ებოლას ცხელების ძირითადი მახასიათებლები
ებოლას ცხელება წარმოადგენს მძიმე მიმდინარეობის ინფექციურ დაავადებას, რომელიც ხშირად სიკვდილით მთავრდება.
ებოლას ცხელების ეპიდემიის დროს სიკვდილიანობა
შეადგენს 50-დან 90%-მდე.
ცხელების სპონტანური აფეთქებები ძირითადად წარმოიქმნება
ცენტრალურ და დასავლეთ აფრიკის მოსახლეობაში, რომელიც განსახლებულია ტროპიკული ტენიანი
ტყეების სიახლოვეს.
ებოლას ვირუსი ადამიანის პოპულაციას გადაეცემა
ცხოველებიდან, შემდეგ ვრცელდება ავადმყოფი ადამიანიდან ჯანმრთელზე.
ვირუსის მასპინძელ ორგანიზმად, სავარაუდოდ ითვლება
ხილის მჭამელი ღამურების ოჯახი (Pteropodidae).
ებოლას ვირუსით ინფიცირებულ ადამიანს, ესაჭიროება გადაუდებელი ინტენსიური
თერაპია, რომელიც ელექტროლიტების გადასხმასთან ერთად, სიმპტომური საშუალებების გამოყენებას
გულისხმობს.
ებოლას ცხელების სპეციფიკური მკურნალობა არ არსებობს.
ებოლას ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა არ არსებობს.
ებოლას ვირუსის ისტორია
პირველად მსოფლიომ ებოლას ვირუსის შესახებ შეიტყო
1967 წელს, როდესაც გერმანიის ქალაქ მარბურგში დაავადდა მაიმუნთა სახლის თანამშრომელი,
რომელიც ორ კვირაში გარდაიცვალა. ვირუსის გადაცემა
მოხდა, უგანდიდან შემოყვანილი მაიმუნისგან. გარკვეული პერიოდის შემდეგ ებოლას ცხელების
ეპიდემიამ იფეთქა ზაირის 55 და სუდანის 27 სოფელში. ორივე ეპიდემია ერთდროულად დაიწყო
და პროვოცირებული აღმოჩნდა ვირუსის სხვადასხვა ქვეტიპებით, ამიტომ გამორიცხული იყო
ერთი რეგიონიდან მეორეში ინფექციის გადაცემა. ორივე ეპიდემიამ სოფლები გააუკაცრიელა,
მაგრამ მათი საზღვრებიდან არ გასულა. ეპიდემია ისევე მოულოდნელად დასრულდა, როგორც
დაიწყო.
1980 წელს
ფრანგი მეცნიერი მონე დაავადდა ებოლას ცხელებით კენიაში, მთა ელგონის მღვიმეების მონახულების
შემდეგ. მონემ მიმართა ნაირობის საავადმყოფოს მალარიის მსგავსი ტიპური სიმპტომებით,
ამიტომ ექიმებს შეშფოთება არ გამოუხატავთ. დაავადების შემდგომმა პროგრესირებამ ექიმები
დაარწმუნა, რომ ეს პათოლოგია მალარია არ იყო, მაგრამ დიაგნოზის დასმა ვერ მოხერხდა,
რადგან მსგავს დაავადებასთან ექიმებს აქამდე შეხება არასოდეს ჰქონიათ. მონეს მკურნალი
ექიმი შემ მუსოკემ, არც კი იცოდა თუ რა საფრთხე ელოდა, მას შემდეგ რაც პაციენტმა ის
თითქმის თავიდან ფეხებამდე საკუთარი სისხლით გალუმპა. ერთი თვის განმავლობაში ექიმი
მუსოკე იმავე მტანჯველი სიმპტომების გარდაიცვალა, რითაც ფრანგი მკვლევარი. ამის შემდეგ
ნაირობის საავადმყოფოს თანამშრომლებმა შეაგროვეს ქსოვილთა ნიმუშები და გააგზავნეს აშშ-ს
ვირუსულ დაავადებათა კონტროლის ცენტრში, სადაც პირველად იქნა გამოყოფილი ებოლას ვირუსის
ნიმუშები.
ამის შემდეგ აფრიკის სხვადასხვა ქვეყნებში, ებოლას
ცხელების აფეთქება ფიქსირდებოდა მოულოდნელად, მოიცავდა მკაცრად განსაზღვრულ ტერიტორიას,
არ გადიოდა მისი საზღვრებიდან, სპობდა ათეულობით და ასეულობით ადამიანს და მოულოდნელადვე
ქრებოდა.
