Friday, May 31, 2013

აივ-ი  შიდს-ის მიზეზი

   AVERT HIV is the cause of AIDS   27.XI.2010

   შიდსი ვირუსული ინფექციაა, რომელსაც ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი (აივ) იწვევს.  ვირუსი გადაეცემა ერთი ადამიანიდან მეორეს, სისხლის და სქესობრივი კონტაქტის გზით.
   ეს არის მიზეზის სტანდარტული ახსნა. რა მტკიცებულებები გააჩნიათ მეცნიერებს ამ თეორიის მხარდასაჭერად? რატომ ამტკიცებს ზოგიერთი საიტი, რომ მსოფლიომ დაუშვა საშინელი შეცდომა, რადგან აივ-ი საერთოდ  არ იწვევს შიდსს.
   შიდსთან ბრძოლის, როგორც დამოუკიდებელი ორგანო AVERT-ი დაფუძნდა 1986 წელს. სხვადასხვა მხარის პოზიციების შესწავლის შემდეგ, ჩვენ თანმიმდევრულად და ყურადღებით განვიხილეთ უმცირესობათა არგუმენტი, რომლებიც თვლიან, რომ აივ-ი საშიში არ არის და მეტიც საერთოდ არ არსებობს. ამ საკითხს სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ჩვენი ორგანიზაციის ფუნქციონირებისათვის, რომლის მუშაობა მიმართულია აივ-ის გავრცელების და შიდსის განვითარების წინააღმდეგ და დავეხმაროთ იმათ, ვინც უკვე დაავადებულია.
   ჩვენი აზრით, იმის მტკიცება, რომ აივ-ი იწვევს შიდს, საკმარისია და სავსებით დამაჯერებელი. აქ მოვიყვანთ ზოგიერთ მათგანს, ასევე ვაჩვენებთ, რომ აივ-დისიდენტები არასწორად გადმოცემენ მონაცემებს. კერძოდ, ჩვენ ვეძიებთ შემდეგ მტკიცებულებებს:
     შიდსი წარმოადგენს ახალ ეპიდემიურ დაავადებას.
     შიდსი არ ვითარდება აივ-ინფექციის გარეშე.
     სტატისტიკური დაკვირვება ადასტურებს აივ-ის თეორიას.
     თანამედროვე ანტივირუსული მკურნალობა ძალზე ეფექტურია.

ვის ეპარება ეჭვი იმაში, რომ აივ წვევს შიდსს.
   ყველაზე ცნობილი მეცნიერი აივ/შიდსის საკითხებში არის პიტერ დიუსბერგი, ვირუსოლოგი (უფრო ზუსტად მოლეკულური ბიოლოგი, რომელიც მუშაობდა ონკოლოგიის მიმართულებით) კალიფორნიიის უნივერსიტეტიდან. მან ამ თემაზე პირველად 1987 წელს გამოქვეყნა სტატია. მიუხედავად იმისა, რომ შიდს-ის მიმართ მრავალი აღმოჩენა და მონაცემი დაგროვდა პ. დიუსბურგი მაინც დარწმუნებულია თავის სისწორეში. ის აღიარებს, რომ აივ-ი არსებობს, მაგრამ მიიჩნევს, რომ ის აბსოლუტურად უსაფრთხოა, ხოლო შიდსს იწვევს არაინფექციური ფაქტორები, მათ შორის ნარკოტიკები, არასწორი კვება და ის პრეპარატებიც კი, რომლებიც გამოიყენება აივ-თან ბრძოლის წინააღმდეგ.
   სხვა დისიდენტებს მიეკუთვნება ექიმ-სწავლულები და ექიმები ავსტრალიიდან, რომლებიც შედიან პერტსკის ჯგუფში. პერტსკის ჯგუფი (ხელმძღვანელი ელენ პაპადოპულოსი) ამტკიცებს, რომ არავის დაუმტკიცებია აივ-ის არსებობა, ამიტომ ნებისმიერი მტკიცებულება იმისა, რომ აივ იწვევს შიდსს არავითარი საფუძველი არ გააჩნია. აივ-დისიდენტების არგუმენტებმა მიიპყრო მასობრივი საინფორმაციო საშუალებების ყურადღება, სამეცნიერო ჟურნალების, ინტერნეტის გაჩენამ უფრო გაზარდა მათი აუდიტორია.
