თამბაქოს დანამატები
„თამბაქოს მოწევა... ავიწროებს ადამიანის გონების მოქმედების არეალს. მას თითქოს შეგნების უმაღლეს სართულთა აღსავალს უხშობს. გარდა ამისა მოწევა აჩლუნგებს ზნეობრივ
გრძნობას. მწეველი გარკვეულ წილად მშვიდდება იმით, რომ მას სინდისი ნაკლებად
აწუხებს“.
წმიდა
ეფრემ ასური.
თამბაქოს წარმოების მიმდინარეობისას შესაძლებელია
1.400-ზე მეტი დანამატის გამოყენება, მაშინ როცა მისი კონტროლი მეტისმეტად ლიბერალურია.
თამბაქოზე სხვადასხვა ნივთიერების დამატებამ შეიძლება გამოიწვიოს მოწევის უფრო მსუბუქი
დაწყება და შეამსუბუქოს მოწევის გახანგრძლივება, რაც კიდევ უფრო გაზრდის მწეველთა რაოდენობას.
მწეველთა რაოდენობის მომატება გამოიწვევს ადამიანების დაქვემდებარებას 4.000-ზე მეტ
ქიმიურ ნივთიერებაზე, რომელთა შორის ტოქსიკური და კანცეროგენული ნაერთებია. მსოფლიოში
თითქმის 5 მლნ. ადამიანი ყოველწლიურად იღუპება მოწევასთან დაკავშირებული დაავადებებისგან.
დანამატებით გამოწვეული მწეველთა რაოდენობის 1%-ით მომატებაც კი საგრძნობლად გაზრდის
მოწევასთან დაკავშირებულ უარყოფით გავლენას ადამიანთა ჯანმრთელობაზე, რაც ყოველწლიურად
შეადგენს ათი ათასობით ადამიანის სიცოცხლეს. აქედან გამომდინარე თამბაქოს დანამატები
სერიოზული პრობლემაა ჯანდაცვისათვის.
დანამატების უმრავლესობა თამბაქოს წარმოებისათვის
აუცილებელი არ არის და 1970 წლამდე მისი მცირე ნაწილი გამოიყენებოდა. არის რამდენიმე
მიზეზი, რომელიც სერიოზულ შეშფოთებას იწვევს.
დანამატების გამოყენებით დამზადებულ სიგარეტის
კვამლში, იქმნება „თავისუფალი“ ნიკოტინის მეტად მაღალი დონე. რაც აძლიერებს ნიკოტინურ
ე.წ. „приход“-ს, რომელიც სიგარეტის მიჩვევის საფუძველია. მისი ჩანაცვლება
შეუძლია ამონიუმის ნაერთებს, რომელიც კვამლის ტუტიანობას ზრდის.
დანამატები აძლიერებს თამბაქოს კვამლის გემოს,
რაც უფრო მისაღებია მწეველისათვის. არომატული დანამატები, როგორც ჩანს თავისთავად მავნე
არ არის, ისინი სიგარეტს უფრო „მიმზიდველს“
და „სასურველს“ ხდის. სწორედ ეს არის შეშფოთების საფუძველი.
დამატკობელმა ნივთიერებებმა და შოკოლადმა, სიგარეტი
შეიძლება მიმზიდველი გახადოს ბავშვებში და იმ პირებში ვინც პირველად მოსწია. ევგენოლი
(მენთოლის ჯგუფის ნაერთი) და მენთოლი იწვევს ყელის „ანესთეზიას“ და მწეველმა შეიძლება
არც კი იგრძნოს კვამლის გამაღიზიანებელი მოქმედება.
კაკაოს ტიპის დანამატები შეიძლება გამოყენებულ
იქნას სასუნთქი გზების გაფართოებისათვის, რაც კვამლს საშუალებას აძლევს ღრმად შეაღწიოს
ფილტვებში, რაც ორგანიზმში ზრდის ნიკოტინის და კუპრის რაოდენობას.
ზოგი დანამატი ტოქსიკურია, თავისთავად ან სხვა ნაერთებთან
ურთიერთქმედებით, იწვევს დამოკიდებულებას. წვის შედეგად კი დანამატებიდან შეიძლება
ტოქსიკურად და ფარმაკოლოგიურად აქტიური ნაერთების წარმოქმნა.
დანამატები გამოიყენება თამბაქოს კვამლის ხილვადობის
და სუნის შენიღბვის მიზნით. ეს კი არამწეველს დაუცველს ხდის, ამასთან საზოგადოებაში
იქმნება აზრის, რომ თამბაქო არც ისე მავნებელია, რაც არ ამცირებს პასიურად მოწევის
რისკს.
იმისათვის, რომ გავაცნობიეროთ თამბაქოს დანამატების
როლი, საჭიროა მოკლედ გავეცნოთ სიგარეტის მოქმედებას. თამბაქოს ინდუსტრიაში მომუშავე
ადამიანები პირველები მიხვდნენ, რომ სიგარეტი არის მოწყობილობა, რომლის დანიშნულებაა
ადამიანებს მიაწოდოს ისეთი ნივთიერება, რომელიც მისადმი ძლიერ დამოკიდებულებას გამოიწვევს,
ეს ნივთიერება არის ნიკოტინი, სწორედ მისი შეფუთვა ხდება სიგარეტის სახით. დანამატების
გამოყენება კი შეფუთვის ერთ-ერთი ძირითადი ტექნოლოგიაა. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი
მარკის სიგარეტი რეკლამირებულია, როგორც დანამატებისაგან თავისუფალი, თანამედროვე ამერიკული
სიგარეტები, მასის მიხედვით შეიცავს დანამატების დაახლოებით 10%-ს, რომლის ძირითადი
შემადგენელია შაქრები, არომატიზატორები და დამატენიანებლები. არსებობს სხვა სახის დანამატებიც,
რომელიც სიგარეტებში მცირე რაოდენობითაა წარმოდგენილი, მაგრამ უფრო ძლიერ მოქმედებას
ავლენს. არსებული მონაცემები ადასტურებენ, რომ თამბაქოს მწარმოებლების მიერ დანამატების
გამოყენება მიზნად ისახავს, გავლენა მოახდინოს ნიკოტინის ფარმაკოლოგიურ ეფექტზე, იქმნება
ცალკეული ინდივიდუალური სიგარეტის მარკები, რომელის იზიდავს ახალგაზრდებს და „დამწყებებს“,
ასეთი ტიპის სიგარეტებში შენიღბულია გემო და კვამლისმიერი დისკომფორტი.