ებოლას ცხელების ბოლო აფეთქება, რომელიც დაიწყო
2014 წლის გაზაფხულზე, აღმოჩნდა ყველაზე მსხვილი აფეთქება, ვირუსის არსებობის მანძილზე,
შეიწირა ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე. გარდა ამისა ვირუსი მზად არის გააღწიოს მსოფლიოში
და თუ ეს მოხდა, მაშინ დაიწყება საშინელი პანდემია, რომელიც შეიძლება შედარებულ იქნას
შუა საუკუნეების ევროპაში შავი ჭირის პანდემიასთან.
ებოლას ცხელების ვირუსი
ვირუსი მიეკუთვნება ფილოვირუსების
(Filoviridae) ოჯახს. ებოლას ვირუსის ყველა სახესხვაობა აღინიშნება საერთო სახელწოდებით
Ebolavirus. სადღეისოდ გამოყოფილია და იდენტიფიცირებულია ებოლას ვირუსის 5 ქვეტიპი:
ბუნდიბუდჯიო
(BDBV);
ზაირის
(EBOV);
რესტონი (RESTV);
სუდანის (SUDV);
ტაი ფორესტი
(TAFV).
ვირუსის ქვეტიპებმა BDBV, EBOV და SUDV აფრიკის
სხვადასხვა ქვეყნებში არაერთი მსხვილი აფეთქებები გამოიწვიეს. RESTV და TAFV ქვეტიპი
გამოვლინდა ფილიპინებსა და ჩინეთში, ისინი ადამიანიდან ადამიანს გადაეცემა, თუმცა მძიმე
მიმდინარეობით არ ხასიათდება და სასიკვდილო გამოსავლით არ მთავრდება. RESTV და TAFV
ქვეტიპი ძალზე საშიშია მაიმუნებისათვის, ინფიცირების შემდეგ ისინი მძიმედ ავადდებიან და იღუპებიან. ამ ტიპის ებოლას ვირუსებმა ადამიანში
შეიძლება მსუბუქი ინფექციის სახით გამოვლინდეს, თან უმრავლეს შემთხვევაში მათი გამოდევნა
ორგანიზმიდან ნელა და უსიმპტომოდ მიმდინარეობს.
BDBV, EBOV და SUDV ტიპის ვირუსები ადამიანში იწვევს
ჰემორაგიულ ცხელებას. ყველა ტიპის ებოლას ვირუსი სუსტადაა შესწავლილი. ებოლას ვირიონებს
გააჩნიათ ძალზე მარტივი აღნაგობა. სტრუქტურის მიხედვით ისინი ენათესავებიან ყვავილის
და ცოფის ვირუსებს. თუმცა სიმარტივის მიუხედავად, ებოლას ვირუსებმა ევოლუციის პროცესში
თავის უმაღლეს მიზანს მიაღწია, რაც ადამიანისათვის საბედისწერო აღმოჩნდა.
ნებისმიერი ქვეტიპის ვირუსულ ნაწილაკს გააჩნია
ძაფისებრი ან ცილინდრული ფორმა, გენეტიკური მასალა რნმ-ის ერთი ძაფით არის წარმოდგენილი.
ვირუსული ნაწილაკის ცენტრში მდებარეობს ჭიმი, რომელიც რნმ-ის ჩახვევის და მიმაგრების
საფუძველია. გარედან ვირუსი დაფარულია ლიპოპროტეინული გარსით, რომელზეც ხაოსებრი გამონაზარდებია,
ერთმანეთისგან ბიშრით თანაბრად არიან დაშორებული. ხაოები მთლიად ფარავს ვირუსის ზედაპირს.
ებოლას ვირუსის სტრუქტურის შემადგენლობა მოიცავს 7 ცილის მოლეკულას.
ამ შვიდი ცილიდან ცნობილია მხოლოდ სამი ცილის დანიშნულება.
დანარჩენი ოთხი კი წარმოადგენს გამოცანას სამედიცინო სამყაროსათვის. ზუსტად მხოლოდ
ერთი რამ არის ცნობილი - ებოლას ვირუსის ცილოვანი მოლეკულების სამიზნე - ეს არის იმუნური
სისტემის უჯრედები. ებოლას ვირუსი იმუნურ სისტემას აზიანებს თითქმის მყისიერად, შედარებისთვის
შიდსის ვირუსს ამ უჯრედების მწყობრიდან გამოსაყვანად არანაკლებ 10 წელი სჭირდება.
აქედან გამომდინარე, მეცნიერების აზრით ებოლას
ვირუსი უხილავი მკვლელია, რომელსაც შეუძლია მცირე ვადაში დედამიწის მოსახლეობის
9/10-ის განადგურება. მასთან შედარებით შიდსის ვირუსი ბუნების უწყინარი გაფრთხილებაა.
