ნარკომანებისათვის დამახასიათებელი სიმპტომები.
1. ქუთუთოს და ცხვირის ანთება. თვალის გუგების ძლიერად გაფართოება ან შევიწროვება, ეს დამოკიდებულია ნარკოტიკის სახეობაზე.
2. გადახრები ქცევაში. ადამიანი არის დათრგუნული, მოღუშული ან პირიქით იქცევა ისტერიულად, ხმაურობს, არის გადაჭარბებულად მოძრავი.
3. მადა შეიძლება იყოს ძალზე აწეული ან საერთოდ დათრგუნული. ხშირია წონის დაკარგვა.
4. მკვეთრად იცვლება ხასიათი. ადამიანი შეიძლება გახდეს მშფოთვარე, უყურადღებო, შეშინებული ან პირიქით, აგრესიული, ეჭვიანი, ავლენს ფეთქებად ხასიათს ნებისმიერ საბაბით.
5. უჩნდება უსიამოვნო სუნი ტანზე და პირის ღრუში. ავლენს დაუდევარ დამოკიდებულებას ტანსაცმლის და პირადი ჰიგიენის მიმართ.
6. შეიძლება შეიქმნას პრობლემები საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ. ვითარდება დიარე, გულისრევა და ღებინების შეტევა. ხშირია თავის ტკივილი და თვალებში გაორება. ორგანიზმის ფიზიკური რღვევის შედეგებს შეიძლება მივაკუთვნოთ კანის საფარის და ორგანიზმის ტონუსის ცვლილება.
7. სხეულზე შეიძლება აღმოჩნდეს ნანემსარი, ჩვეულებრივ ის ხელზეა. ზოგჯერ ნანემსარზე ვითარდება ინფექცია და წყლულები.
8. მორალურ წარმოდგენებს ცვლის გაუკუღმართებული იდეები.
სამწუხაროდ, ნარკოტიკების მომხმარებელთა შემცირება ახსნა-განმარტებითი საუბრებით შეუძლებელია. მოზარდთა უმრავლესობამ, ზოგჯერ მშობლებზე უკეთ იცის მისი ზიანის შესახებ. მნიშვნელოვანია გარემოს როლი. მიუხედავად ამისა, რადგან მოცემული ვითარებიდან გამოსავალი არ არის ახსნა-განმარტებითი საუბრები უნდა გაგრძელდეს. როცა ახალგაზრდებში ნარკოტიკების მიღება გახდება სამარცხვინო და ის აღტაცების საგანი არ იქნება, ეპიდემია ჩაქრება (ჯეიმს ჩ. დობსონი).
მარიხუანა ( დოქტორი ჰეროლდ ვოტი - ფსიქიატრი და ფსიქოანალიტიკოსი)
ადამიანების უმრავლესობა, ისინიც კი ვინც ემხრობა მარიხუანას ლეგალიზაციას, იზიარებს იმ აზრს, რომ ბავშვებმა, მოზარდებმა, ახალგაზრდებმა, რომელთა ორგანიზმი ჯერ კიდევ უმწიფარია და ასევე ორსულმა ქალებმა არ უნდა მოსწიონ მარიხუანა არავითარ შემთხვევაში. თითქმის 90%, რომელიც მოიხმარს ისეთ ძლიერ ნარკოტიკს როგორიცაა ჰეროინი, დაიწყო მარიხუანით. მარიხუანას ხუთ სიგარეტს, გააჩნია ისეთივე კანცეროგებული (კიბოს გამომწვევი) ეფექტი, როგორიც 112 ჩვეულებრივ სიგარეტს. მარიხუანა ორგანიზმში რჩება და ლაგდება ცხიმოვან უჯრედებში სამიდან ხუთ კვირამდე. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, უარყოფით გავლენას ახდენს გონებრივ შესაძლებლობებზე, ორგანიზმის ფიზიკურ მდგომარეობაზე. ადამიანი, რომელიც რეგულარულად მოიხმარს მარიხუანას, მის ორგანიზმში წარმოიქმნება და გროვდება ტოქსიკური ნივთიერებები, განსაკუთრებით თავის ტვინში. ამრიგად მწეველის ორგანიზმი, რომ გაიწმინდოს საჭიროა მარიხუანას მოწევის შეწყვეტიდან 3-5 თვე. მოზარდის თავის ტვინი ჯერ კიდევ განიცდის იმ მონაკვეთების ფორმირებას, რომელიც უზრუნველყოფს ყურადრების კონცენტრირებას, სწავლისადმი, ხელოვნებისადმი ინტერესს, რითაც ვითარდება აზროვნება. ამ ასაკში მარიხუანას მუდმივი გამოყენება, იწვევს თავის ტვინის უჯრედების ნორმალური განვითარების დამუხრუჭებას.
კოლუმბიის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ მარიხუანას მწეველ ქალებში, დიდი რაოდენობით არის უჯრედები სადაც დაზიანებულია გენეტიკური ინფორმაციის მატარებელი მოლეკულა - დნმ. ქალის კვერცხუჯრედები განსაკუთრებულად ზიანდება მარიხუანას მოქმედებისაგან. იმავე უნივერსიტეტში ჩატარებულმა სხვა კვლევებმა გამოავლინა, რომ ის პირები, რომლებიც დღეში მარიხუანას ერთ სიგარეტს მოიხმარდნენ 1 წლის მანძილზე, ჯანმრთელებთან შედარებით სისხლის თეთრი უჯრედების (ლეიკოციტები) რიცხვი 39%-ით იყო შემცირებული. რაც ნიშნავს დაქვეითებულ იმუნიტეტს, შედეგად იზრდება ინფექციური და სხვა დაავადებათა განვითარების რისკი. ერთი სიგარეტი მარიხუანას მოწევა 41%-ით იწვევს მოძრაობის შეზღუდვას, ორი სიგარეტი - 61%-ით.
სიმპტომები, რომელსაც ავლენს მარიხუანას მომხმარებელი მოზარდი
(აშშ-ს ტეხასის შტატის, ქ. სან-ანტონიოს ნარკოტიკებთან ბრძოლის ცენტრალური სამმართველოს მონაცემები).
1. შეზღუდული მოძრაობა. მიზანდასახულობის დაქვეითება.
2. სკოლაში სწავლის მაჩვენებლების გაუარესება.
3. ყურადღების კონცენტრირებისათვის საჭირო დროის შემცირება.
4. კომუნიკაბელურობის გაუარესება.
5. სოციალურ გარემოში ემოციური სითბოს გამომჟღავნების დაქვეითება.
6. ფერმკთალი სახე, გაფანტული მზერა, თვალების სიწითლე.
7. საზოგადოების მიერ მწეველზე შექმნილი შთაბეჭდილების უგულვებელყოფა.
8.ზომიერ კრიტიკულ შენიშვნაზე, მეტისმეტად მწვავე რეაქცია, რასაც არა-ადექვატური ქცევა მოჰყვება.
9. ხასიათის ცლილება, წარსულში წარმატებაში დაინტერესებული ადამიანი ხდება პასიური და გულგრილი.
10. ურთიერთობა იმ მეგობრებთან, რომელთა ვინაობის გამხელაზე მოზარდი უარს ამბობს.
11. ოჯახში ფულის და ძვირფასი ნივთების დაკარგვა.