სიგარეტის სახით მწეველის ფილტვებს მიეწოდება მთავარ
აქტიურ კომპონენტთან - ნიკოტინთან ერთად კუპრის და გაზის ნაწილაკები. ნიკოტინი სწრაფად
შეიწოვება სისხლში ფილტვების ფართო ზედაპირიდან (ასევე პირის ღრუს ლორწოვანიდან, ხახით
და საყლაპავით) და 10 წამში აღწევს თავის ტვინს. ნიკოტინი ამ გზით უფრო სწრაფად გადადის
სისხლში და აღწევს თავის ტვინს, ვიდრე მაგალითად კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, ამიტომ მწეველს
ზუსტად შეუძლია მისთვის საჭირო ნიკოტინის კონცენტრაცია სისხლში დიდი სიზუსტით არეგულიროს.
თავის ტვინის რეცეპტორები, ნიკოტინს პასუხობენ დოფამინის და სხვა ნეირომედიატორების
გამოყოფით, რაც სიგარეტისადმი დამოკიდებულების
საფუძველია. ნიკოტინი ავლენს გაცილებით მეტ სწრაფვას ამ რეცეპტორებისადმი, ვიდრე მათთვის
ბუნებრივად განკუთვნილი ნივთიერება აცეტილქოლინი. ნიკოტინის მრავლჯერადი დოზები უფრო
მგრძნობიარეს ხდის ამ რეცეპტორებს მისადმი, შედეგად ორგანიზმი უფრო მეტი ნიკოტინის
დოზებს ითხოვს, ხოლო როცა მისი ნაკლებობა შეიქმნება, მწეველი განიცდის ძალზე უსიამოვნო
შეგრძნებას (შეწყვეტის სინდრომი).
ნიკოტინთან ერთად ორგანიზმში აღწევს კუპრი, რომელიც
ორგანიზმზე მავნე ზემოქმედების ძირითადი ფაქტორია. მარეგულირებელი ორგანოების ძალისხმევით
თამბაქოს მწარმოებლები იძულებულნი გახდნენ შეეზღუდათ კუპრის შეღწევა მწეველის ორგანიზმში,
სწორედ ამის გამო მოიმატა თამბაქოს წარმოებაში დანამატების რიცხვმა. თამბაქოს კვამლში
ნიკოტინის და კუპრის შემცველობა იზომება სპეციალური აპარატით. სხვადასხვა ქვეყნების
ხელმძღვანელობა ცდილობდა ამ მეთოდით ეიძულებინათ თამბაქოს მწარმოებლები შეეზღუდათ კუპრის
და ნიკოტინის რაოდენობა მწეველის ორგანიზმში, თუმცა იმედები არ გამართლდა. დაბალკუპრიანი
სიგარეტები იქმნება ფილტრებში მოთავსებული ვენტილაციური ნასვრეტებით საშუალებით, რის
გამოც აპარატი აჩვენებს კუპრის და ნიკოტინის დაბალ შემცველობას.
თავისუფალი ნიკოტინი
კონკურენტთა აზრით, Philip Morris-ის ფირმის Marlboro-ს
მარკის სიგარეტის წარმოება განაპირობა „თავისუფალი“ ნიკოტინის არსებობამ, რომელიც მიიღწევა
ამონიაკის ტექნოლოგიის გამოყენებით. ამონიაკს შეუძლია დააჩქაროს „თავისუფალი“ არა ბმული
ანუ მარილის ფორმით არარსებული ნიკოტინის შეღწევა მწეველის ორგანიზმში, თამბაქოს კვამლში
pH-ის მომატებით (ტუტიანობის). ეს პროცესი
კოკაინის უფრო ძლიერ ნარკოტიკად - კრეკად გარდაქმის მსგავსია. დოქტორი ჯეკ ჰენინგფილდი
(ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტი) ამონიაკის მოქმედებას შემდეგნაირად ხსნის: „ამონიაკის
მსგავს ნაერთებს შეუძლია pH-ის მომატება, თავისუფალი ნიკოტინის რაოდენობის გაზრდით.
თავისუფალი ნიკოტინის ან კოკაინის ფორმები ორგანიზმში სწრაფად შეიწოვება და ნერვულ
სისტემაზე მძლავრ ეფექტს ახდენს. ამონიაკის ტექნოლოგია - არის ერთ-ერთი ხერხი, რომელსაც
შეუძლია შექმნას თავისუფალი ნიკოტინი ან თავისუფალი კოკაინი“.
კვლევებმა გამოავლინა, რომ ამონიაკის არსებობისას
ნიკოტინი უფრო მეტად აღწევს (თითქმის 100-ჯერ) მწეველის ორგანიზმში. თამბაქოს კომპანიების
დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ ნიკოტინი არსებობს სამი სხვადასხვა ფორმით.