ებოლას ვირუსი მდგრადია გაცხელებისადმი. სისხლსა
და პლაზმაში ის არააქტიური ხდება 60°C-მდე
გაცხელებისას ნახევარ საათის განმავლობაში. მზის პირდაპირი სხივები მას საშუალოდ
1-2 წუთში ანადგურებს. დაბალ ტემპერატურას ვირუსი ადვილად იტანს - ექსპერიმენტული მონაცემებით
-70 °C ტემპერატურას 1 წლის მანძილზე უძლებს. ვირუსი ინაქტივირდება ეთილის სპირტით,
ქლოროფორმით და ნატრიუმის დეზოქსიქლორიდით არანაკლებ 1 საათის განმავლობაში.
ებოლას ცხელების
გავრცელება და გადაცემის გზები
ებოლას ვირუსი
ადამიანის პოპულაციაში ვრცელდება ინფიცირებულ სისხლთან, დაავადებული ცხოველის ბიოლოგიურ
გამონაყოფებთან და სითხეებთან ( ლორწო, ნახველი, შარდი, ფეკალი, ნერწყვი სპერმა და
ა.შ.) მჭიდრო კონტაქტის შედეგად. აფრიკაში დადასტურებულია შემთხვევები, როცა ადამიანი
დაავადდა მაიმუნებისგან, ხილის მჭამელ ღამურებთან, ანტილოპებთან და მაჩვებითან კონტაქტის
შემდეგ. ჩვეულებრივ ინფიცირება ხდება დაავადებულ ცხოველთან შეხებისას ან მისი საკვებად
გამოყენების შემდეგ, განსაკუთრებით მაშინ თუ ხორცი არასაკმარისად მუშავდება ან გამოიყენებას
უმად.
ადამიანიდან
ადამიანზე დაავადება გადადის ინფიცირებულ ბიოლოგიურ სითხეებთან შეხების შედეგად, ვირუსი
ჯანმრთელებში აღწევს მცირე ჭრილობიდან, რომელიც შეიძლება იყოს კაზე ან ლორწოვანზე;
იმ ნივთებით, რომლითაც დაავადებული სარგებლობდა; დაკრძალვის რიტუალიდან (მაგ: კოცნა,
განბანვა და სხვა); დაავადებულთან პრეზერვატივის გარეშე სქესობრივი კონტაქტის შედეგად.
სპერმით ვირუსის გადაცემა შესაძლებელია ებოლას ცხელებიდან გამოჯანმრთელების შემდეგ
7 კვირის მანძილზე. ვირუსის გადაცემა შესაძლებელია, ჰაერ-წვეთოვანი გზითაც.
ამრიგად,
ებოლას ვირუსი გადაცემის გზები მეტად ვარიაბელურია. აქედან ყველაზე საშიშია ინფიცირებულ
სისხლთან ურთიერთობა.
სამედიცინო
პერსონალის დაავადების მიზეზია, ინფექციის კონტროლის წესების დარღვევა.
ადამიანი
ინფექციის წყარო არის მანამ, სანამ მისი ბიოლოგიური სითხეები ვირუსს შეცავს. კლინიკური
გამოჯანმრთელების შემდეგ ადამიანი გარშემომყოფებისათვის საშიშია 7 კვირის მანძილზე,
ამიტომ აუცილებელია მისი იზოლირება სამედიცინო განყოფილებაში.
ინკუბაციური
პერიოდი
ებოლას ცხელების
ინკუბაციური პერიოდი ვარირებს 2-დან 21 დღემდე. ყველაზე ხშირად გრძელდება 10-12 დღე.
ინკუბაციური პერიოდის განმავლობაში ვირუსი აქტიურად მრავლდება ლიმფურ კვანძებში, ელენთასა
და სხვა ორგანოებში, შემდეგ კი უზარმაზარი ნაკადის სახით გადადის სისხლის მიმოქცევის
სისტემაში. ამ დროს მთავრდება ინკუბაციური პერიოდი და იწყება ებოლას ცხელების კლინიკური
მიმდინარეობა.
დიაგნოსტიკა
დიაგნოსტიკა
წარმოებს კლინიკური სიმპტომების ხასიათის საფუძველზე. ებოლას ცხლებაზე ეჭვის მიტანის
შემდეგ, ადამიანიდან იღებენ ქსოვილების და სისხლის ნიმუშებს, შემდეგ ხდება სპეციალური
ლაბორატორიული ტესტებით დიაგნოზის დაზუსტება. სპეციალური ტესტებია:
ენზიმ-შემბოჭავი იმუნოსორბენტული ანალიზი ანტისხეულების
მიტაცებით (ELISA);
ვირუსის ანტიგენის გამოსავლენი ტესტები;
შრატის ნეიტრალიზაციის რეაქცია;
პოლიმერაზას ჯაჭვური რეაქცია უკუტრანსკრიპტაზით;
ელექტრონული მიკროსკოპია;
ვირუსის უჯრედულ კულტურაში გამოყოფა.
