ჰომოსექსუალთა გენომი
საიმონ ლევეას და დინა
ჰემერის სტატიის მიხედვით
ნეირობიოლოგების საიმონ ლევეას და გენეტიკოსის
დინა ჰ. ჰემერის აღმოჩენამ თავის ტვინის ანატომიის და გენეტიკის მიმართულებით, სათავე
დაუდო ისეთი თეორიის შემუშავებას, რომელიც სარწმუნოდ მიუთითებს ჰომოსექსუალსა და ჰეტეროსექსუალს
შორის არსებულ ბიოლოგიურ სხვაობაზე.
მამაკაცების
უმრავლესობა განიცდის სექსუალურ ლტოლვას ქალებისადმი და პირიქით. მრავალ ადამიანს მიაჩნია,
რომ ეს არის ბუნებრივი წესრიგი - ბიოლოგიური ინსტინქტის ნორმალური გამოვლენა, რაც გამყარებულია
განათლებით, რელიგიით და კანონით.
ამავე დროს
მამაკაცების და ქალების მნიშვნელოვანი უმცირესობა დაახლოებით 1-დან 5%-მდე განიცდის ლტოლვას საკუთარი სქესის წარმომადგენლების
მიმართ. არიან ისეთებიც, რომლებსაც ორივე სქესი
იზიდავს.
როგორ შეიძლება
აიხსნას სექსუალური ორიენტაციის ასეთი მრავალფეროვნება? რაზეა დამოკიდებული სექსუალური
ორიენტაცია - გენეტიკური თუ ფიზიოლოგიური გადახრებისაგან,
ადამიანის პირადი რთული ბიოგრაფიის თუ რამდენიმე ფაქტორის ერთდროული არსებობით? შეუძლია
თუ არა ადამიანს აირჩიოს სექსუალური ორიენტაცია, თუ მას აქვს კომპულსიური ხასიათი?
სექსუალური
ორიენტაციის რთული და ვარიაბელური მახასიათებელი არ შეიძლება აიხსნას რომელიმე ერთი
ფაქტორის გავლენით. ამ მიმართულებით კვლევებმა გამოავლინა, არსებითი როლი გენების და
თავის ტვინის განვითარების თავისებურებებში. თუმცა ამ თავისებურებების როლი ჯერ უცნობია.
შესაძლოა გენები გავლენას ახდენდნენ თავის ტვინის სქესობრივი დიფერენციაციაზე და გარემოსთან
ურთიერთქმედების შემდეგ, დამატებითი ცვლილებების შეტანის შედეგად ან მათ გარეშე იძლეოდეს
სექსუალურ სტიმულზე ფართო დიაპაზონის რეაქციას.
სექსუალური
ორიენტაციის ბიოლოგიური ფესვების ძიება მიმდინარეობს ორი ძირითადი მიმართულებით: პირველი
დაფუძნებულია დაკვირვების შედეგებზე, რაც მოიცავს ქალის და მამაკაცის თავის ტვინს შორის
განსხვავების ძიებას. მეტად საინტერესოა ანალოგიური გზით ჰომოსექსუალის და ჰეტეროსექსუალის
თავის ტვინის შედარება. მეორე მიდგომა მდგომარეობს გამოვლინდეს შესაბამისი გენები,
რომელიც წარმოიქმნება ოჯახებში ჰომოსექსუალის გაჩენასთან ერთად და ჩატარდეს დნმ-ის
უშუალო ანალიზი.
მკვლევარები
დიდი ხანი ცდილობენ იპოვონ განსხვავება ქალის და მამაკაცის თავის ტვინს შორის. თავის
ტვინის სტრუქტურაში მკვეთრად გამოხატული სქესობრივი დიფერენცირების დადასტურება რთული
აღმოჩნდა. საშუალოდ მამაკაცის თავის ტვინს გააჩნია რამდენადმე დიდი ზომა, სხეულთან
შედარებით. თუმცა ჩვეულებრივი გამოკვლევის დროს სქესთა შორის სხვაობა არ შეინიშნება.
მიკროსკოპული კვლევის დროსაც კი ქალის და მამაკაცის თავის ტვინი მსგავსია. პირველი
შესამჩნევი დაკვირვება, რომელიც მიუთითებდა სქესობრივ დიმორფიზმზე აღმოჩნდა ლაბორატორიულ
ცხოველებზე დაკვირვებისას.
განსაკუთრებული
მნიშვნელობა შეიძინა როჯერ ა. გორსკის მიერ ჩატარებულმა ცდებმა ვირთაგვებზე ( კალიფორნიის
უნივერსიტეტი, ლოს-ანჯელესი). 1978 წელს გორსკიმ გამოიკვლია ვირთაგვების ჰიპოთალამუსი,
უფრო ზუსტად ის ნაწილი, რომელიც ახლოსაა ტვინის ღეროსთან და მონაწილეობს ინსტინქტური
ქცევების და მეტაბოლიზმის რეგულირებაში. მან აღმოაჩინა, რომ ჰიპოთალამუსის უჯრედების
ერთი ჯგუფი მამრებში რამდენადმე მეტია ვიდრე მდედრებში. მიუხედავად ამ უჯრედების მცირე
ზომისა (მამრებშიც კი მილიმეტრზე ნაკლები),
შესაბამისი შეღებვის მეთოდით დამუშავებული ტვინის ანათლებში, მიკროსკოპის გარეშეც,
სქესობრივი განსხვავება კარგად ჩანს.