„რამდენადაც თავისუფალი ნიკოტინი უფრო აქტიურია
და უფრო სწრაფად მოქმედებს, ვიდრე ბმული, კვამლის მაღალ pH-ზე ნიკოტინი უფრო ძლიერ
ეფექტს ახდენს. ამიტომ თავისუფალი ნიკოტინის რაოდენობა შეიძლება უფრო ნაკლებად იქნას
გამოყენებული, სიგარეტის ფიზიოლოგიურ ძალასთან შედარებით (R. J. Reynolds 1973.)“.
XX საუკუნის
60-იანი წლების დასაწყისში ფირმა Philip Morris-ი იყო ყველაზე პატარა იმ ექვსი წამყვანი
ფირმიდან, რომელიც მაშინ აშშ-ში არსებობდა, ხოლო ყოველწლიური გაყიდვა კომპანია R. J. Reynolds-ის მარკის „Winston“ სამჯერ აღემატებოდა Marlboro-ს
გაყიდვას. 1978 წლიდან მოხდა კარდინალური ცვლილება, Marlboro-ს მარკა გახდა
მსოფლიოში პირველი გაყიდვების მხრივ. აშშ-ს მწეველებიდან ყოველი მეხუთე ეწეოდა მას
და გაყიდული სიგარეტების ნახევარზე მეტი 17-დან 28 წლის ასაკის მწეველებიდან მოდიოდა
სწორედ Marlboro-ზე.
გასაკვირი
არ არის, რომ ამ წარმატებამ ყურადღება მიიქცია თამბაქოს სხვა მწარმოებლებში. ანალიზის შედეგად მათ დაასკვნეს, რომ Marlboro-ს წარმატების მიზეზი „ამონიაკის ტექნოლოგია“ იყო.
Philip Morris-მა ამონიაკით გაჟღენთილი ფირფიტების
გამოყენება დაიწყო 1965 წელს და პერიოდულად ზრდიდა 1965-74 წლებში. ეს პერიოდი შეესაბამება
Philip Morris-ის კომერციულ წარმატებას (R. J. Reynolds).
„რომელმა ტექნოლოგიამ შექმნა Marlboro-დან Marlboro? მსოფლიო მასშტაბით
გამოყენებულმა ტექნოლოგიამ, რომელსაც იყენებდნენ ამ მარკის სიგარეტის შესაქმნელად,
უნდა ვაღიაროთ, რომ საკვანძო ფაქტორი არის ამონიაკის ტექნოლოგია (კორპორაცია Brown &
Williamson 1992.)“.
მაღალი pH-ის დონე Marlboro-ში ინარჩუნებს თავისუფალი ნიკოტინის მაღალ დონეს, როგორც
სიგარეტში ისე მის კვამლში, მიუხედავათ იმისა, რომ გაზომვისას კუპრი და ნიკოტინი
2/3-ით არის შემცირებული.
„თუ ჩვენი მონაცემები და დასკვნები სინამდვილეს
შეეფერება, მაშინ გაჩნდა ახალი ტიპის სიგარეტი, რომელიც წარმოდგენილია Marlboro-ს და Kool-ის
სახით, ნიკოტინის მაღალი „приход“-ით, განსაკუთრებული
არომატით, პირის ღრუში სიმსუბუქის და ყელში ძლიერი შეგრძნებით. ყოველივე ეს განპირობებულია
კვამლის pH-ით (R. J. Reynolds 1973.)“.
კონკურენტები მიხვდნენ რაში მდგომარეობდა Marlboro-ს წარმატება.
„pH-ის“ დონე Kool-ის და Marlboro-ს
კვამლში შესაბამისად 7.12 და 6.98-ია, რაც
აისახება მათ მაღალ გაყიდვებთან (კორპორაცია Lorylard 1973.).
აპარატი, რომელიც სიგარეტში კუპრს და ნიკოტინს საზღვრავს,
ზომავს თხევად და მყარ ნიკოტინს და არა მის კონცენტრაციას ორთქლის ფაზაში, სადაც იმყოფება
თავისუფალი ნიკოტინი. დანამატები აქვეითებენ კუპრის და ნიკოტინის დონეს, ამასთან ფარმაკოლოგიური
ეფექტები საფრთხის ქვეშ არ არის. სიგარეტის კოლოფზე აღნიშნულია კუპრის და ნიკოტინის
დაბალი მაჩვენებელი, მაშინ როცა მწეველი ისევ
იღებს ორგანიზმში დამოკიდებულების განმსაზღვრელ ნივთიერებას. ნიკოტინის გადასვლა თხევადი
ან მყარი ფორმიდან აირად მდგომარეობაში, ფაქტიურად ნიშნავს გაზომვის პროცესიდან გადახრას,
რომლის დროსაც გამოიკვლევა ფილტრზე დარჩენილი ნალექი. ყოველივე ეს ცნობილია ჯერ კიდევ
1960-იანი წლებიდან.
„ორთქლის ფაზაში ნიკოტინის რაოდენობა შეიძლება
შეიცვალოს კვამლში pH-ის ცვლილებით. აქედან გამომდინარე რეალურია ორი სიგარეტის ერთდროული
არსებობა, რომელიც ერთიდაიმავე რაოდენობის ნიკოტინს აწვდის ორგანიზმს (აპარატის მიხედვით),
მაგრამ გრძნობა მის დიფერენცირებას ადვილად ახდენს, რამდენაც კვამლის მჟავიანობა (და
შესაბამისად ორთქლის ფაზაში ნიკოტინის რაოდენობა) მათში განსხვავებულია (კორპორაცია
Brown
& Williamson 1984.)“.