სამწუხაროდ,
აღნიშნული ანალიზები მრავალპროფილური კლინიკის ლაბორატორიებში არ ტარდება, ამიტომ ავადმყოფის
ქსოვილებს აგზავნიან სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც უზრუნველყოფილია მაქსიმალური
ბიოლოგიური იზოლაცია.
ებოლას ცხელების
პათოგენეზი
ნებისმიერი
ვირუსი და მათ შორის ებოლას ვირუსი ადამიანის ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ იჭრება და
მრავლდება უჯრედებში, შემდეგ გადადის სისხლის მიმოქცევაში და უტევს დანარჩენ უჯრედებს.
ვირუსი გადადის უჯრედშორის სითხეში ან ლიმფაში, ბოლოს სისხლში, ხოლო უჯრედი იღუპება.
ჩვეულებრივ
ვირუსს გააჩნია რომელიმე სახის უჯრედებისადმი სწრაფვა, მაგ: ჰეპატოციტებისადმი (ჰეპატიტის
ვირუსები), პნევმოციტებისადმი (პნევმონიიის ვირუსი) და ა.შ. ორგანიზმიში მოხვედრის
შემდეგ, ვირუსი პოულობს იმ უჯრედებს, რომლის მიმართ მიდრეკილება გააჩნია და იწვევს
ინფექციურ-ანთებით პროცესებს შესაბამის ორგანოში. ებოლას ვირუსს კი გააჩნია ადამიანის
პრაქტიკულად ნებისმიერი ორგანოს უჯრედებისადმი სწრაფვა, გამონაკლისია ძვლები და ჩონჩხის
კუნთები, ამიტომ ზიანდება ერთდროულად ყველა ორგანო.
ებოლას ვირუსს
უჯრედში შეღწევის სრულყოფილი მექანიზმი გააჩნია. გამრავლებისათვის მას სჭირდება, რომ
უჯრედში ისე შევიდეს, რომ ის არ დააზიანოს, ამიტომ ის „ატყუებს“ უჯრედის ზედაპირზე არსებულ რეცეპტორებს.
კვლევების
მიმდინარეობისას ამერიკელმა მეცნიერმა მარკ გოლდსმიტმა გაარკვია, რომ ებოლას ვირუსი
თავის ზედაპირზე წარმოადგენს მოლეკულას, რომელიც სტრუქტურით წააგავს ფოლიუმის მჟავას
(B9) რეცეპტორს. ადამიანის პრაქტიკულად ყველა
უჯრედს, ზედაპირზე გააჩნია რეცეპტორი, რომელიც ფოლიუმის მჟავას ითვისებს, რადგან ის აუცილებელია ნორმალური სასიცოცხლო
პროცესების წარმართვისათვის. ამრიგად, ებოლას ვირუსი ინიღბება ფოლიუმის მჟავას მოლეკულის
სახით, ხოლო ორგანიზმის უჯრედების შესაბამისი რეცეპტორები მას მიიზიდავს. შედეგად ვირუსი
ტრანსმემბრანული ტრანსპორტის მექანიზმების წყალობით, აღწევს უჯრედის შიგნით, უტევს
გენომს და იწყებს გამრავლებას.
უჯრედში შეღწევის
შემდეგ, ებოლას ვირუსი ჩაშენდება გენომში და აიძულებს მას იმუშაოს თავის სასარგებლოდ,
წარმოქმნის მხოლოდ ვირუსულ სტრუქტურებს. გარკვეული პერიოდის შემდეგ, უჯრედის იღუპება
და მემბრანის დარღვევის შემდეგ ვირუსის მრავალი ნაწილაკი გადადის უჯრედშორის მატრიქსში,
შემდეგ ლიმფასა და სისხლში. ებოლას ვირუსი ყველაზე ხშირად უტევს ღვიძლის უჯრედებს,
სისხლძარღვთა კედლებს და სასუნთქი სისტემის უჯრედებს, ამიტომ იწყება ინფექცია ცხელებით,
სისხლის შედედებით, ყელის ტკივილით და ა.შ.