გორსკის აღმოჩენამ
განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, რადგან უჯრედების ეს ჯგუფი ჰიპოთალამუსის იმ ნაწილში
მდებარეობს, რომელსაც მედიალური პრეოპტიკური მიდამო ეწოდება და დაკავშირებულია სექსუალური
ქცევის რეგულირებასთან, რომელიც დამახასიათებელია მამრებისათვის. მაგ: მამრ მაიმუნებს,
რომლებსაც დაზიანებული აქვთ მედიალური პრეოპტიკური მიდამო, ავლენენ სრულ სექსუალურ
გულგრილობას მდედრების მიმართ, ხოლო ამ მიდამოს ელექტროსტიმულაციის შემდეგ არააქტიური
მამრი იწყებს მდედრთან დაახლოებას. აღსანიშნავია, რომ მაიმუნებში არ არის აღმოჩენილი
იმ უჯრედთა ჯგუფი, რომელიც სქესობრივ დიმორფიზმზეა პასუხისმგებელი, რომლის ანალოგი
გვხვდება ვირთაგვებში.
უცნობია
თუ რა კონკრეტულ ფუნქციას ასრულებს ვირთაგვებში აღმოჩენილი სქესდიმორფული უჯრედები.
გორსკმა და მისმა კოლეგებმა გაარკივეს, რომ ანდროგენები (ტიპური მამაკაცური ჰორმონები),
გადამწყვეტ როლს ასრულებენ ტვინის განვითარების პროცესში დიმორფიზმის მხრივ. ამ უჯრედების
ნეირონები შეიცავენ მრავლობით რეცეპტორებს, როგორც ანდროგენების, რომლის მთავარი წარმომადგენელია
ტესტოსტერონი, ისე ესტროგენების - მდერობითი სასქესო ჰორმონები. თუმცა მდედრი და მამრი
ვირთაგვების ემბრიონებში თავდაპირველად, მედიალურ პრეოპტიკურ მიდამოში ნეირონების ტოლი რაოდენობაა. დაახლოებით დაბადების
მომენტში მამრი ემბრიონის ყვითრი იწყებს ტესტოსტერონის გამომუშავებას, რომელიც მასტაბილიზირებელ
გავლენას ახდენს ნეირონების სტიმულაციაზე. მდედრ ემბრიონში ტესტოსტერონი არ გამომუშავდება
და ამ ჯგუფის მრავალი ნეირონი იღუპება, ამის
გამო მდერებში ამ უჯრედების სტრუქტურა მცირე ზომისაა. აღსანიშნავია, რომ მედიალური პრეოპტიკური მიდამოს
ნეირონები, ანდროგენების მიმართ სენსიტიურია დაბადებამდე და შემდეგ რამდენიმე დღის
განმავლობაში. მოზრდილი მამრის კასტრაციის შედეგ ანდროგენები არ არის, თუმცა ნეირონები
არ იღუპება.
გორსკის მოსწავლემ
ლორა ს. ალენმა, ადამიანის თავის ტვინში აღმოაჩინა სქესდიმორფული სტრუქტურა. უჯრედთა
ჯგუფი, რომელიც იმყოფება ჰიპოთალამუსის მედიალურ პრეოპტიკურ მიდამოში ეწოდება INAH3
(წინამდებარე ჰიპოთალამუსის მესამე შუალედური ბირთვი), მამაკაცებში მისი ზომა სამჯერ
მეტია ვიდრე ქალებში. (თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ამ ჯგუფის ზომები არსებითად მერყეობს
ერთი სქესის ფარგლებშიც).
1990 წელს
ლევეიმ გადაწყვიტა გაერკვია, დამოკიდებულია თუ არა INAH3-ის ზომა ან მედიალური პრეოპტიკური მიდამოდან
სხვა რომელიმე უჯრედთა ჯგუფის ზომები, სექსუალურ ორიენტაციაზე, როგორც ეს სქესის შემთხვევაშია.
ასეთი ჰიპოთეზა საკმაოდ თამამი იყო, რადგან გაბატონებულია აზრი, რომ სექსუალური ორიენტაცია
ეს არის პიროვნული ასპექტი, რომელიც ეკუთვნის
„მაღალ დონეს“ და ყალიბდება გარემოს და კულტურის
გავლენით. ითვლება, რომ ამ „უმაღლესი“ წყაროდან მომავალი ინფორმაცია ძირითადად მუშავდება
ტვინის ქერქში და არა ჰიპოთალამუსის „დაბალ“
ცენტრში.
ლევეიმ გამოიკვლია
ჰიპოთალამუსის ნიმუშები, რომელიც მოპოვებულ იქნა შიდსით გარდაცვლილი 19 ჰომოსექსუალი
მამაკაცის გაკვეთის შედეგად და 16 ჰეტეროსექსუალი
მამაკაცისგან, აქედან 6 გარდაცვლილი იყო შიდსით. იმ მამაკაცების სექსუალური ორიენტაცია,
რომელთა გარდაცვალების მიზეზი შიდსი არ იყო, გარკვეული არ ყოფილა. მაგრამ თუ დავუშვებთ, რომ ამ
ჯგუფისათვის სამართლიანია მსგავსი კანონი მათში არაუმეტეს 1-2 ყოფილიყო ჰომოსექსუალი.
ლევეიმ ასევე შეისწავლა 6 ქალიდან აღებული მასალა, რომელთა სექსუალური ორიენტაცია დაუდგენელი
იყო.