   ზოგიერთი მათგანი დაინტერესდა, ფარმაცევტული კომპანიების ბოროტი შეთქმულების თეორიით და იმითაც, რომ მათ მიმდევრებს დევნის მთავრობა. ალტერნატიულმა თეორიამ, შეიძლება მიიპყროს დაავადებულთა ყურადღებაც. თუ ისინი ჩათვლიან, რომ მათი მდგომარეობა სასიკვდილო არ არის, ისინი უარს იტყვიან მკურნალობაზე, ასევე ჩათვლიან, რომ დაუცველი სექსი უსაფრთხოა. ზოგიერთმა შიდს-ორგანიზაციებმა გაიზიარეს აღნიშნული თვალსაზრისი.
   ამასთან ერთად, იმ მეცნიერთა რაოდენობა, რომელიც მიიჩნევს, რომ აივ-ი არ იწვევს შიდსს უმნიშვნელოა და არ იზრდება. დისიდენტების მიმართ ინტერესი და ყურადღება შემცირდა ტაბო მბეკის ჯგუფის ირგვლივ ატეხილი ხმაურის გამო და 2000 წელს დურბანის დეკლარაციის შემდეგ, როგორც ჩანს ახალმა და სარწმუნო მტკიცებულებებმა, მათ შორის ეფექტურმა მედიკამენტურმა მკურნალობამ, აიძულა ბევრი დისიდენტი გაჩუმებულიყო.


                                                          რა არის შიდსი?
   1981 წელს ნიუ-იორკის და კალიფორნიის ექიმებმა დაიწყეს საგანგაშო ცნობების გავრცელება, ახალი და უცნაური დაავადების აფეთქების შესახებ, რომელიც მანამდე უცნობი იყო. ორივე ქალაქში ჯანმრთელ ადამიანებში ვითარდებოდა იშვიათი დაავადება, მათ შორის კაპოშის სარკომა ( სიმსივნის სახეობა) და პნევმოცისტური პნევმონია, რომელიც მანამდე ახალგაზრდებში არ შეიმჩნეოდა. რამდენიმე თვეში დაფიქსირებულ იქნა ათობით მსგავსი შემთხვევა 23 აშშ-ს შტატში  და დიდ ბრიტანეთში. ეს  იყო უპრეცენდენტო ეპიდემიის მასიური დასაწყისი.
    ექიმებმა მალე აღმოაჩინეს დაავადების ზოგიერთი მახასიათებელი. ავადმყოფებში ყველაზე ხშირად შეიმჩნეოდა სისხლის თეთრი უჯრედების ნაკლებობა. კერძოდ CD4+ T-უჯრედების (T-ჰელპერები).
   ყველაზე ხშირად დაავადებულთა შორის იყვნენ მამაკაცი-გეები და ინექციური ნარკომანები. მაშინ იმუნოდეფიციტის მიზეზი ვერ დადგინდა, მაგრამ ცხადი იყო მისი შეძენილი ბუნება, ამიტომ დაერქვა ადამიანის შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი - შიდს.
   1982 წელს არავინ ამტკიცებდა, რომ შიდსის ბუნება იცოდნენ, ამიტომ დასაწყისში დიაგნოსტირება ხდებოდა ცამეტი იშვიათი დაავადებიდან ერთის აღმოჩენის საფუძველზე, ეს პათოლოგიები კავშირში იყვნენ იმუნოდეფიციტთან.
შიდსის განსაზღვრის პრობლემა
   ტერმინი  შიდს-ის განსაზღვრა, როგორ წესი მოიცავს აივ-ზე დადებით ტესტს, რამ იმას ნიშნავს, რომ აივ-სა და შიდსს შორის კავშირი უნდა დადასტურდეს, სხვა ნებისმიერი შემთხვევა  შიდს-ი აივ-ის გარეშე არ მიიღება მხედველობაში. სხვა სიტყვებით შიდს-ის განსაზღვრის გაგებაში თავიდანვე ჩადებულია, რომ მას აივ-ი იწვევს, თუმცა ეს არ შეიძლება ჩაითვალოს ამ თეორიის მტკიცებულებად.