სავარაუდოდ,
ებოლას ვირუსი ადვილად აღწევს იმ ადამიანების ორგანიზმში, რომელიც სრულყოფილად არ იკვებება
და განიცდის ფოლიუმის მჟავას უკმარისობას. ასეთი ადამინების უჯრედის ზედაპირზე მრავლად
მოიპოვება თავისუფალი ფოლიუმის მჟავას რეცეპტორები, რასაც აქტიურად იკავებს ებოლას
ვირუსები. ამიტომ ვირუსი ერთდროულად რამდენიმე ტიპის ქსოვილის უჯრედებში იჭრება და
იწვევს მრავლობითი შინაგანი ორგანოების დაზიანებას.
მიუხედავად
ამისა, ფოლიუმის მჟავას დიდი დოზებით მიღება გამოხატულ პროფილაქტიკურ ღონისძიებად ვერ
ჩითვლება. ამიტომ მეცნიერებმა შექმნეს სპეციალური ანტისხეულები, რომლებიც უჯრედების
ზედაპირზე იკავებენ ფოლიუმის მჟავას თავისუფალ რეცეპტორებს და ამით ვირუსს ხელი შეეშლება
შეჭრაში. პრეპარატმა თავისი ეფექტურობა ჯერჯერობით მხოლოდ ლაბორატორიულ პირობებში გამოავლინა.
სწორედ ამის საფუძველზე მუშავდება ებოლას ცხელების საწინააღმდეგო პრეპარატი.
დაავადების
სიმპტომები და მიმდინარეობა
ებოლას ცხელების
მიმდინარეობა უმძიმესია, რომელიც მწვავედ, ტემპერატურის სწრაფი მატებით იწყება. ვითარდება
ძლიერი სისუსტე, ყელის კუნთების და თავის ტკივილით. შემდეგში ამას ემატება ღებინება,
ფაღარათი, წითელი ჰემორაგიული გამონაყარი (წააგავს ყვავილის ან ქუნთრუშის გამონაყარს),
მრავლობითი გარე და შიდა სისხლდენები. სისხლში სწრაფად ეცემა ლეიკოციტების და თრომბოციტების
რაოდენობა, მატულობს ალანინ- და ასპარტატამინოტრანსფერაზების აქტიურობა. აღწერილი სიმპტომები
ძალიან მწირია, სინამდვილეში ებოლას ვირუსით დაავადებული ადამიანის სურათი გაცილებით
მძიმეა.
ამრიგად,
ებოლას ვირუსი აზიანებს ორგანიზმის თითქმის ყველა ორგანოს და ქსოვილს. პირველ რიგში,
ვირუსი იწვევს დისემინირებული სისხლძარღვშიდა შედედების სინდრომს, რომლის დროსაც სისხლი
დასაწყისში ინტენსიურად დედდება და წარმოქმნის მრავლობით თრომბებს. წარმოქმნილი შედედებული
მასა ფარავს სისხლძარღვთა შიდა კედელს და სულ უფრო ავიწროვებს კაპილარებს, ბოლოს მთლიანდ
ახშობს მათ. შედეგად სისხლი ორგანიზმიდან დინებას წყვეტს.
შედედების
საწინააღმდეგო სხვადასხვა მექანიზმების გამოყენება ფიტავს ორგანიზმს და იწყება დისემინირებული
სისხლძარღვშიდა შედედების სინდრომის მეორე ფაზა. ამ დროს სისხლი არ დედდება, რადგან
შედედების ყველა საშუალება ორგანიზმს ამოწურული აქვს ანუ შედედების გამომწვევი ნივთიერებების
გამოყოფა ორგანიზმის მიერ არ ხდება, რასაც მოსდევს მრავლობითი სისხლდენები.
სისხლი პირდაპირ
მოედინება კანის მრავლობითი ჭრილობებიდან, ლორწოვანიდან, ღრძილებიდან, თვალებიდან.
თვალის კაკლის შიდა ზედაპირზე წარმოიქმნება დიდი რაოდენობის შედედებული სისხლის მასა,
რომელიც თვალებიდან ცრემლებად მოედინება.
კანი და ლორწოვანი
იფარება, კანქვეშა უჯრდისიდან წამოსული მეწამული-წითელი ფერის ლაქებით. სისხლდენას
გააჩნია თავისებური გამონაყარის ფორმა, რომელიც ადამიანის მთელ სხეულს ფარავს. ზუსტად
ასეთივე სისხლდენები ვითარდება ტვინის გარსების ლორწქვეშა შრეში, ღვიძლში, ფილტვებში,
ნაწლავებში, თირკმლებში, კუჭში, სასქესო და სასუნთქ ორგანოებში, სარძევე ჯირკვლებში.