დანამატები, რომლებსაც შეუძლიათ
ნიკოტინის მოქმედების გაძლიერება
გარდა ამონიაკისა, არსებობს სხვა დანამატები, რომლებიც
აძლიერებენ ნიკოტინის მოქმედებას. განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს აცეტალდეჰიდი,
ლევულინის მჟავა, თეობრომინი და გლიცირიზინი. მიუხედავად იმისა, რომ ისინი თამბაქოს
ინდუსტრიაში აღწერილია, როგორც „შემამსუბუქებელი“ და „არომატის გამაძლიერებელი“, ყოველი
მათგანი ახდენს გარკვეულ ფარმაკოლოგიურ ეფექტს, რომელიც აკონტროლებს ორგანიზმში ნიკოტინის
შთანთქმის ან შეღწევის დონეს.
აცეტალდეჰიდი. წარმოიქმნება
შაქრის წვისას (ჩვეულებრივ შაქარს უმატებენ თამბაქოს). თამბაქოს ინდუსტრიაში მომუშავე
მკვლევარები ეჭვობდნენ, რომ აცეტალდეჰიდს შეუძლია ნიკოტინის მიერ გამოწვეული დამოკიდებულება
გაზარდოს. Philip Morris-ის მკვლევარმა ვიქტორ დე ნობლმა 1980-იანი წლების დასაწყისში
დაიწყო ნიკოტინის და აცეტალდეჰიდის მოქმედების ეფექტების შესწავლა ვირთაგვებზე. მან
აღმოაჩინა, რომ ეს ორი ნივთიერება მოქმედებს სინერგიულად, რაც აძლიერებს ნიკოტინის
დამოკიდებულებას.
ამ აღმოჩენის შემდეგ დე ნობლს და მის ჯგუფს მოსთხოვეს
აღმოეჩინა ამ ნივთიერებათა ოპტიმალური შეფარდება. დე ნობლის ცნობით, როცა მათ დაადგინეს
ეს შეფარდება კომპანიამ გაზარდა შაქრის დონე Marlboro-ს სიგარეტებში, რათა მიღწეული ყოფილიყო აცეტალდეჰიდის
საჭირო რაოდენობა. აღსანიშნავია, რომ ნიკოტინის და აცეტალდეჰიდის ურთიერთქმედებამ შეიძლება
განაპირობოს ნიკოტინური დამოკიდებულება იმ პირებში ვინც რეგულარულად იღებს ალკოჰოლს,
რამდენადაც ალკოჰოლის მეტაბოლიზმის პირველ სტადიაზე, ალკოჰოლდეჰიდროგენაზას მოქმედებით
ორგანიმზმში წარმოიქმნება აცეტალდეჰიდი.
ლევულინის მჟავა. თამბაქოზე ნიკოტინის უშუალო
დამატება იწვევს ორ არასასურველ ეფექტს. I.
მეტად მკვეთრი ხდება კვამლი და მისი შესუნთქვა რთულდება. II. აპარატზე ზრდის
ნიკოტინის მაჩვენებლის დონეს. კორპორაცია R. J. Reynolds-მა
დააპატენტა მეთოდი, რომელიც ამ პრობლემას აგვარებს ნიკოტინის მარილის (წარმოიქმნება
ორგანული მჟავიდან, მაგ: როგორიცაა ნიკოტინის ლევულინატი) დამატებით, რაც აძლიერებს
ნიკოტინის მოქმედებას, მაგრამ ინარჩუნებს გაზომვის დროს კუპრის და ნიკოტინის დაბალ
მაჩვენებელს.
„სიგარეტები, რომლებიც შეიცავს ნიკოტინის ლევულინატის
ტიპის მარილს, მოსაწევ აპარატზე აფიქსირებს კუპრის და ნიკოტინის დაბალ დონეს, ამასთან
ფლობს მსუბუქ, მაძღარ გემოს და უზრუნველყოფს მწეველის მოთხოვნილების სრულ დაკმაყოფილებას.
სიგარეტებს არ გააჩნიათ მკვეთრი ან გამაღიზიანებელი თვისებები და ავლენენ „თამბაქოს“
გემოს (პატენტი რ.ჯ.რ. 1989.)“.
„ნიკოტინის ლევულინატი და ლევულინის მჟავა
მნიშვნელოვნად ზრდის ნიკოტინის რაოდენობას, რომელიც უკავშირდება ვირთაგვების თავის
ტვინის ქსოვილში ქოლინმიმეტიკურ რეცეპტორებს. ლევულინის მჟავა ზრდის რეცეპტორების მგრძნობელობას
ნიკოტინისადმი (R. J. Reynolds 1989.)“.
ზემოთმოყვანილი ციტატები მოწმობს იმას, თუ როგორ
არეგულირებენ სიგარეტის მწარმოებლები ქიმიური საშუალებებით ნიკოტინის დონეს კვამლში,
რაც ავტომატურად იწვევს დამოკიდებულთა რაოდენობის
კონტროლსაც. ნიკოტინის ლევულინატი და ლევულინის მჟავა მოქმედებენ თავის ტვინში მიმდინარე
ქიმიურ პროცესებზე და ტვინი მეტად მგრძნობიარე ხდება ნიკოტინისადმი.
კაკაო და თეობრომინი. კაკაო, რომელიც ფართოდ გამოიყენება დანამატების
სახით, შეიცავს ალკალოიდებს, კაკაო დაახლოებით შეიცავს 1% თეობრომინს, რომელიც ბროქოლიტიური
საშუალებაა - აფართოებს სასუნთქ გზებს და განაპირობებს ორგანიზმში კვამლის გაიოლებულ
შეღწევას და ნიკოტინის ადსორბციას.
გლიცირიზინი ლაკრიცის კომპონენტია,
მოქმედებს როგორც ბრონქოლიტიური საშუალება.