   შიდსის ალტერნატიული განსაზღვრა გულისხმობს შემდეგს: თუ CD4+ T-უჯრედების შემცველობა 200-ზე ნაკლებია 1 მმ3 სისხლში და ეს არ არის კავშირში აივ-ის გარდა სხვა პათოლოგიასთან (კიბო, არასაკმარისი კვება, რადიაცია, ქიმოთერაპია) მაშინ დამატებით აივ-ტესტები საჭირო არ არის.
   აღმოჩნდა, რომ შიდს-ით  დაავადებულთა უმეტესობა ამ კრიტერიუმის ფარგლებშია. ისინი მიეკუთვნება პოპულაციას, რომელთა ფორმირება დაიწყო მე-20 საუკუნის 80-იან წლებამდე ცოტა ადრე, მაგრამ ახლა მათი რიცხვი ასობით ათასია მარტო აშშ-სა და ევროპაში. ადამიანები ასეთი გამოხატული იმუნოდეფიციტით, მაღალი რისკის ჯგუფშია მძიმე დაავადებების განვითარების მიხედვით და იღუპებიან რამდენიმე თვეში თუ ანტირეტროვირუსული მკურნალობა არ ჩაიტარეს.

როგორ შეიძლება იმის დამტკიცება, რომ აივ-ი იწვევს შიდსს?
კოხის პოსტულატები
   მე-19 საუკუნის გერმანელმა მეცნიერმა რობერტ კოხმა, შეიმუშავა 4 პოსტულატისგან შემდგარი კრებული, როგორც სახელმძღვანელო, რომლითაც შეიძლებოდა მიკროორგანიზმებით დაავადების გამოვლენა. მეცნიერები თანხმდებიან იმაში, რომ თუ აივ-ი, შიდსთან მიმართებაში ყველა ამ მოთხოვნას დააკმაყოფილებს, მაშინ ის ჩაითვლება მის აღმძვრელად.
   პირველი პოსტულატი: მიკროორგანიზმი მუდმივად უნდა იმყოფებოდეს დაავადებული ადამიანის (ან ცხოველის) ორგანიზმში და არ უნდა იყოს ჯანმრთელში.
   მეორე პოსტულატი: მიკროორგანიზმი ავადმყოფისგან უნდა გამოიყოს და მისი შტამი უნდა გაიზარდოს სუფთა კულტურის სახით.
   მესამე პოსტულატი: მიკროორგანიზმის სუფთა კულტურით უნდა ინფიცირდეს ჯანმრთელი ადამიანი (ან ცხოველი), შემდეგ კი უნდა დაავადდეს.
   მეოთხე პოსტულატი: მიკროორგანიზმი ხელმეორედ უნდა გამოიყოს ექსპერიმენტულად დაავადებული ადამიანიდან ან ცხოველიდან.
   რ. კოხმა თვითონ აღიარა, რომ რიგ შემთხვევებში შეუძლებელია ყველა ამ პოსტულატის შესრულება. მან მთლიანად დაიწუნა პირველი პოსტულატის მეორე ნაწილი, როცა ქოლერის უსიმპტომო მტარებლები აღმოაჩინა (1893 წ.), შემდეგ ტიფის უსიმპტომო მატარებლებიც გამოავლინა. მეორე პოსტულატის რეალიზებაც ყოველთვის ვერ ხერხდება მიკროორგანიზმის პათოგენურობის დამადასტურებლად, რადგან ზოგიერთი მიკროორგანიზმი ხელოვნურ საკვებ არეზე სუფთა კულტურის სახით არ იზრდება.
   კოხის პოსტულატების მიხედვით შესაძლებელია ზოგიერთი საკითხის გადაჭრა მაგალითად:
   აჩვენებს თუ არა სტატისტიკური დაკვირვება კავშირს აივ-ს და შიდსს შორის?
   რამდენად კარგად პროგნოზირებს აივ-ი დაავადების პროგრესირებას და სიკვდილს?
   ეხმარება თუ არა ადამიანებს აივ/შიდსის ანტივირუსული პრეპარატები?
   არსებობს თუ არა სხვა მყარი მიზეზები აივ-ის გარდა?
   რა დასკვნის გამოტანა შეიძლება აფრიკის მაგალითიდან?