ლევეიმ გამოიკვლია
არა მარტო ალენის და გორსკის სქესდიმორფული INAH3 ბირთვი, არამედ კიდევ სამი ახლომდებარე
უჯრედების INAH1, INAH2 და INAH4 ჯგუფები.
ისევე, როგორც
ალენმა და გორსკიმ, ლევეიმაც აღმოაჩინა, რომ მამაკაცებში INAH3-ის ზომა 2-ჯერ მეტია
ვიდრე ქალებში. ამასთან აღმოჩნდა, რომ ჰეტეროსექსუალურ კაცებში INAH3-ის ზომა ასევე
2-ჯერ მეტია, ვიდრე ჰომოსექსუალ კაცებში, ზოგიერთ ჰომოსექსუალში კი უჯრედების ეს ჯგუფი
საერთოდ არ აღმოჩნდა. სტატისტიკურმა ანალიზმა აჩვენა, რომ ასეთი შედეგის შემთხვევითი
ალბათობის შესაძლებლობა დაალოებით 0.1%-ის ტოლია. ჰომოსექსუალ კაცებსა და ქალებში INAH3-ის
მოცულობას შორის სხვაობა ფაქტიურად არ არის. ამრიგად, მოცემული კვლევა მიუთითებს მამაკაცებში სექსუალურ ორიენტაციას შორის არსებულ დიმორფიზმზე,
როგორც ეს არის გამოხატული ქალსა და მამაკაცს შორის.
მსგავს კვლევებში
მნიშვნელოვანია გადაწყდეს, არის თუ არა ეს სტრუქტურული ცვლილება გარდამავალი ხასიათის,
ან ხომ არ არის მის საფუძველში სხვა მიზეზი? ასეთ მიზეზად შეიძლება ჩაითვალოს შიდსი,
როგორც თვით ვირუსი ისე მასთან დაკავშირებული სხვა ინფექციური აგენტები, რომელსაც ვერ
უმკლავდება დასუსტებული ორგანიზმის იმუნური
სისტემა, რაც ასევე შეიძლება ტვინის დაზიანების სერიოზული მიზეზი აღმოჩნდეს. შეიძლება
ჰომოსექსუალების ტვინში არსებული ცვლილებები შიდსით ყოფილიყო გამოწვეული.
თუმცა რამდენიმე
ფაქტი მიუთითებს, რომ ეს ასე არ არის: I. შიდსით გარდაცვლილ ჰეტეროსექსუალი მამაკაცები
და სხვა მიზეზით გარდაცვლილებში სხვაობა INAH3-ის მიხედვით არ გამოვლენილა. II. შიდსით
გარდაცვლილი ჰომოსექსუალები შემცირებული INAH3-ით და ის ადამიანები, რომლებიც შიდსით
დაიღუპნენ, მაგრამ INAH3-ის მოცულობა უფრო მეტი ჰქონდა, ავადმყოფობის ისტორიის მიხედვით
ერთმანეთისგან თითქმის არ განსხვავდებოდნენ. მაგ: მათი ავადმყოფობის ხანგრძლივობა სიკვდილამდე
თითქმის ტოლი იყო. III. აღმოჩნდა, რომ შიდსით დაავადებულებში მედიალური პრეოპტიკური
მიდამოს უჯრედების სამი ჯგუფი - INAH1, INAH2 და INAH4 ზომაში შემცირებული არ იყო.
თუ დაავადება გამიწვევდა არასპეციფიკურ დესტრუქციულ გავლენას, მაშინ მოსალოდნელი შედეგები
განსხვავებული იქნებოდა.
ძირითადი
კვლევების დასრულების შემდეგ ლევეიმ გამოიკვლია იმ ჰომოსექსუალი ადამიანების ჰიპოთალამუსი,
რომლებიც შიდსით არ გარდაცვლილა. ნიმუში, რამდენიმე ნიმუშთან ერთად დამუშავდა ბრმა
მეთოდით, რომელიც აუტოფსიით იქნა მოპოვებული მიღებულმა შედეგებმა დაადასტურა ძირითადი
კვლევის შედეგები: INAH3-ის მოცულობამ ჰომოსექსუალ მამაკაცებში შედგინა მოცულობაში
ნახევარზე ნაკლები, ვიდრე ეს გააჩნია ჰეტეროსექსუალურ მამაკაცებს.
ალენმა და
გორსკიმ თავის ტვინის კიდევ ერთი მახასიათებელი გამოავლინეს, რომელიც კავშირშია სექსუალურ
ორიენტაციასთან. მათ აღმოაჩინეს, რომ ბოჭკოების წინა კონა, რომელიც მოთავსებულია თავის
ტვინის შუა ხაზის წილში, ჰეტეროსექსუალურ მამაკაცებში ნაკლები ზომისაა, რამდენადმე
მეტია ქალებში, ხოლო უფრო მეტი ჰომოსექსუალ მამაკაცებში. საბოლოო ჯამში კი ბოჭკოების
წინა კონა, ჰომოსექსუალ მამაკაცებსა და ქალებში აღმოჩნდა თანაბარი ზომის.