ვირუსი განსაკუთრებით ძლიერად აზიანებს შემაერთებელ ქსოვილს, რამდენადაც კოლაგენის
მოლეკულაში მრავლდება. შედეგად ადამიანის სხეულის სტრუქტურული ცილები გარდაიქმნება
ამორფულ, ჟელესმაგვარ მასად. კანქვეშა უჯრედისის არარსებობის გამო კანი თხელდება და
არ იწელება, რის გამოც ჩნდება ნახეთქები, საიდაც სისხლი ჟონავს. კანის ძლიერი გაწელვისას
(მოძრაობის დროს), ფენებად ძვრება ადამიანს და შიშვლდება მეწამულ-წითელ-იისფერი შემზარავი
ჭრილობის სისხლმდენი ზედაპირი.
ენა შეფერილია
მეწამულ-წითლად, მისგან ლორწოვანი გარსი ნაწილ-ნაწილ ძვრება, რასაც ადამიანი ამოანერწყვებს
ან ყლაპავს. ზოგჯერ ენის ლორწოვანი გარსი, ღებინების მორიგი შეტევის დროს მთლიანად
ძვრება. ყელის ლორწოვანი გარსი, სასუნთქი გზები, ფილტვები, კუჭი, ნაწლავები და სასქესო
ორგანოები ფენებად ძვრება ქვეშმდებარე ქსოვილიდან, რომლებიც გადაიყლაპება, ამოინერწყვება,
გამოძევდება ფეკალთან ერთად, ხდება ამოღებინება და ა.შ.
გულის კუნთი
რბილდება, კორონალური სისხლძარღვებიდან სისხლი გულს გაჟღინთავს და იღვრება გულმკერდის
ღრუში. თავის ტვინის ქსოვილი ამოივსება მკვდარი ერითროციტული მასით, თუმცა სისხლძარღვებში
მიედინება შეუდედებული სისხლი. შედეგად ზიანდება თავის ტვინის სტრუქტურა და ებოლას
ცხელებით დაავადებულს ეწყება ეპილეფსიური შეტევები. ასეთი შეტევების დროს სისხლის შხეფები,
ვირუსთან ერთად ყველა მიმართულებით ვრცელდება. შესაძლებელია ინსულტის განვითარება სრული
ან ნაწილობრივი დამბლით.
ადამიანის
ორგანიზმი ივსება მკვდარი სისხლით, რომელიც გარეთ ჟონავს ან იღვრება სხეულის ღრუებში.
ამ დროს სისხლის მიკროსკოპული სურათი შემზარავია, სისხლის უჯრედების ნაცვლად სასაგნე
მინაზე მხოლოდ ერთიანად ათქვეფილი მასაა.
ნეკროზის
პროცესი იწყება ჯერ კიდევ ცოცხალ ადამიანში, ფაქტიურად მიმდინარეობს ცოცხალი ადამიანის
გვამური გახრწნა. ნეკროზირებული ღვიძლი ჟელესმაგვარია. თირკმლები სავსეა მკვდარი უჯრედებით
და შეწყვეტილია შარდის წარმოქმნა. ელენთა ბურთისმაგვარია, სისხლსავსე. ასეთ სიტუაციაში
ადამიანი წარმოადგენს ტოქსიკური ნაერთებით სავსე ორგანიზმს, შედეგად ვითარდება ინფექციურ-ტოქსიკური
შოკი და დგება სიკვდილი.
ებოლას ცხელების
მკურნალობა
ებოლას ცხელების
სპეციფიკური, გადამოწმებული და ტესტირებული მკურნალობის მეთოდები არ არსებობს. სადღეისოდ
გამოიყენება მხოლოდ სიმპტომური მკურნალობა, რაც ორგანიზმის სითხით მომარაგებას გულისხმობს.
ადამიანი რჩება მუდმივ რეანიმაციულ პირობებში, მას მუდმივად ვენით ელექტროლიტურ ხსნარებს
და სისხლის პრეპარატებს აწვდიან. სამწუხაროდ,
თერაპიის სხვა მეთოდები არ არსებობს. ებოლას ცხელებით დაავადებული ადამიანი ან გამოჯანმრთელდება
ან იღუპება, რაც დამოკიდებულია ინდივიდუალურ თავისებურებებზე. თუ ებოლას ცხელებით დაავადებული
ადამიანი გამოჯანმრთელდა, მას მთელი სიცოცხლის მანძილზე უყალიბდება ძლიერი იმუნიტეტი,
რაც იმას ნიშნავს, რომ ის ებოლას ცხელებით არასოდეს არ დაავადდება.