    პირველი პოსტულატი -  მიკროორგანიზმი უნდა აღმოჩნდეს ყველა დაავადებულ ადამიანში (ცხოველში).
   აშშ დაავადების და პროფილაქტიკის ცენტრი (CDC) გამოყოფს მდგომარეობას, რომელსაც ეწოდება იდიოპათიური  CD4+ T ლიმფოციტოპენია (მოკლედ ICL).  მდგომარეობა დიაგნოსტირდება იმ შემთხვევაში, თუ CD4+ T-ს რაოდენობა 1მმ3 სისხლში 300-ზე დაბალია ან საერთო  T-ლიმფოციტების 20%-ია (მეორე და შემდგომ ანალიზებში 6 კვირის განმავლობაში), ამასთან არ აღმოჩნდება აივ-ინფექცია ან სხვა რომელიმე იმუნოდეფიციტის მიზეზის გამოწვევი (მაგ: კიბოს თერაპია). აივ-დისიდენტები ამ მდგომარეობას უწოდებენ აივ-უარყოფით შიდსს. რამდენად ხშირია ეს შემთხვევა?
   1993 წელს CDC-ის მიერ გამოქვეყნებულ იქნა ამომწურავი მიმოხილვა ICL-ზე. განხილულ იქნა 230.179 შემთხვევა, რომელიც შიდსის მსგავსი იყო. დადგინდა 47 ზუსტი შემთხვევა (და 127 საეჭვო), რომელიც რეგისტრირებული იყო 1983 წლიდან. ყველა სხვა ადამიანში შიდსი აღმოჩნდა აივ-ტესტის მიხედვით. გარდა ამისა, კომისიამ დეტალურად შეისწავლა ICL-ის შემთხვევები და აღმოაჩინა, რომ ისინი არ შეესაბამებოდნენ შიდსისათვის  დამახასიათებელ მონაცემებს. მათ შორის 29 მამაკაცი და 18 ქალი იყო, აქედან 39 თეთრკანიანი, 4 აზიური წარმოშობის. 29 შემთხვევაში მეცნიერებმა ვერ შეძლეს მათი მიკუთვნება, შიდსის მიხედვით ტრადიციულ რისკ ჯგუფებთან (გეები, ჰემოფილიით დაავადებულები, ინექციური ნარკომანები და მათი სქესობრივი პარტნიორები). რა თქმა უნდა ეს 47 შემთხვევა ტიპურად ვერ ჩაითვლება,  შიდსისთვის დამახასიათებელი ეპიდემიის მიხედვით.
   ICL-ის მიმოხილვის მონაცემები შეესაბამებოდა მსხვილმასშტაბიან კონტროლირებად გამოკვლევას, რომელიც მოიცავდა შიდსის კოჰორტულ კვლევას (MACS). ამ გამოკვლევის ფარგლებში, მეცნიერები აკვირდებოდნენ 2.713 გეისა და მამაკაც-ბისექსუალის ჯანმრთელობას, რომლებსაც აივ-ის მიმართ უარყოფითი შედეგი გააჩნდათ. მხოლოდ ერთში შეინიშნებოდა რამდენიმე წლის მანძილზე CD4+ T უჯრედების დაბალი დონე, რადგან მკურნალობდა კიბოს, რაც თრგუნავს იმუნურ სისტემას. მსგავსი შედეგები გამოვლენილ იქნა დონორებისა და რეციპიენტებში სისხლში და მის პრეპარატებში, ინექციურ ნარკომანებსა და სხვა ჯგუფებში. ფაქტიურად გამოხატული იმუნოდეფიციტი არ იყო იმ პირებში, რომელთა აივ-ტესტი უარყოფითი იყო.
   როგორც დოქტორი დიუსბერგი აღნიშნავს, აშშ-ში საკმაოდ ბევრ ადამიანს (ძირითადად მე-20 საუკუნის 80-იან წლებში) დაუსვეს შიდსის დიაგნოზი, მიუხედავად იმისა, რომ მათ აივ ტესტი არ ჩატარებიათ. არავინ იცის ეს ადამიანები იყვნენ თუ არა  აივ -დადებითები. ამასთან ტესტირებულთა უმრავლესობაში, კოხის პირველი პოსტულატი დაკმაყოფილებული იყო.