გემოს შენიღბვა და თამბაქოს უშუალო ზემოქმედება
წარმოების „გაუმჯობესების“ მხრივ დანამატების გამოყენებას
დამატებითი ზიანი არ მოაქვს, მაგრამ თუ სიგარეტის დანამატი კვამლს შეცვლის ისე, რომ
მისი გემო იქნება „უკეთესი“, ადამიანებს უმრავლესობამ
შეიძლება მისი მოწევა დაიწყოს ან თუ ეწევა გააგრძელოს. დანამატები აუცილებელია იმისათვის,
რომ ნიკოტინის მწარე გემო დაახშოს. ცნობილია, რომ ნიკოტინის სიმკვრივე და სიმწარე სიგარეტის
კვამლში ძალზე უსიამოვნოა, ამიტომ მწარმოებლებმა ერთი მხრივ უნდა შეინარჩუნონ თამბაქოს
კვამლში ნიკოტინის დონე, ხოლო მეორე მხრივ ისე შეცვალონ მისი არომატი, რომ მწეველისათვის
სასიამოვნო იყოს.
ნიკოტინის მწარე გემოს შესანიღბად იყენებენ შაქარს
(სიგარეტის საერთო მასის დაახ. 3%-ს). ასეთი სიგარეტი მწეველს საშუალებას აძლევს ჩაისუნთქოს
დიდი რაოდენობით კვამლი და თან უმსუბუქდება ნიკოტინის სასურველი დოზის ადსორბცია. დამწყები
მწეველების 80% არის 18 წლამდე ახალგაზრდა, რასაც აღიარებს თამბაქოს ინდუსტრია და ამ
ფაქტს იყენებს მარკეტინგსა და სტრატეგიაში. შაქრის, თაფლის, ლაკრიცის, კაკაოს, შოკოლადის
და სხვა არომატიზატორების გამოყენება სიგარეტებში უფრო იზიდავს მომხმარებლებს, განსაკუთრებით
ბავშვებს და ახალგაზრდებს.
„სიგარეტის დამუშავება ამონიაკით, ეს არ არის
მხოლოდ მისი დამატება. დანამატები ურთიერთქმედებენ თამბაქოს კომპონენტებთან, თავისუფლდება
პექტინი და რეაქციის შედეგად ფორმირდება შაქრის და ამიაკის პროდუქტები, რომელსაც შეაქვთ
თავიანთ წვლილი კვამლის გემოში, რომელიც ზომიერი და ბუნებრივი ხდება (კორპორაცია British
American Tobacco (BAT) 1985)“.
დანამატები Philip Morris-ს საშუალებას აძლევს
სიგარეტებში გამოიყენოს უფრო იაფი თამბაქო. Philip Morris-ის წარმომადგენლები ხშირად
საქვეყნოდ აცხადებენ, რომ დანამატები საჭიროა კვამლის ქიმიური ნივთიერებების და გემოს
რეგულაციისათვის. მართლაც, დანამატები - ეს ერთ-ერთი მიზეზია იმის, რომ უფრო იაფი თამბაქო
იქნას შესყიდული (BAT. 1985)“.
თამბაქოს ფოთოლი თავისთავად დიდ გავლენას არ ახდენს,
ამიტომ მაგ: შოკოლადის დამატება, როცა კვამლი შეაღწევს პირის ღრუში, იწვევს კარგ შეგრძნებას,
ამიტომაც იყენებენ ამ დანამატებს (ჟურნალი
„TOBACCO REPORTER“ 1979 წ.).
„თამბაქოს დამუშავება კაკაოს ზეთით, ამცირებს
კვამლის სიმძაფრეს“ (BAT. 1967).
BAT-ი ყოველწლიურად სიგარეტის წარმოებაში 1.250 ტონა კაკაოს
იყენებს.
დანამატები და „მსუბუქი“ სიგარეტები
დანამატების გარეშე „მსუბუქი“ სიგარეტები ნაკლები
პოპულარობით სარგებლობს. „ჩვეულებრივ ითვლება,
რომ დაბალკუპრიანი სიგარეტები იწვევს არომატის დონის უკმარისობის შეგრძნებას. ყურადღება
უფრო მახვილდება სიგარეტებში არომატის ჩართვის ახალ მექანიზმებზე იმ სახით, რომ სასურველი
არომატის დონე იქნას აღდგენილი“ (BAT.1982).
„კომპენსატორული
ფილტრები“. სტრატეგიული მიზანი: შეუმცირდეს მწეველს იმის მიღება, რასაც ის ითხოვს სიგარეტისგან.
სინამდვილეში ფილტრები იქნება კომპენსატორული და საჭირო იქნება კუპრის და ნიკოტინით
სიგარეტის გაჯერება. ეთიკურია თუ არა ამის გაკეთება?“ (BAT. 1985).
სინამდვილეში ეს იმას ნიშნავს, რომ სიგარეტი ისეა შექმნილი, რომ მწეველმა მიიღოს უფრო მეტი კუპრი
და ნიკოტინი, ვიდრე ამას აპარატი ზომავს.
BAT-ი
იყენებს დანამატებს და სიგარეტს, როგორც მოწყობილობას ისე, რომ იმოქმედოს მწეველის
ქვეცნობიერ გრძნობაზე. სიგარეტის პირველი ნაფაზი შეიძლება ისე იქნას პროექტირებული,
რომ მოახდინოს ნაკლები გავლენა და შეამციროს ნიკოტინზე მოთხოვნილება.
„სტრატეგიული
მიზანი: გაუჯობესდეს გემო და არომატი პირველ რამდენიმე ნაფაზში. დიდი ალბათობით ითვლება,
რომ მწეველი სიგარეტის ხარისხზე მსჯელობს პირველი ნაფაზების მიხედვით. სავარაუდოდ,
მოწევის მოთხოვნა უფრო მძაფრდება, როცა სიგარეტი ეს-ესაა აინთო“ (BAT. 1985).