სადღეისოდ არსებობს რამდენიმე ექსპერიმენტული შრატი,
თუმცა ისინი კლინიკურ გამოცდებს გადიან და მსოფლიოს ფარმაცევტულ ბაზარზე ჯერ გამოტანილი
არ არის. უახლოეს წლებში შესაძლებელია წამლისმიერი პრეპარატის შექმნა, რომელიც დაამარცხებს
ებოლაც ცხელებას. მეცნიერების ერთი ჯგუფი ვარაუდობს,
რომ 2015 წელს შეიქმნება ებოლას საწინააღმდეგო ვაქცინა.
CNN-ის ცნობით აშშ-ს და ბრიტანეთის მოქალაქეებს
ჩაუტარდათ მკურნალობა ექსპერიმენტული პრაპარატით Zmapp, რომელიც ეფექტური აღმოჩნდა.
მიღებიდან რამდენიმე საათში ადამიანებს სუნთქვა ნორმალური გაუხდა, ხოლო გამონაყარი
გაქრა.
პროფილაქტიკა
აუცილებელია შემდეგი წესების დაცვა:
კონტაქტის
შეზღუდვა დაავადებულ ცხოველებთან, განსაკუთრებით რისკის ქვეშ მყოფ ცხოველებთან: ღამურები,
მაიმუნები, ადამიანის მსგავსი მაიმუნები.
ტროპიკულ
ტყეებში დაუშვებელია მკვდარი ცხოველთან შეხება.
ცხოველური
წარმოშობის საკვების საგულდაგულოდ დამუშავება ( ხარშვა, შეწვა და ა.შ.).
დაავადებული
ადამიანის მოვლის დროს აუცილებელია ინდივიდუალური დამცავი საშუალებები: ხელთათმანები,
წყალგაუმტარი კოსტიუმი, სათვალე, პირბადე ან პირის დამცავი ფარი.
საავადმყოფოდან
გამოსვლის შემდეგ აუცილებელია სახის და ხელების დაბანა.
თავიდან უნდა
ავიცილოთ ავადმყოფის მიერ გამოყოფილი სისხლის ან სხვა ბიოლოგიური
სითხის კანზე მოხვედრა.
დაუშვებელია ებოლას ცხელებით
გარდაცვლილი ადამინის გვამთან შეხება, თუ ადამიანი
დაცული არ არის სპეციალური დამცავი ტანსაცმლით.
ებოლას ცხელების ეჭვის მიტანისთანავე,
აუცილებელია მისი ჰოსპიტალიზაცია ინფექციურ
განყოფილებაში, ცალკე იზოლირებულ ბოქსში მკაცრი რეჟიმის
პირობებში.
ებოლას ცხელებით დაავადებული ადამიანის იზოლირება
ხდება 21 დღიანი კარანტინის პირობებში.
ებოლას ცხელებით დაავადებულ ადამიანს, ცალკე გამოყოფილი
აქვს პირადი მოხმარების და ჰიგიენის საშუალებები, რომლებიც მოხმარების შემდეგ ცალკე
ბოქსში სტერილდება.
სამედიცინო დანიშნულების ნივთები, რომელიც გამოიყენება
სხვადასხვა პროცედურებისათვის უნდა დაიწვას.
ავეჯის ზედაპირის და თეთრეულის დასამუშავებლად
გამოიყენება ფენოლის 2%-იანი ხსნარი.
ებოლას ცხელებით დაავადებული ადამიანის ბიოლოგიური
გამონაყოფები ასევე მუშავდება ფენოლით.
გარდა ამისა არსებობს ებოლას ცხელების პროფილაქტიკის
სპეციფიკური ვარიანტი, როცა ადამიანი ჯერ კიდევ დაავადებული არ არის, მაგრამ კონტაქტირებდა
ინფიცირებულთან, მას უკეთდება სპეციფიკური შრატი, რომელიც ცხენების იმუნიზაციით არის
მიღებული (ანალოგიური ცოფის შრატთან).
ცხრილში
მოცემულია 2014 წლის ჩათვლით მსოფლიოში დაფიქსირებული ებოლას ცხელების ათეულობით აფეთქება,
ეპიდემიის წლები, ქვეყნები სადაც იფეთქა დაავადებამ, ვირუსის ქვეტიპი და სიკვდილიანობის
კოეფიციენტი.