   ერთადერთი ხერხი, სადაც აივ-დისიდენტებმა შეძლეს, არსებითი შემთხვევის პოვნა შიდსი აივ-ის გარეშე, არის თვით შიდს-ის გაგების მეტად თავისებური ტრაქტირების გამოყენება. ასეთი ტრაქტირება მოიცავს მრავალ ადამიანს, ზომიერი იმუნოდეფიციტით, რომელიც საერთოდ არ არის ფატალური.



                                             ცრუ-დადებითი ტესტების შესახებ
   ინფექციის დიაგნოსტირება დაფუძნებულია ანტისხეულების აღმოჩენაზე, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მიღებული კონცეპციაა მედიცინაში. მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაცია და აშშ-ს ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტი თანხმდება იმაზე, რომ თანამედროვე აივ-ტესტები მაღალი ხარისხით საიმედოა და ზუსტი, ვიდრე სხვა ინფექციური დაავადებების ტესტების უმრავლესობა.
   ზოგიერთი დისიდენტი ცდილობდა შიდსს და აივ-ს შორის კავშირის უარყოფას. მათი აზრით, უმრავლესობა რომელთა შედეგი დადებითი იყო, სინამდვილეში აივ-ით არ იყო ინფიცირებული. მაგ: ქრისტიან ჯონსონმა წარმოადგინა ათობით ადამიანის მდგომარეობის სია, სადაც შეტყობინება ცრუ-დადებითი იყო (ზოგიერთი ტესტ-სისტემის გამოყენებისას). ეს სიმართლეა. არც ერთი ტესტი სრულყოფილი არ არის. თუმცა დისიდენტების ჩვეულებრივ ჩუმად არიან, როცა ცრუ-დადებითი შედეგები იშვიათია, განსაკუთრებით ბოლო წლებში. ამასთან ცრუ-დადებითი ტესტირების შემდეგ ტარდება სხვა ტესტები,  სანამ ეჭვი არ გაქრება.
   დისიდენტების თეორიას არ შეუძლია დამაკმაყოფილებლად ახსნას, ის ფაქტი, რომ შიდსის ვირუსი ხშირად აღმოჩნდება აივ-ინფიცირებულებში, რომლებსაც აღმოაჩნდა აივ-ანტისხეულები ( მეთოდებია დნმ-პჯრ, რნმ-პჯრ და ვირუსის კულტივირება).
   ალტერნატიული თეორია ასევე ვერ ხსნის კორელაციას, შიდსა და ანტისხეულების ტესტების შედეგებს შორის. პრაქტიკულად ყველა შიდსის დაავადებულ პირს, გააჩნია აივ-ზე დადებითი შედეგი, მაშინ როცა აშშ-ს ჯანმრთელი მოსახლეობის 99%-ზე მის მიმართ უარყოფითია. ისინი ვერ ხსნიან, რატომ გაიზარდა აივ-დადებითთა წილი დროთა განმავლობაში. მაგ: სამხრეთ აფრიკაში აივ-დადებითი ქალების რიცხვი შობამდე გამოკვლევებისას გაიზარდა 0.8% 1990 წელს; 1995 წელს 10.4%-მდე; 2000 წელს 24.5%-მდე; 2004 წელს 29.5%-მდე. მათი ზრდა ანალოგიურია სხვა სქესობრივი ინფექციების მატების მაჩვენებელთან.

პოსტულატი მეორე: მიკროორგანიზმი უნდა იყოს გამოყოფილი დაავადებულისგან და გამოზრდილი სუფთა კულტურის სახით.

   1983 წლის მაისში ლუკ მონტანიემ და კოლეგებმა (საფრანგეთი) გაავრცელეს ცნობა, რომ მოახდინეს ვირუსის იზოლაცია და უწოდეს LAV, რომელიც ინფიცირებდა და კლავდა  CD4+ T უჯრედებს. მოგვიანებით ამერიკელმა რობერტ ჰალომ განაცხადა, რომ მან გამოყო ვირუსი და უწოდა HTLV-III და შეიმუშავა მისი კულტივირების მეთოდი. შემდგომში დადასტურდა ორივე ვირუსის იდენტურობა და საერთო სახელი აივ-ი უწოდეს.
