით, ვიდრე ის სიგარეტები, სადაც კაკაოს დანამატი არ იყო.
   მენთოლი. მრავალი მკვლევარი მიიჩნევს, რომ მენთოლის შემცველი სიგარეტების მსუბუქი და გამაგრილებელი გემო იწვევს მწეველის მიერ კვამლის უფრო ღრმად ჩასუნთქვას, რაც ფილტვებში უფრო მეტი მავნე ნივთიერების შეღწევას უწყობს ხელს. სავარაუდოდ, მენთოლს შეუძლია უჯრედების დაზიანება, შედეგად ტოქსინები აღწევს მასში და იწვევს კიბოს. ზოგიერთი მონაცემები მიუთითებს, რომ მენთოლიანი სიგარეტები აძლიერებს ნახშირორჟანგის დამაზიანებელ მოქმედებას და პლაზმაში ზრდის ნიკოტინის კონცენტრაციას. ყველა მკვლევარი თანხმდება იმაზე, რომ მენთოლი ამსუბუქებს მწეველებში კვამლის ღრმად ჩასუნთქვას, რაც მათ საშუალებას აძლევს სწრაფად მოსწიონ და გამოიყენონ დროის მცირე მონაკვეთში მეტი სიგარეტი. მენთოლს შეუძლია დამოკიდებულების ფორმირებაც. გამოკვლევები მიუთითებს, რომ მენთოლიანი სიგარეტის ხანგრძლივად მოხმარებამ შეიძლება შენიღბოს ფილტვების სერიოზული პათოლოგია, რაც სამედიცინო დახმარების დროს ახანგრძლივებს.
   შაქარი. თამბაქოს დამუშავების სტადარტული რეცეპტი ითვალისწინებს 100 კგ. თამბაქოზე 14 კგ. შაქრის დამატებას. შაქართან ერთად თამბაქოს წვისას, ორგანიზმში კუპრის შეღწევა იზრდება. შაქრის წვისას წარმოიქმნება კანცეროგენული პოლიციკლური არომატული ნახშირწყალბადები და აცეტალდეჰიდი.
               რამდენად არეგულირებს დღევანდელი წესები თამბაქოს დანამატების გამოყენებას.
    თამბაქოს წარმოებაში გამოყენებული დანამატების სრული სია, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებისათვის მიუწვდომელია, როცა დაინტერესებულ პირებს შეუძლია გაეცნოს ყველა დაშვებული, 600 დანამატის შესახებ ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის სამინისტროს ვებ-საიტზე. მიუხედავად იმისა, რომ თამბაქოს წარმოებაში დაშვებულია 600 დანამატის გამოყენება, მხოლოდ თამბაქოს მწარმოებლებს შეუძლია, ზუსტად განაცხადონ თუ რომელი დანამატი არის გამოყენებული ამათუიმ მარკის სიგარეტში. მთავრობას ან თამბაქოს კონტროლის სამსახურს არ შეუძლია მოსთხოვოს მწარმოებელს ამ ინფორმაციის გამოქვეყნება, რადგან წარმოადგენს კომერციულ საიდუმლოებას.
   რეგულირების არსებული წესები დაფუძნებულია ვარაუდზე, რომ დანამატი სასარგებლოა, რამდენადაც მომხმარებელი ირჩევს იმ სიგარეტს, რომელშიც კუპრის დონე დაბალია. არსებობდა იმედები, რომ ამ სახის სიგარეტზე გადასვლა გააუმჯობესებდა მწეველთა ჯანმრთელობას. არ არსებობს მონაცემები, სადაც აღნიშნული იქნებოდა, რომ დანამატები გამოყენებულია მხოლოდ „მსუბუქ“ სიგარეტებში. ამასთან არის მრავალრიცხოვანი მონაცემები, რომლებიც მიუთითებენ და ეჭვის ქვეშ აყენებენ დაბალკუპრიანი სიგარეტების უპირატესობას.
   საჭიროა რეგულირების ახალი წესები შემოღება, სადაც მწარმოებელი ვალდებული იქნება დაასაბუთოს, რომ გამოყენებული დანამატები არ შეიცავენ დამატებით საფრთხეებს მწეველებისათვის. ამ წესებმა უნდა გაითვალისწინოს პასიური მწეველებიც. აღსანიშნავია, რომ უსაფრთხო სიგარეტის შექმნა, სადაც მწარმოებელს გათვალისწინებული ექნება თამბაქოს მიერ მიყენებული ზარალის ზრდა, შეუძლებელია. თუმცა წესებში გარკვეული ელემენტების დამატება შესაძლებელია, მაგალითად:
   საჯაროობა. პირველ ნაბიჯად შეიძლება ჩაითვალოს მარეგულირებელი ორგანოების (მაგ: ჯანდაცვის სამინისტრო) მიერ მოთხოვნა გამოქვეყნებული იქნას ყველა გამოყენებული დანამატის სია, თუ სიგარეტის რომელ მარკაში რა დანამატია გამოყენებული. ასეთი მიდგომა განხორციელდა აშშ-ს მასაჩუსეტსის შტატში და პროვინცია ბრიტანეთის კოლუმბიაში (კანადა). დანამატების შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალური არ უნდა იყოს და მასზე ხელი უნდა მიუწვდებოდეს მომხმარებელს დაინტერესების შემთხვევაში.
     შეფუთვა. გამოყენებული დანამატი, სიგარეტის კოლოფზე მითითებული უნდა იყოს.
   მიზნის გაცხადება. თამბაქოს კომპანიებს უნდა მოეთხოვოს, ყოველი დანამატის გამოყენების მიზანი და ნებისმიერი თანმხლები მოვლენის შესახებ ინფორმაცია.
 კვლევები. თამბაქოს კომპანიებს უნდა მოეთხოვოს, ჩაატარონ ტოქსიკოლოგიური და ფარმაკოლოგიური ხასიათის კვლევები ყველა დანამატზე.
   მარეგულირებელი ორგანოების უფლებამოსილება. მათ უნდა ჰქონდეთ იმის უფლება, რომ მოითხოვონ თამბაქოს მწარმოებლებისაგან ნებისმიერი დანამატის წარმოებიდან ამოღება (თუნდაც ამ დროისათვის ის დაშვებული იყოს), მანამ სანამ არ დაადასტურებს მონაცემებს იმის შესახებ, რომ დანამატს არ შეუძლია დამატებითი ზიანი მიაყენოს მომხმარებელს, როგორც პირდაპირი, ისე ირიბი. იმ შემთხვევაში თუ ასეთი მონაცემების მოპოვება შეუძლებელია, მაგალითად, ცხოველებზე ცდების ჩატარების შეზღუდულობის გამო, მაშინ ეს დანამატი უნდა აიკრძალოს.