ებოლას ცხელება
|
ქვეყნები სადაც ეპიდ. აფეთქება
დაფიქსირდა
|
ვირუსის ქვეტიპი, რომელმაც ცხელება
გამოიწვია
|
ებოლას ვირუსი ინფიცირებული ადამინების
რიცხვი
|
გარდაცვლილები და სიკვდილიანობის
კოეფიციენტი, %
|
1976
|
კონგო (ზაირი)
|
ზაირი
|
318
|
280 (88%)
|
1976
|
სუდანი
|
სუდანი
|
284
|
151 (53%)
|
1979
|
სუდანი
|
სუდანი
|
34
|
22 (65%)
|
1994
|
გაბონი
|
ზაირი
|
52
|
31 (60%)
|
1995
|
კონგო (ზაირი)
|
ზაირი
|
315
|
254 (81%)
|
1996
|
გაბონი
|
ზაირი
|
31
|
21 (68%)
|
2000
|
უგანდა
|
სუდანი
|
415
|
224 (53%)
|
2001
|
გაბონი
|
ზაირი
|
65
|
53 (82%)
|
2001
|
კონგო
|
ზაირი
|
59
|
44 (75%)
|
2003
|
კონგო
|
ზაირი
|
143
|
128 (90%)
|
2004
|
სუდანი
|
სუდანი
|
17
|
7 (41%)
|
2005
|
კონგო
|
ზაირი
|
12
|
10 (83%)
|
2007
|
კონგო (ზაირი)
|
ზაირი
|
264
|
187 (71%)
|
2007
|
უგანდა
|
ბუნდიბუდჯიო
|
149
|
37 (25%)
|
2008
|
კონგო (ზაირი)
|
ზაირი
|
32
|
14 (44%)
|
2011
|
უგანდა
|
სუდანი
|
1
|
1 (100%)
|
2012
|
უგანდა
|
სუდანი
|
24
|
17 (71%)
|
2012
|
კონგო (ზაირი)
|
ბუნდიბუდჯიო
|
57
|
29 (51%)
|
2014
|
გვინეა, ლიბერია, სიერა ლეონე
|
ზაირი
|
1201•
|
672 (56)•
|
• უფრო ზუსტი
მონაცემები იხილეთ ტექსტში.
ებოლას ცხელება 2014
2014 წელს დასავლეთ აფრიკის სახელმწიფო გვინეაში
დაიწყო ებოლას ეპიდემია და გრძელდება დღემდე. სამწუხაროდ, ეპიდემია გავრცელდა გვინეის
საზღვრებს გარეთაც და მოიცვა ლიბერია, სიერა-ლეონე და მალი.
პირველი შემთხევევა დაფიქსირდა 9 თებერვალს, ხოლო
25 მარტს ლიონში, პასტერის ინსტიტუტში დადგინა ვირუსის ზაირის ქვეტიპი. 26 მარტს აიკრძალა
ღამურების საკვებად გამოყენება, რომელიც ყველაზე მეტად ეჭვმიტანილია ეპიდემიის გავრცელებაში.
სადღეისოდ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ეპიდ.
კერაში გააგზავნა სპეციალისტები, რომლებიც აღჭურვეს ყველა საჭირო მასალით, დასავლეთ
აფრიკის ქვეყნებს გამოეყოთ დაავადების საბრძოლველად თანხები.
2014 წლის 6 აგვისტოს მონაცემებით გვინეის, ლიბერიის
და სიერა-ლეონეს ტერიტორიაზე დადასტურებულია ებოლას ცხელების 1711 შემთხვევა, აქედან
932 ადამიანი გარდაიცვალა. ეპიდემია ემუქრება მთელ მსოფლიოს, რადგან ინფიცირებულები
აღმოჩნდნენ დიდი ბრიტანეთის, აშშ-ს, ესპანეთის, ნიგერიის მოქალაქეები.
P.S 2014
წლის 19 ოქტომბრის
მონაცემებით, ებოლას ცხელებით გარდაიცვალა 4493 ადამიანი და ინფიცირებულია 8997. ეს
მონაცემები დაფიქსირებულია მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ. ვირუსმა შეაღწია
დასავლეთ ევროპასა და აშშ-ში, 2014 წლის ბოლომდე ელოდებიან მის გამოჩენას რუსეთში.
ამერიკელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ზოგიერთ
ადამიანს გააჩნია ებოლას ვირუსის წინააღმდეგ ნატურალური იმუნიტეტი, მათი აზრით, შესაძლებელია
ამ გზით ვირუსის გავრცელების შეფერხება.
მეცნიერების ინფორმაციით, ადამიანების 71%-ს, რომლებსაც
ჰქონდა კავშირი დაავადებულებთან, ავად არასოდეს არ გამხდარან, თუმცა ტესტებმა მათ ორგანიზმში
ვირუსის არსებობა დაადასტურეს. სხვა გამოკვლევების მიხედვით, ადამიანების 46%, რომლებიც
მჭიდრო კონტაქტში იყვნენ დაავადებულებთან ავად არ გამხდარან, თუმცა მოგვიანებით დაავადების
ნიშნები აღმოაჩნდათ.