   მკვლევარებმა შეძლეს, გამოყვეს და მოახდინეს აივ-ის კულტივირება შიდსით დაავადებულთა უმრავლესობაში, რომლებსაც შეისწავლიდნენ (ასევე აივ-ანტისხეულიან პაციენტებში). მათ  გამოჰყვეს ვირუსი სისხლის პლაზმიდან, ლიმფური უჯრედებიდან, სპერმიდან, ვაგინალური სითხიდან, ამნიონის სითხიდან, თავის და ძვლის ტვინიდან, თავ-ზურგტვინის სითხიდან, ნაწლავიდან, ქალის რძიდან, ნერწყვიდან და შარდისგან. მოახდინეს კულტივირება სხვადასხვა უჯრედულ კულტურაში. ელ. მიკროსკოპით და სხვა მეთოდებით მიღებული იქნა გამოსახულებები, რამაც ვირუსის მსგავსი ნაწილების ზომები, ფორმა, სტრუქტურა, სიმკვრივე, ცილები და რეტროვირუსების დამახასიათებელი თვისებები გამოავლინა.
   მე-20 საუკუნის 90-იან წლებში შემუშავებული მეთოდებით გაკეთდა დასკვნები და შეისწავლეს ვირუსის გენომის თანმიმდევრობები. ლოს-ალამოსის საერთაშორისო ბაზაში დღეისათვის ინახება აივ-ის ასობით სრული გენომი, მსოფლიოს ყველას კუთხიდან, ყოველი მათგანი შეიცავს 9 გენს. გენეტიკური მსგავსების საფუძველზე მათი თანმიმდევრობები გამოიყენება რათა განისაზღვროს ტიპების გენეალოგიური ხე, ჯგუფი და ქვეტიპი, ასევე რეკომბინატული ფორმები (ჰიბრიდები).
   პჯრ-ის (პოლიმერიზაციის ჯაჭვური რეაქცია) ანალიზით, აივ/შიდსის მქონე პაციენტებში აღმოჩენილ იქნა ვირუსის სრულ ან ნაწილობრივი გენომი. შიდსის გენეტიკური მასალის მიხედვით თითქმის ყველა  დადებით პირი, ასევე დადებითი აღმოჩნდა აივ-ზე და პირიქით, თუ უარყოფითია ერთზე უარყოფითია მეორეზეც. ადამიანებს, რომლებსაც ინფიცირების ერთი და იგივე წყარო აქვთ შეიცავენ ძალიან მსგავს აივ-ის გენეტიკურ შტამებს.
   მეცნიერებმა გამოიყენეს მოლეკულური კლონირების მეთოდი, მაღალ დონეზე გასუფთავებული აივ-ის მისაღებად. პჯრ-ის და სხვა მეთოდებით მიღებული გენეტიკური მასალა შეყვანილ იქნა ბაქტერიაში და სხვა უჯრედებში (ფაგების და პლაზმიდების დახმარებით), რომლებიც წარმოქმნიან მრავლობით ზუსტ ასლებს (კლონებს) ვირუსული გენებიდან. თუ კლონირებული ვირუსული გენომები ჩაშენდება (ტრასფორმირდებიან) ადამიანის უჯრედებში, მათ შეუძლიათ აწარმოონ აივ-ის ახალი ინფექციური სუფთა ნაწილაკები.
   ფაქტიურად ყველ ექსპერტი თანხმდება, რომ აივ-ი იყო გამოყოფილი ყველაზე მკაცრი სტანდარტების მიხედვით, რაც კი არსებობს თანამედროვე ვირუსოლოგიაში. ეს იმას ნიშნავს, რომ კოხის მეორე პოსტულატი დაკმაყოფილებულია.




                                                              პერტსკის ჯგუფი
   ავსტრალიელი მეცნიერების და ექიმების მცირე ჯგუფი ამტკიცებს, რომ აივ-ი არასოდეს არ გამოყოფილა შესაბამისი სახით. პერტსკის ჯგუფი არასოდეს არ ამბობდა, რომ აივ-ი არ არსებობს, ისინი აღნიშნავდნენ, რომ მისი არსებობა დადასტურებული არასოდეს არ ყოფილა,  არ ენდობიან რა აივ-ტესტებს, თვლიან, რომ ისინი არ ყოფილა შემოწმებული ოქროს სტანდარტების გამოყენებით. ჯგუფი ვირუსის გამოუყოფლობის არგუმენტს იყენებს, რომ აივ-ის მიერ შიდსის გამოწვევა უარყოს.