რას შეიძლება
აღნიშნავდეს ყოველივე ეს? ლოგიკის თვალსაზრისით არსებობს სამი შესაძლებლობა: I. სტრუქტურული
სხვაობა შეიძლება აღინიშნებოდეს სიცოცხლის ადრეულ წლებში, შესაძლოა დაბადებამდეც და
განაპირობებდეს ამათუიმ სექსუალური ორიენტაციის
ფორმირებას. II. ეს ცვლილებები შეიძლება წარმოიშვას მოზარდობის პერიოდში, სექსუალური
გრძნობების ან მამაკაცების სექსუალური ქცევების გავლენით. III. შესაძლებელია სექსუალურ
ორიენტაცისა და თავის ტვინის სტრუქტურას შორის პირდაპირი მიზეზე-შედეგობრივი კავშირი
არ იყოს, თუმცა სექსუალური ორიენტაცია და ტვინის სტრუქტურის აღნიშნული ნაწილი დაკავშირებულია
გარდამავალ პერიოდში მომხდარ რაღაც ცვლილებებთან, რაც შეიძლება მოხდეს ადრეულ პოსტნატალურ
პერიოდშიც ან უფრო მოგვიანებით.
ამ შესაძლებლობებიდან
რომელიმეს შერჩევა რთულია. ცხოველებში ჩატარებული კვლევების შედგად, მეცნიერები მეორე
შესაძლებლობას ნაკლებ მნიშვნელობას ანიჭებენ. მაგ: ვირთაგვებში სქესდიმორფული უჯრედების
ჯგუფი, რომელიც მედიალურ პრეოპტიკურ მიდამოში მდებარეობს, თავის ტვინის განვითარების
ადრეულ ეტაპზე იცვლება ანდროგენების შეყვანის პასუხად, მოგვიანებით კი ისინი ძირითადად
ცვლილებებისადმი რეზისტენტულია. მეცნიერები იხრებიან პირველი შესაძლებლობისაკენ. მაიმუნებში
მედიალური პრეოპტიკური მიდამო კავშირშია სექსუალურ ქცევასთან. INAH3-ის ზომებს მამაკაცებში
შეუძლია გავლენის მოხდენა სექსუალურ ორიენტაციაზე. ამ ეტაპზე ასეთი კაუზალური კავშირის
არსებობა მხოლოდ ჰიპოთეზაა.
თუ ვივარაუდებთ,
რომ გარკვეულ ინდივიდებს გააჩნია სტრუქტურული ცვლილება, რომელი მოქმედებს სექსუალურ
ორიენტაციაზე და თავს ჯერ კიდევ დაბადებამდე იჩენს, საინტერესოა თუ როგორ აიხსნება
ეს ფაქტი? ერთ-ერთი სავარაუდო მიზეზი არის გონადური სტეროიდების გავლენა განვითარებად
თავის ტვინზე. ბევრი მეცნიერი მიიჩნევს, რომ ზოგჯერ ანდროგენების ცირკულაციის დონე
ნაყოფში ატიპურია, რის გამოც ბავშვი მომავალში ყალიბდება ჰომოსექსუალად. მეცნიერები
ვარაუდობენ, რომ მამაკაცურ ნაყოფში ანდროგენების დონე უჩვეულოდ დაბალია, რაც საბოლოო
ჯამში მათ ჰომოსექსუალად ჩამოყალიბებაში უწყობს ხელს, ხოლო ქალურ ნაყოფში თუ ანდროგენებმა
უჩვეულოდ მოიმატა, მაშინ ყალიბდებიან ლესბოსელებად.
მეტად სავარაუდოა,
ანდროგენებზე რეაქცია თავის ტვინის განვითარების პერიოდში სხვადასხვა ინდივიდებზე,
მაშინაც კი როცა ჰორმონული დონე ნორმაშია. ამ რეაქციის მოლეკულური მექანიზმები ძალზე
რთულია, მასში უპირატესად მონაწილეობს ანდროგენული რეცეპტორები, პროტეინები და გენები,
რომელთა როლი ჯერ გარკვეული არ არის.
ერთი შეხედვით,
ჰომოსექსუალურობის განმსაზღვრელი გენის არსებობა აბსურდულად ჟღერს. როგორ შეიძლება
ასეთი გენი გადარჩენილიყო დარვინისეული ბუნებრივი გადარჩევის პროცესში. ამასთან ჰომოსექსუალების
და ლესბოსელების მშობლების უმრავლესობა სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელია. მიმდინარეობს
ისეთი გენების ძიება, რომლებიც უფრო გარკვეული სექსუალური ორიენტაციისაკენ მიდრეკილებას
უზრუნველყოფს, ვიდრე განსაზღვრავს ამ ნიშანს.
ძიება მიდის ორი მიმართულებით - ტყუპების და გენეალოგიური კვლევებით, ასევე
დნმ-ის შეუღლების ანალიზით.
ტყუპების
და გენეალოგიური კვლევის ძირითადი პრინციპი არის ოჯახში არსებული მოცემული გენეტიკური
გავლენის არსებობა რამდენიმე თაობაში. პირველად ჰომოსექსუალობის ოჯახური კანონზომიერება
აღწერა 1985 წელს რიჩარდ პილარდმა და ჯეიმს დ. ვაინრიხმა (ბოსტონის უნივერსიტეტი).
მას შემდეგ ხუთ სამეცნიერო კვლევაში დაფიქსირდა ტყუპებსა და და-ძმებში მსგავსი სექსუალური
გადახრები.
მამაკაცების
მიხედვით მონაცემების განხილვამ აჩვენა, რომ ერთი კვერცხუჯრედიდან განვითარებული ტყუპების
57% სხვადასხვა კვერცხუჯრედიდან განვითარებული ტყუპები 24% და ძმების 13% არის ჰომოსექსუალი.