არამწეველებზე თამბაქოს კვამლის მოქმედება
დანამატები ასევე გამოიყენება თამბაქოს კვამლის
შენიღბვისათვის, უპირველეს ყოვლისა იმიტომ, რომ შეირყეს მოწევისადმი უარყოფითი დამოკიდებულება
საზოგადოებაში და შემცირდეს სოციალური ზეწოლა, რაც მოწევისადმი თავის დანებებაში გამოიხატება.
სიგარეტის კვამლი, რომელიც არამწეველისათვის შემაწუხებელია,
თამბაქოს ინდუსტრიისათვის დიდ პრობლემას წარმოადგენს. 1970-იანი წლებიდან დაწყებული
დაგროვდა მრავალი სამედიცინო მონაცემები იმასთან დაკავშირებით, რომ გარემოში გაფრქვეული
თამბაქოს კვამლი სერიოზულ საფრთხეს უქმნის ადამიანების ჯანმრთელობას. ამ კვლევებმა
დიდი გავლენა მოახდინა მოწევასთან დაკავშირებულ პოლიტიკაზე, რამაც გამოიწვია ინდივიდუალური არჩევანის პრობლემიდან,
სოციალურ პასუხისმგებლობაზე გადასვლა. ბევრმა მწეველმა მოინდომა თამბაქოსათვის თავი
დაენებებინა.
თამბაქოს ინდუსტრიამ
ამ პრობლემას ორმაგად უპასუხა: 1. გადაწყდა ჩატარებულიყო სპეციალური გამოკვლევები,
რომელიც ისეთ მონაცემებს მოიპოვებდა, რომელიც გამორიცხავდა თამბაქოს კვამლის მავნე გავლენას ჯანმრთელობაზე.
2. დაიწყო ქიმიური დანამატების შერჩევა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნებოდა,
თამბაქოს კვამლის გამაღიზიანებლი ეფექტის შემცირება.
„სტრატეგიული მიზანი (პასიური მწეველების გამოკვლევა)
არის შემდეგი:
1.
ისეთი სიგარეტის შექმნა, რომელიც გარემოში შეამცირებს
კვამლის დონეს და/ან სუნს, რაც შეამცირებს გაღიზიანებადობას.
2.
კვლევების ჩატარება, რომელიც გააქარწყლებს პასიურ მწეველებზე
თამბაქოს კვამლის უარყოფით გავლენას (BAT.
1984).“
„ჩატარდა კვლევები ალტერნატიულ დანამატებზე, რომლებიც
წვის დროს ამცირებს კვამლის ხილვადობას: გამოყენებული ნატრიუმის აცეტატი, შეცვალა კალიუმის ციტრატმა...,
კალიუმის მარილები ახდენენ კვამლის ხილვადობის ძლიერ შემცირებას“ (BAT.
1987).
„აღმოჩენილ იქნა, რომ სიგარეტის ქაღალდის გაჟღენთვა
Ca(OH)2-ით იწვევს კვამლის ხილვადობის დაქვეითებას..., დამუშავებული
ქაღალდისაგან დამზადებული სიგარეტები უფრო სასიამოვნო სუნის და ნაკლებად გამღიზიანებელი
კვამლით გამოირჩევა, ვიდრე ის სიგარეტები, რომელთა დამზადებისას დამუშავებული ქაღალდი
არ გამოიყენება“. (BAT.1983).
თამბაქოს კორპორაციები ამცირებენ კვამლის ხილვადობას,
მაგრამ მისი ტოქსიკურობით არ ინტერესდებიან. „კვამლის კონტროლი: გარემოში კვამლის შემცირება.
ხილვადობა. კვლევების განყოფილება ამ საკითხებით არის დაინტერესებული, მაგრამ არ იჩენს
ინტერესს ბიოლოგიური კვლევებისადმი. დევიდი ამას უხსნის ალენ ქერდს და ეკითხება: შეიძლება
თუ არა პროექტი შესრულებულ იქნას ბიოლოგიური ცდების გარეშე?“. (BAT. 1986).
დანამატების გავლენა ჯანმრთელობაზე
თამბაქოს დანამატების შეზღუდვების რეგულირება ჩვეულებრივ
კონცენტრირდებოდა მათ ტოქსიკურობაზე. რაც შესაბამისობაშია სასურსათო პროდუქტების მიმართაც.
მეტად სავარაუდოა, რომ ტოქსიკური დანამატების ორგანიზმის შიგნით მოხვედრამ გამოავლინოს
ტოქსიკური მოქმედება კვების პროდუქტებთან ურთიერთქმედებისას, მაგრამ სასუნთქ სისტემაზე
უფრო მძლავრი გავლენა ექნება, რადგან სასუნთქ სისტემას დეტოქსიკაციის განმახორციელებელი,
მძლავრი ფერმენტული სისტემა კუჭ-ნაწლავის ტრაქტისგან განსხვავებით, არ გააჩნია.
BAT -მა ჩაატარა დანამატების კვლევა
კანცეროგენობის და მუტაგენობის მიხედვით.
„დაახლოებით 270 დანამატიდან უმრავლესობა არომატული
ნაერთები აღმოჩნდა მუტაგენური...
აცეტალდეჰიდი: ასტიმულირებს სიმსივნის
წარმოქმნას ზაზუნებში.
ფურფუროლი: გამოკვეთილი მუტაგენი, მაგ:
ბენზპირენთან ერთად შეუძლია სიმსივნის ზრდის გაძლიერება.
ფურფუროლის აცეტატი:
მკვლევარები მიუთითებენ მის ზოგად მუტაციურ უნარს და საერთოდ ამ ოჯახის ნაერთები მუტაგენურია.