  „მორწმუნეთა დაპატიმრების დროს, უშიშროების ორგანოთა თანამშრომლები დაცინვით, წმიდა კუთხეში ანთებული კანდელებიდან უკიდებდნენ პაპიროსს. ვფიქრობთ არ შევცდებით, თუ თამბაქოს ეშმაკის „საკმეველს“ ვუწოდებთ, ხოლო ყალიონს ან სიგარეტს - ბნელეთის ძალების „საცეცხლურს“.                  
                                                                                          
                                                                                                                                      წმიდა ეფრემ ასური.



                                                                             ლიტერატურა
1.       Научный Консультативный Комитет по Регулированию Табачных Изделий (НККРТИ). Рекомендации в отношении компонентов и выделений табачных изделий. Женева, Всемирная организация здравоохранения, 2003.
2.       Advancing Knowledge on Regulating Tobacco Products. – Monograph, World Health Organization, 2001.
3.       Bates C, Jarvis M, Connolly C. Tobacco additives. Cigarette engineering and nicotine addiction. ASH UK. 1999.
4.       Hoffmann D &  Hoffmann I. The changing cigarette, 1950-1995. Journal of Toxicology and Environmental Health 1997; 50:307-364.
5.       Hurt RD, Robertson CR. Prying open the door to the tobacco industry,s secrets about nicotine. Journal of American Medical Association, 1998; 280:1173-1181.

6.       Orleans CT. Nicotine delivery devices. In Nicotine Addiction: Principles and Management, 1993. Edited by J. Slade. Oxford University Press.