ქალ-ლესბოსელებში ერთი კვერცუჯრედიდან განვითარებული ტყუპების 50%, სხვადასხვა კვერცხუჯრედიდან
განვითარებული ტყუპების 16%-ში და დების 13% აღმოჩნდა ლესბოსელი. ჯ. მაიკლ ბეილის და
მისი თანამშრომლების შეფასებით სექსუალური ორიენტაციის მემკვიდრეობა ანუ მისი ნაწილის
დისპერსია განპირობებულია გენებით, მამაკაცებში დაახლოებით 53%-ში, ხოლო ქალებში
52%-ით. (მსგავსი სექსუალური ორიენტაცია დამახასიათებელია ერთსქესიან ნათესავებში და
უფრო ნაკლებად იმ წყვილებში, რომელიც და-ძმისგან შედგება). იმისათვის, რომ შეფასდეს
სექსუალური ორიენტაციის გენეტიკური კომპონენტი და მისი გადაცემის შესაძლებლობა, აუცილებელია
სისტემატიკური გამოკითხვა ჰომოსექსუალების და ლესბოსელთა ოჯახების.
ჰეიმერის
მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ მამაკაცებში დაადასტურა პილარდის და ვეინრიხის შედეგები
სიბლინგებთან მიმართებაში. აღმოჩნდა, რომ ჰომოსექსუალის ძმა არის ჰომოსექსუალი შემთხვევათა 14%-ში, მაშინ როცა ძმა
არ იყო ჰომოსექსუალი, ჰომოსექსუალურობის ალბათობა იყო 2%. (ამ კვლევაში გამოყენებული
იქნა ჰომოსექსუალურობის მკაცრი კრიტერიუმები, რის შედეგადაც ჰომოსექსუალურობის საშუალო
პროცენტული წილი დაბალია). უფრო შორეული ნათესავების გამოკითხვით აღმოჩნდა მოულოდნელი
შედეგები: იმის ალბათობა, რომ ბიძები დედის
მხრივ იქნებოდა ჰომოსექსუალი შეადგინა 75,
ხოლო ბიჭების დეიდებში 8%. მამების, ბიძების მხრივ მამაკაცური ხაზით დარჩენილ სამ ტიპში
არანაირი კორელაცია არ გამოვლინდა.
მიუხედავად
იმისა, რომ ეს გამოკვლევა მიუთითებდა გენეტიკური კომპონენტის არსებობაზე, ჰომოსექსუალიზმი
ვლინდებოდა გაცილებით იშვიათად, ვიდრე მოსალოდნელი იყო, თუ ის გამოიწვეოდა ერთი გენით მენდელის მემკვიდრეობის
კანონის მიხედვით, რომლის თანახმადაც ზოგიერთ ოჯახში გენები ასრულებს მნიშვნელოვან როლს, ვიდრე სხვებში მტკიცდება, თუ იმ ოჯახებს განვიხილავთ
სადაც ორი ძმა არის ჰომოსექსუალი. შემთხვევით შერეულ ოჯახებთან შედარებით, ასეთ ოჯახებში
ჰომოსექსუალიზმის წილი ბიძებს შორის დედის მხრიდან იზრდება 7-დან 10%-მდე. ასეთი ტენდენცია
ნათესავებს შორისაც კი, რომლებიც არ წარმოადგენენ ოჯახის წევრთა ბირთვს, არის კიდევ
ერთი არგუმენტი სექსუალური ორიენტაციის გენეტიკური ფესვების არსებობის.
რატომ არის
რომ მამაკაცების ნათესავების უმრავლესობა, რომელიც ასევე ჰომოსექსუალია მიეკუთვნება
დედის ხაზს? იმის ალბათობა, რომ რესპოდენტებმა უფრო მეტი იცოდნენ დედის ნათესავების
შესახებ ნაკლებად სავარაუდოა, იმიტომ რომ ჰომოსექსუალების და ლესბოსელების ნათესავები,
რომლებიც ასევე ჰომოსექსუალია თუმცა საწინააღმდეგო სქესის იყვნენ, განაწილებული იყოს
ოჯახებში თანაბრად ორივე ხაზის მიხედვით. მეორე შესაძლო ახსნა მდგომარეობს იმაში, რომ
ჰომოსექსუალიზმი გადაეცემა მემკვიდრეობით ორივე მშობლიდან, მაგრამ გამოიხატება მხოლოდ
ერთი სქესის წარმომადგენლებში - მოცემულ შემთხვევაში მამაკაცებში. ამ მახასიათებლის
გამოხატვა აქვეითებს რეპროდუქციის კოეფიციენტს, ამიტომ ის დიდი ხარისხით გადადის დედის
მხრიდან. იმისათვის რომ ეს ჰიპოტეზა დადასტურდეს, აუცილებელია მოიძებნოს შესაბამისი
გენი აუტოსომებში, რომელიც მემკვიდრეობს ორივე მშობლის მიხედვით. მესამე შესაძლებლობა
არის X ქრომოსომის გენთა გადაჯვარედინება. მამაკაცებს გააჩნიათ ორი სასქესო ქრომოსომა.
Y-ქრომოსომა მემკვიდრეობს მამიდან, ხოლო X-ქრომოსომა დედიდან. ქალებს ორი X-ქრომოსომა გააჩნიათ, ამიტომ
ნებისმიერი მახასიათებელი, რომელიც დამოკიდებულია გენისგან და არის X-ქრომოსომაში,
როგორც წესი გადავა დედის მხრიდან და უპირატესად გამოვლინდება ძმებში, ბიძებში და ბიძაშვილებში
დედის მხრივ - ზუსტად ასეთივე კანონზომიერება იქნა აღმოჩენილი.