მალტოლი: in vitro ხასიათება
მუტაგენობით, in vivo შესწავლილი არ არის.
ორთო-მეთოქსიცინამალდეჰიდი (მიღებულია დარიჩინიდან)
გააჩნია პოტენცია კანცეროგენულ მოქმედებაზე.
რეკომენდაცია: აცეტალდეჰიდი, ფურფუროლი და ფურფუროლის
აცეტატი თუ დაემატება თამბაქოს, მიზანშეწონილია მათი დონის განსაზღვრა ზემოთმოყვანილი
მონაცემების გათვალისწინებით. მალტოლის და ორთომეთოქსიცინამალდეჰიდის შესახებ, ცდების
მიხედვით შეიძლება გამოითქვას აზრი, მათ შესაძლო კანცეროგენულობაზე, რაც აუცილებლად უნდა იქნას გათვალისწინებული“ (BAT.
1986).
გარდა ამ კვლევებისა, ექსპერიმენტები ჩატარებულია
სხვა დანამატებზეც, რომელიც შეიძლება ჯანმრთელობისათვის ან თავისთავად იყოს მავნე,
ან გააძლიეროს თამბაქოს კვამლის სხვა კომპონენტების მოქმედება. მაგალითისათვის ქვემოთ
მოყვანილია ზოგიერთი ცნობილი დანამატის ნეგატიური მოქმედების აღწერა.
გლიცერინი და გლიკოლი. ისინი თამბაქოს ემატება
იმისათვის, რომ სიგარეტები გარკვეული დროის შემდეგ არ გამოშრეს. აშშ-ს მთავარი ექიმის
1979 წლის ანგარიშში გამოთქმულია ეჭვი, რომ გლიკოლი შესაძლოა ამაღლებდეს მწეველებში
შარდის ბუშტის კიბოს რისკს. გლიცერინის წვის პროდუქტი - აკროლეინი, თრგუნავს მიკროსკოპული
ხაოების აქტიურობას, რომლებიც ფილტვებიდან უცხო ნივთიერებების მოცილებას ემსახურება,
შედეგად მატულობს ფილტვების ქრონიკული დაავადებების რისკი, რამდენადაც ფილტვები დაუცველია
ტოქსინების და კანცეროგენული ნაერთებისაგან. ზოგიერთი მონაცემებით თამბაქოს წარმოებაში
ყოველწლიურად გამოიყენება დაახლოებით 15.000 ტონა გლიცერინი.
კაკაო. მიუხედავად იმისა,
რომ კაკაოსაგან მზადდება სასარგებლო სასმელი და მრავლფეროვანი საკონდიტრო ნაწარმი,
მისი წვის პროდუქტი სიგარეტში შეიძლება საშიში იყოს. ჯერ კიდევ 1970-იან წლებში აღმოჩენილ
იქნა, რომ სიგარეტის კვამლი, სადაც კაკაო იყო დამატებული, უფრო მეტ თაგვს ასნებოვნებდა
სიმსივნით, ვიდრე ის სიგარეტები, სადაც კაკაოს დანამატი არ იყო.
მენთოლი. მრავალი მკვლევარი
მიიჩნევს, რომ მენთოლის შემცველი სიგარეტების მსუბუქი და გამაგრილებელი გემო იწვევს
მწეველის მიერ კვამლის უფრო ღრმად ჩასუნთქვას, რაც ფილტვებში უფრო მეტი მავნე ნივთიერების
შეღწევას უწყობს ხელს. სავარაუდოდ, მენთოლს შეუძლია უჯრედების დაზიანება, შედეგად ტოქსინები
აღწევს მასში და იწვევს კიბოს. ზოგიერთი მონაცემები მიუთითებს, რომ მენთოლიანი სიგარეტები
აძლიერებს ნახშირორჟანგის დამაზიანებელ მოქმედებას და პლაზმაში ზრდის ნიკოტინის კონცენტრაციას.
ყველა მკვლევარი თანხმდება იმაზე, რომ მენთოლი ამსუბუქებს მწეველებში კვამლის ღრმად
ჩასუნთქვას, რაც მათ საშუალებას აძლევს სწრაფად მოსწიონ და გამოიყენონ დროის მცირე
მონაკვეთში მეტი სიგარეტი. მენთოლს შეუძლია დამოკიდებულების ფორმირებაც. გამოკვლევები
მიუთითებს, რომ მენთოლიანი სიგარეტის ხანგრძლივად მოხმარებამ შეიძლება შენიღბოს ფილტვების
სერიოზული პათოლოგია, რაც სამედიცინო დახმარების დროს ახანგრძლივებს.
შაქარი. თამბაქოს დამუშავების
სტადარტული რეცეპტი ითვალისწინებს 100 კგ. თამბაქოზე 14 კგ. შაქრის დამატებას. შაქართან
ერთად თამბაქოს წვისას, ორგანიზმში კუპრის შეღწევა იზრდება. შაქრის წვისას წარმოიქმნება
კანცეროგენული პოლიციკლური არომატული ნახშირწყალბადები და აცეტალდეჰიდი.
რამდენად არეგულირებს
დღევანდელი წესები თამბაქოს დანამატების გამოყენებას.
