ლუდის ფარული ძალაუფლება
ჩვენს საზოგადოებას აგრესიულად თავს ახვევენ ლუდის „სიმსუბუქის“ და „უვნებლობის“ შესახებ აზრს. ყოველი მხრიდან მოდის ინფორმაცია, რომ ლუდი არის მხიარულების და წარმატების წყარო. ბევრ ქალაქში ეწყობა „ლუდის დღესასწაული“. მაგალითად 2008 წელს სანქტ-პეტერბურგში ასეთი „დღესასწაულის“ დროს ახალგაზრდებმა მიიღეს 230 000 ლიტრი ლუდი.
ხშირია რეკომენდაციები ლუდთთან დაკავშირებით (ზოგჯერ სამედიცინო ჟურნალებიდანაც), სადაც აღნიშნულია, რომ ის სასარგებლოა ფერისმჭამელების ბრძოლის წინააღმდეგ, მისგან ვიღებთ ვიტამინებს. ზოგიერთი ექიმი გვირჩევს, რომ ახაშობილთა დედებმა მიიღონ ლუდი გარკვეული რაოდენობით და მეტიც ძუძუთა ბავშვებმაც 1 სუფრის კოვზი.
თანამედროვე სამედიცინო მეცნიერება ექიმებში აყალიბებს ფრაგმენტულ, „კალეიდოსკოპურ“ თვალსაზრისს, თითქოს ადამიანი ფიზიოლოგიური სითხით სავსე ქილა იყოს, სადაც დაცურავს ორგანოები. ამიტომ ხშირია რჩევები მაგ: „მივიღოთ ლუდი მადის აღსაძვრელად“ ან „არაყი კუჭის წყლულის მოსარჩენად“.
ადამიანი არის რთული ერთიანი ორგანიზმი, დროებით „გაუმჯობესებული“ ერთი რომელიმე ორგანოს მოქმედებით, ასეთი ექიმები ღუპავენ სხვა ორგანოებს, ტვინის ფაქიზ სტრუქტურებს, რასაც ადამიანის ფსიქიკის დარღვევა მოჰყვება.
არსებობს ასეულობით კვლევა, სადაც მეცნიერები ერთხმად აღნიშნავენ, ნებისმიერი ალკოჰოლური სასმელის მავნებლობას და პირველ რიგში ლუდის. ალკოჰოლი განსაკუთრებით საშიშია ჩრდილოეთში მცხოვრები ადამიანებისათვის, რადგან მათში ძალზე მცირედ გამომუშავდება ალკოჰოლის დამშლელი ფერმენტი - ალკოჰოლდეჰიდროგენაზა. უკიდურეს ჩრდილოეთში მცხოვრებ ადამიანებში კი საერთო არ წარმოიქმნება. ასეთი ინფორმაცია ყოველთვის მიჩუმათებულია პრესასა და ტელევიზიაში, სამაგიეროდ ლუდის რეკლამა ყველგანაა. რეკლამას მიჰყავს მოზარდი, რომელსაც მანამდე არ გაუსინჯავს მაგალითად არაყი, მიიღოს პირველი ყლუპი. ლუდის შემთხვევაში ამ ნაბიჯის გადადგმა უფრო ადვილია (შეადარეთ ლუდი®არაყი, მარიხუანა®ჰეროინი).
„სპირტი ძლიერმოქმედი ნარკოტიკია, რომელიც იწვევს ჯერ აღზნებას, შემდეგ ნერვული სისტემის დამბლას“, რაც 1975 წელს აღიარა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ. სპირტის ნარკოტიკული დოზა შეადგენს 6-8 გრამს კილოგრამზე, გადაჭარბება იწვევს სიკვდილს.
სვია [ლათინურად Humulus] (რუსულად Хмель, შესაძლოა სიტყვა „პახმელია“ აქედან იყოს ნაწარმოები), საიდანაც მზადდება ლუდი, არის კანაფის (სისტემატიკურად შედის კანაფის ოჯახში) ახლო ნათესავი, ზოგჯერ მათ აჯვარებენ და გამოჰყავთ ჰიბრიდები. სვიაში გვხვდება მორფინი! ამიტომ უალკოჰოლო ლუდის მოხმარება ისეთივე მიჩვევას და ორგანიზმის ნგრევას იწვევს, როგორსაც ალკოჰოლიანი ლუდი. ლუდში ჭარბათაა ფისები, მჟავები, რთული ეთერები, ალდეჰიდები, კეტონები, მძიმე ლითონის მარილები და კობალტიც კი. ბიოგენური ამინები - კადავერინი, პუტრესცინი, ჰისტამინი და ტირამინი, მათ ბიოქიმიასა და ქიმიაში ეწოდებათ გვამური შხამები. არყის გამოხდისას ცდილობენ მათ მოშორებას, ხოლო ლუდიდან პირდაპირ ორგანიზმში ხვდება. სახელწიფო სტანდარტით არაყში დასაშვებია 3 მგ/ლ-ზე ტოქსინის შემცველობა, ლუდში ის შეადგენს 50-დან 100 მგ/მლ-ზე. ლუდში შენიღბულია მწარე სვიის და ალაოს არსებობა, სწორედ ამიტომ გააჩნია ლუდით გამოწვეულ ალკოჰოლიზმს ძალზე მძიმე შედეგები („ლუდის სმისგან ხდებიან ზარმაცები, ბრიყვები და უღონოები“ ბისმარკი).
1999 წელს ოფიციალურმა მეცნიერებამ დაადგინა, რომ სვია შეიცავს 8-პრენილნარინგენინს ან ფიტოესტროგენს - ქალის სასქესო ჰორმონის ესტროგენის ანალოგი. ქალის ესტროგენის დღეღამურ დოზას (0.3-0.7 მგ) შეიცავს ნახევარი ლიტრი ლუდი. მამაკაცის ორგანიზმში მოხვედრილი ჰორმონი იწვევს ისეთი ნიშნების გაჩენას როგორიცაა მაღალი ხმა, მენჯის, მკერდის და მუცლის მიდამოებში ცხიმის ჩალაგებას, სექსუალური გატაცების დარღვევას და ზოგჯერ მკერდიდან ხსენიც კი მოდის.
ქალები, რომლებიც სასქესო ჰორმონის დამრტყმელ დოზას იღებს, ხდებიან სექსუალურად მეტისმეტად აგზნებულნი, კარგავენ კონტროლს თავიანთ მოქმედებაზე. ასეთ ქცევებს აღწერს „მარტის კატების სინდრომი.“
ჯანმრთელ ქალებში ესტროგენის დონე სისხლში ბუნებრივად კონტროლდება. ქალებში ჰორმონული ბალანსის დარღვევა უფრო სერიოზულ ძვრებს იწვევს, ვიდრე მამაკაცებში. მაგალითად მამაკაცური ტიპის თმიანობა, საშვილოსნოს ჰიპერპლაზია, მენსტრუალური ციკლის დარღვევა, რასაც უშვილობა მოჰყვება.