ამ ჰიპოთეზის
შესამოწმებლად ჰეიმერმა და მისმა კოლეგებმა დაიწყეს X-ქრომოსომის გენების გადაჯვარედინების
შესწავლა მამაკაც-ჰომოსექსულებში. გენთა გადაჯვარედინების ანალიზი დაეფუძნა ორ გენეტიკურ
პრინციპს. თუ რომელი ნიშანი განიცდის გენეტიკურ
გავლენას, მაშინ ნათესავებში მოცემული გენი უფრო ხშირი იქნება, ვიდრე შემთხვევის ხარჯზე მისი აღმოჩენა, ეს მართებულია მაშინაც კი თუ ეს გენი
მცირე როლს ასრულებს. ამიტომ თუ არსებობს გენი, რომელიც მოქმედებს სექსუალურ ორიენტაციაზე,
ის უნდა იყოს „ჯვარედინი“
უახლოეს გენეტიკურ მარკერთან, რომელიც ოჯახებში ერთად გადადის. თუ ნიშანი დამოკიდებულია
მხოლოდ ერთ გენზე, მაშინ გენების გადაჯვარედინების მეთოდის ანალიზის მიხედვით, ზუსტად
შეიძლება ამ გენის მდებარეობის განსაზღვრა ქრომოსომაში. მაგრამ ისეთი რთული ნიშანი
როგორიცაა სექსუალური ორიენტაცია, გენთა გადაჯვარედინების ანალიზი აქაც გვეხმარება
არსებობს თუ არა ჩვენთვის სასურველი გენეტიკური კომპონენტი.
ანალის ჩასატარებლად
უპ. ყოვლისა საჭირო იყო მარკერების გამოვლენა, ანუ დნმ-ის სეგმენტები, რომელიც აღნიშნავს
ქრომოსომაში გენის მდებარეობას. „ადამიანის გენომის“ პროექტის ფარგლებში უკვე შედგენილია
მარკერების დიდი კატალოგი X-ქრომოსომებისათვის.
მეტად ხელსაყრელი მარკერებია დნმ-ის მოკლე განმეორებადი თანმიმდევრობები. მარკერების
გამოსავლენად მკვლევარებმა გამოიყენეს პოლიმერაზის ჯაჭვური რეაქცია და შეადგინეს ქრომოსომის
სპეციფიკური მონაკვეთების რამდენიმე მილიარდი ასლი, შემდეგ განაცალკევეს განსხვავებული
სიგრძის ფრაგმენტები გელ-ელექტროფორეზით.
კვლევის შემდგომი
ეტაპი იყო შესაფერისი ოჯახების მოძიება. როცა მეცნიერები ცდილობენ დალტონიზმის ან ნამგლისებურუჯრედიანი
ანემიის უბრალო ნიშნების გამოკვლევას, რომელიც გამოწვეულია ერთი გენით, მკვლევარები
აანალიზებენ დიდი ოჯახების რამდენიმე თაობას, შემდეგ ირკვევა მათში გენის გამოვლენის
ხარისხი და მტარებლობა. ასეთი მიდგომა სექსუალური ორიენტაციის კვლევისას გამოუსადეგარია.
ძალზე რთულია იმის დადგენა არის თუ არა ადამიანი ჰომოსექსუალი, მან შეიძლება დამალოს
თავისი ჭეშმარიტი ორიენტაცია ან შეიძლება ვერც კი აცნობიერებდეს მას. რამდენადაც ჰომოსექსუალიზმის
გაკიცხვა ადრე უფრო ძლიერ ხდებოდა ვიდრე დღეს, ამიტომ ოჯახების შესწავლა რამდენიმე
თაობის მანძილზე ძალზე პრობლემურია. გენეტიკური მოდელირება აჩვენებს, რომ იმ მახასიათებლების
გამოვლენა, რომელიც დამოკიდებულია რამდენიმე გენზე და გამოხატულია სხვადასხვა ხარისხით,
უაზროა გამოიკვლიოს დიდ ოჯახებში, რადგან ჯვარედინი გენის არსებობის ალბათობა ქვეითდება,
დიდი გამონაკლისების არსებობის გამო.
ამ მიზეზის
გამო ჰეიმერის და მისი თანამშრომლების მიერ ყურადღება კონცენტრირებულ იქნა იმ ოჯახებზე
სადაც ორი ჰომოსექსუალი ძმა იყო. ეს მეთოდი იმ უპირატესობას ფლობს, რომ ინდივიდები,
რომლებიც აღიარებენ ორიენტაციას შეუძლებელია შეცდნენ. გარდა ამისა, ამ მიდგომით შეიძლება
იმ ერთადერთი ჯვარედინი გენის პოვნა, მაშინაც კი თუ მისი ექსპრესიისათვის საჭიროა სხვა
გენები ან მემკვიდრული ფაქტორები. მაგ: წარმოვიდგინოთ, რომ ჰომოსექსუალის გამოსავლენად
აუცილებელია X-ქრომოსომის გენები აუტოსომებთან
ერთად, ძმები-ჰომოსექსუალების გამოკვლევა მოგვცემს მკაფიო შედეგს, რადგან ორივეს გააჩნია
X-ქრომოსომის გენი.