თამბაქოს წარმოებაში გამოყენებული დანამატების
სრული სია, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებისათვის მიუწვდომელია, როცა დაინტერესებულ
პირებს შეუძლია გაეცნოს ყველა დაშვებული, 600 დანამატის შესახებ ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის
ჯანდაცვის სამინისტროს ვებ-საიტზე. მიუხედავად იმისა, რომ თამბაქოს წარმოებაში დაშვებულია
600 დანამატის გამოყენება, მხოლოდ თამბაქოს მწარმოებლებს შეუძლია, ზუსტად განაცხადონ
თუ რომელი დანამატი არის გამოყენებული ამათუიმ მარკის სიგარეტში. მთავრობას ან თამბაქოს
კონტროლის სამსახურს არ შეუძლია მოსთხოვოს მწარმოებელს ამ ინფორმაციის გამოქვეყნება,
რადგან წარმოადგენს კომერციულ საიდუმლოებას.
რეგულირების არსებული წესები დაფუძნებულია ვარაუდზე,
რომ დანამატი სასარგებლოა, რამდენადაც მომხმარებელი ირჩევს იმ სიგარეტს, რომელშიც კუპრის
დონე დაბალია. არსებობდა იმედები, რომ ამ სახის სიგარეტზე გადასვლა გააუმჯობესებდა
მწეველთა ჯანმრთელობას. არ არსებობს მონაცემები, სადაც აღნიშნული იქნებოდა, რომ დანამატები
გამოყენებულია მხოლოდ „მსუბუქ“ სიგარეტებში. ამასთან არის მრავალრიცხოვანი მონაცემები,
რომლებიც მიუთითებენ და ეჭვის ქვეშ აყენებენ დაბალკუპრიანი სიგარეტების უპირატესობას.
საჭიროა რეგულირების ახალი წესები შემოღება, სადაც
მწარმოებელი ვალდებული იქნება დაასაბუთოს, რომ გამოყენებული დანამატები არ შეიცავენ
დამატებით საფრთხეებს მწეველებისათვის. ამ წესებმა უნდა გაითვალისწინოს პასიური მწეველებიც.
აღსანიშნავია, რომ უსაფრთხო სიგარეტის შექმნა, სადაც მწარმოებელს გათვალისწინებული
ექნება თამბაქოს მიერ მიყენებული ზარალის ზრდა, შეუძლებელია. თუმცა წესებში გარკვეული
ელემენტების დამატება შესაძლებელია, მაგალითად:
საჯაროობა. პირველ ნაბიჯად
შეიძლება ჩაითვალოს მარეგულირებელი ორგანოების (მაგ: ჯანდაცვის სამინისტრო) მიერ მოთხოვნა
გამოქვეყნებული იქნას ყველა გამოყენებული დანამატის სია, თუ სიგარეტის რომელ მარკაში
რა დანამატია გამოყენებული. ასეთი მიდგომა განხორციელდა აშშ-ს მასაჩუსეტსის შტატში
და პროვინცია ბრიტანეთის კოლუმბიაში (კანადა). დანამატების შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალური
არ უნდა იყოს და მასზე ხელი უნდა მიუწვდებოდეს მომხმარებელს დაინტერესების შემთხვევაში.
შეფუთვა. გამოყენებული დანამატი, სიგარეტის
კოლოფზე მითითებული უნდა იყოს.
მიზნის გაცხადება. თამბაქოს კომპანიებს
უნდა მოეთხოვოს, ყოველი დანამატის გამოყენების მიზანი და ნებისმიერი თანმხლები მოვლენის
შესახებ ინფორმაცია.
კვლევები. თამბაქოს კომპანიებს
უნდა მოეთხოვოს, ჩაატარონ ტოქსიკოლოგიური და ფარმაკოლოგიური ხასიათის კვლევები ყველა
დანამატზე.
მარეგულირებელი ორგანოების უფლებამოსილება.
მათ უნდა ჰქონდეთ იმის უფლება, რომ მოითხოვონ თამბაქოს მწარმოებლებისაგან ნებისმიერი
დანამატის წარმოებიდან ამოღება (თუნდაც ამ დროისათვის ის დაშვებული იყოს), მანამ სანამ
არ დაადასტურებს მონაცემებს იმის შესახებ, რომ დანამატს არ შეუძლია დამატებითი ზიანი
მიაყენოს მომხმარებელს, როგორც პირდაპირი, ისე ირიბი. იმ შემთხვევაში თუ ასეთი მონაცემების
მოპოვება შეუძლებელია, მაგალითად, ცხოველებზე ცდების ჩატარების შეზღუდულობის გამო,
მაშინ ეს დანამატი უნდა აიკრძალოს.
„მორწმუნეთა დაპატიმრების დროს, უშიშროების ორგანოთა თანამშრომლები დაცინვით, წმიდა კუთხეში ანთებული კანდელებიდან უკიდებდნენ პაპიროსს. ვფიქრობთ არ შევცდებით, თუ თამბაქოს ეშმაკის „საკმეველს“ ვუწოდებთ, ხოლო ყალიონს ან სიგარეტს - ბნელეთის
ძალების „საცეცხლურს“.
წმიდა
ეფრემ ასური.
ლიტერატურა
1.
Научный
Консультативный Комитет по Регулированию Табачных Изделий (НККРТИ).
Рекомендации в отношении компонентов и выделений табачных изделий. Женева,
Всемирная организация здравоохранения, 2003.
2.
Advancing Knowledge on Regulating Tobacco
Products. – Monograph, World Health Organization, 2001.
3.
Bates C, Jarvis M, Connolly C. Tobacco
additives. Cigarette engineering and nicotine addiction. ASH UK. 1999.
4.
Hoffmann D & Hoffmann I. The changing cigarette, 1950-1995.
Journal of Toxicology and Environmental
Health 1997; 50:307-364.
5.
Hurt RD, Robertson CR. Prying open the door to the
tobacco industry,s secrets about nicotine. Journal of American Medical Association, 1998; 280:1173-1181.
6.
Orleans CT. Nicotine delivery devices. In Nicotine Addiction: Principles and
Management, 1993. Edited by J. Slade. Oxford University Press.