გენეტიკური
ანალიზის სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ სიბლინგების გამოკვლევა არის გასაღები იმ მახასიათებლის
შესასწავლად, რომელიც რამდენიმე ელემენტის გავლენას განიცდის. რამდენადაც ჰეიმერი და
მისი კოლეგები მეტად იყვნენ დაინტერესებული იმ გენის არსებობით, რომელიც მხოლოდ კაცებში
ვლინდება და გადადის დედით. ისინი ატარებდნენ კვლევას იმ ოჯახებში სადაც იყვნენ ჰომოსექსუალი
მამაკაცები და არ იყვნენ წყვილები მამის და შვილის შემადგენლობით.
გამოვლენილ
იქნა 40 ასეთი ოჯახი, რომელთა წევრებმა დასტური განაცხადეს ექსპერიმენტში მონაწილეობაზე.
მომზადდა ჰომოსექსუალი ძმების დნმ-ის ნიმუში, საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელი იყო
დედების და დების დნმ-ის ნიმუშის აღებაც. ნიმუშები შემოწმდა 22 მარკერის არსებობაზე,
რომელიც მდებარეობს X-ქრომოსომის მოკლე მხრის წვერზე, დიდი მხრის ბოლოში. ყოველი მარკერის
მიხედვით ძმები-ჰომოსექსუალების წყვილი შეფასდა როგორც კონკორდანტულად თუ მათ მიიღეს
მემკვიდრეობით მსგავსი მარკერები და დისკონკორდანტულად - თუ ისინი იღებდნენ სხვადასხვა
მარკერებს მემკვიდრეობით. მოსალოდნელი იყო, რომ მარკერების 50% აღმოჩნდებოდა შემთხვევით. შესწორებები იქნა შეტანილი იმის გათვალისწინებით,
რომ დედებში იქნებოდა ორი ერთნაირი მარკერი.
კვლევის შედეგები
გასაოცარი აღმოჩნდა. X-ქრომოსომის დიდ ნაწილში არსებული მარკერები შემთხვევით განაწილდა
ძმებ-ჰომოსექსუალებს შორის. მარკერები, რომლებიც განლაგებული იყვნენ X-ქრომოსომის გრძელ მხარზე (ეწოდება Xq28) შეინიშნებოდა
მნიშვნელოვანი სიჭარბით კონკორდანტულ ძმებში: 33 წყვილში იყო ერთნაირი მარკერი, 7 წყვილში
არა. მიუხედავად შერჩეულთა მცირე რიცხვისა, ეს შედეგები სტატისტიკურად მნიშვნელოვანია.
ასეთი ასიმეტრიული შედეგის შემთხვევით მიღების ალბათობა შეადგენს 0.5%-ზე ნაკლებს.
საკონტროლო ჯგუფში, რომელიც 314 შემთხვევით შერჩეული ძმების წყვილისგან შედგებოდა (რომელთა უმრავლესობა შეიძლება ჩაითვალოს
ჰეტეროსექსუალად) Xq28 მონაკვეთზე მარკერები განლაგებული იყო შემთხვევითი განაწილების
კანონის მიხედვით.
ამ აღმოჩენის
მეტად მარტივი ინტერპრეტაცია მდგომარეობს იმაში, რომ X-ქრომოსომის q28 მონაკვეთში მდებარეობს გენი, რომელიც
მოქმედებს მამაკაცის სექსუალურ ორიენტაციაზე. აღნიშნული გამოკვლევა მოცემული მომენტისათვის
იძლევა მეტად სარწმუნო მონაცემებს და იმის მტკიცებულებას, რომ მემკვიდრეობა მოქმედებს
ადამიანის სექსუალობაზე, რამდენადაც მასში უშუალოდ გაანალიზდა გენეტიკური ინფორმაცია,
თუმცა ახალი მიმართულებით პირველადი კვლევები არასოდეს იძლევა აბსოლუტურ ნათელ შედეგებს.
უპირველესად
აუცილებელია შედეგების რეპლიკაცია: რამდენიმე სხვა მონაცემების გენების მდგებარეობაზე,
რომლებიც კავშირშია პირად მახასიათებლებთან აღმოჩნდა საკამათო. მეორე, თვით გენის იზოლირება
ვერ მოხერხდა. კვლევების შედეგებით ის X-ქრომოსომაზე მდებარეობს და გააჩნია დაახლოებით
4 მლნ. ნუკლეოტიდური წყვილი. ეს მონაკვეთი ადამიანის გენომის 0.2%-ზე ნაკლებს შეადგენს,
მაგრამ მასში არანაკლებ რამდენიმე ასეული გენია. იმისათვის, რომ „თივის ზვინში ნემსი“ იქნას ნაპოვნი, აუცილებელია ძალზე
ბევრი ოჯახის გამოკვლევა და შესასწავლილა დნმ-ის
თანმიმდევრობები, რათა იდენტიფიცირდეს ყველა შესაძლო კოდირებადი მონაკვეთი. Xq28 მონაკვეთი
განსაკუთრებით მდიდარია გენეტიკური ლოკუსებით და სავარაუდოდ იქნება ადამიანის გენომის
ერთ-ერთი პირველი მონაკვეთი, რომელიც ბოლომდე გაიშიფრება.
მკვლევარებს არ გააჩნიათ იმ რაოდენობის ინფორმაცია,
რომელიც მნიშველოვანი ხარისხით მიუთითებს Xq28-ის გავლენას მამაკაცების სექსუალურ ორიენტაციაზე.
გამოკვლეულთა პოპულაცია შედგებოდა 40 წყვილი ძმები-ჰომოსექსუალებისაგან, ძმების 7 წყვილში
ერთნაირი მარკერები არ აღმოჩნდა. თუ დავუშვებთ, რომ 20 სიბლინგში შემთხვევით მოხდა
იდენტური მარკერების მემკვიდრეობა, მაშინ აღმოჩნდება, რომ ძმები-ჰომოსექსუალების
36%-ში კავშირი Xq28-სა და ჰომოსექსუალურობას შორის არ იქნება. შესაძლოა ამ მამაკაცებმა მიიღეს სხვადსხვა
გენები მემკვიდრეობით ან მათზე გავლენა მოახდინა ნეგატიურმა ფიზიოლოგიურმა ან გარემო
ფაქტორებმა. თუ განვიხილავთ ყველა ჰომოსექსუალ მამაკაცს, რომელთა უმრავლესობას ძმა
ჰომოსექსუალი არ ჰყავს მაშინ Xq28-ის გავლენა უფრო ბუნდოვანი გახდება. ასევე უცნობია,
Xq28 ან სხვა ლოკუსები მოქმედებს თუ არა ქალების სექსუალურ ორიენტაციაზე.
რა ხარისხით შეიძლება Xq28 გენეტიკური ლოკუსი გავლენას
ახდენდეს სექსუალობაზე?
უპირველეს ყოვლისა შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ჰიპოთეტური
გენი მოქმედებს ჰორმონების სინთეზზე ან მეტაბოლიზმზე. ასეთი გენის „კანდიდატი“ შეიძლება იყოს ანდროგენების რეცეპტორის
ლოკუსი, რომელიც კოდირებს ცილას, რაც აუცილებელია ტვინის მასკულინიზაციისათვის, ის
მდებარეობს X ქრომოსომაზე. ამ ჰიპოთეზის შესამოწმებლად შეიქმნა მკვლევართა ჯგუფი შემდეგი
შემადგენლობით: ჯერემი ნატანე, ჯენიფერ პ. მაკი, ვან ლ. კინგი, ტერი რ. ბრაუნი (ჯორჯ
ჰოპკინსის უნივერსიტეტიდან) და სხვა. მათ 197 მამაკაცი ჰომოსექსუალის და 213 ჰეტეროსექსუალი
მამაკაცის ანდროგენების რეცეპტორის გენის მოლეკულური სტრუქტურა შეადარეს ერთმანეთს,
მაგრამ მნიშვნელოვანი სხვაობა ცილის მაკოდირებელ თანმიმდევრობებში არ გამოვლინდა. გენეტიკურმა
კვლევებმა არ გამოავლინა კორელაცია ჰომოსექსუალ ძმებსა და ანდროგენების რეცეპტორების
მაკოდირებელი ლოკუსების მემკვიდრეობაში. მნიშვნელოვანი შედეგი აღმოჩნდა ის, რომ აღნიშნული
ლოკუსი განლაგებული არის Xq11-ში, Xq28-დან შორს. ეს კვლევა სარწმუნოდ მიუთითებს, რომ
ანდროგენების რეცეპტორები მნიშვნელოვან გავლენას მამაკაცის სექსუალურ ორიენტაციაზე
არ ახდენენ.
მეორე მოსაზრება
მდგომარეობს იმაში, რომ ჰიპოთეტური გენი უშუალოდ არ მოქმედებს სექსუალური ობიექტის
შერჩევაში, საკუთარ ან განსხვავებულ სქესში, არამედ მოქმედებს ირიბად პიროვნების ან
ტემპერამენტის მიხედვით. მაგ: ადამიანები, რომლებშიც მემკვიდრეობით მიიღეს მიდრეკილება,
თავიანთ ძალებზე დაყრდნობით დიდი ალბათობით აღიარებენ თავიანთ ჰომოსექსუალურ გრძნობებს
და მოქმედებენ ამ გრძნობების მიხედვით, ვიდრე ის ადამიანები, რომელთა მოქმედება დამოკიდებულია
იმაზე გაიზიარებენ თუ არა მას სხვები.
არსებობს იმის საინტერესო შესაძლებლობა, რომ გენ
Xq28-ს პროდუქტი შესაძლოა უშუალოდ მოქმედებდეს სქესდიმორფულ INAH3 მონაკვეთზე. მარტივ ვითარებაში ასეთი აგენტი
შეიძლება მოქმედებდეს ავტონომიურად, შესაძლოა ის ახდენდეს ნაყოფში სპეციფიკური ნეირონების
გადარჩენის სტიმულაციას იმ მამაკაცებში, რომლებიც მომავალში ჰეტეროსექსუალები იქნებიან,
ან მათ დაღუპვას იმ ნაყოფში, რომელიც მომავალში ჰომოსექსუალად ჩამოყალიბდება. უფრო
რთულ შემთხვევაში გენის პროდუქტმა შეიძლება შეცვალოს ჰიპოთალამუსში ნეირონული ჯაჭვის
სენსიტიურობა, საშუალო საკვანძო სიგნალების სტიმულაციისადმი, შესაძლოა ყოველივე ეს
მოხდეს სიცოცხლის პირველ წლებში. აღნიშნულ
შემთხვევაში გენები ნიშანს არ განსაზღვრავენ, უფრო წინასწარგანწყობით გავლენას ახდენენ.
მომავალში გასარკვევი იქნება შეიცავს თუ არ ყოველივე ეს ჭეშმარიტების მარცვალს, რაშიც
მნიშვნელოვანი როლი ეკისრება თანამედროვე გენეტიკის და ნეირობიოლოოგის მეთოდების გამოყენებას.