   თითქმის ყველა ვირუსოლოგი მიიჩნევს, რომ ის გამოყოფის პირობები, რომელსაც პერტსკის ჯგუფი მიუთითებს, არ წარმოადგენს აუცილებლობას. მათი განმარტებით არავის მსგავსი წესი არც ერთი ვირუსის გამოსაყოფად არ გამოუყენებია, რადგან სხვა მეთოდები უფრო საიმედოა. პერტსკის ჯგუფის წესებით არავის არასოდეს არ გამოუყვია და არ დაუმტკიცებია ვირუსების: ნატურალური ყვავილის, გრიპის, ეპიდემიური პაროტიტის და ყვითელი ცხელების არსებობა.
   ექსპერტების აზრით, ჯგუფის წესი გაუმართლებლად რთულია და მათი დაკმაყოფილება ბოლომდე შეუძლებელია, თუმცა მათი ძირითადი მოთხოვნები დაკმაყოფილებულია. დოქტორი დიუსბურგი ერთ-ერთი  მათგანი იყო ვინც საგულდაგულოდ ცდილობდა დაერწმუნებინა პერტსკის ჯგუფი აივ-ის არსებობაში, რომელიც გამოიყო ყველაზე მკაცრი მეთოდებით.
   პერტსკის ჯგუფი წარმოდგენილია ორი აქტიური წევრით: სამედიცინო ფიზიკოსით ელენ პაპადოპულოს-ელეოპულოსით და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ექიმ ვალენდარ ტიურნერით. 2006 წლის ბოლოს ისინი აძლევდნენ ჩვენებას სასამართლოში, სადაც ირჩეოდა აივ-დაავადებული ენდრიუ ჩად ჰერენზის  საქმე, რომელსაც ბრალი ედებოდა იმაში, რომ მან საფრთხე შეუქმნა სამი ქალბატონის ჯანმრთელობას, რადგან მათთან ჰქონდა სქესობრივი კონტაქტი და არ გაამხილა, რომ აივ-დადებითი იყო. ისინი განწყობილი იყვნენ დაემტკიცებინათ, რომ აივ-ის არსებობა დადასტურებული არ არის, რომ აივ-ტესტები არასაიმედოა და არ არის არავითარი დამამტკიცებელი საბუთი იმის, რომ აივ-ი გადადის სქესობრივი გზით.
   სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ პერტსკის ჯგუფი კვალიფიციური არ არის, არ გააჩნია პრაქტიკული გამოცდილება ვირუსოლოგიის, ეპიდემიოლოგიის და იმუნოლოგიის განხრით. მოსამართლემ აღნიშნა, რომ ისინი აპელირებდნენ სხვათა შრომებით, ამახინჯებდნენ ციტატებს და საუბრობდნენ კონტექსიდან ამოგლეჯილი ფრაზებით. მათი არგუმენტები არასაკმარისად დამაჯერებლად ცნეს და მიაკუთვნეს მინიმალური მამხილებელი ძალის სტატუსი.

მე-3 და მე-4 პოსტულატები: მიკროორგანიზმების უნდა იწვევდნენ ინფიცირებასას დაავადებას და ხელმეორედ უნდა იყვნენ გამოყოფილი დაავადებულისგან.
   ამ ორი პოსტულატის დადასტურება ძალზე რთულია. აივ-ის რომელიმე კულტურით მიზანმიმართული დასნებოვნების ექსპერიმენტი არასოდეს ჩატარებულა.
   არსებობს სამი ფაქტი, როცა ლაბორატორიის თანამშრომლებში განვითარდა იმუნოდეფიციტი, მას შემდეგ რაც მათ შემთხვევით შეიყვანეს საკუთარ ორგანიზმში ვირუსი აივ-კულტურის გაწმენდის და კლონირების დროს. ასეთი კულტურა თავისუფალია პირველწყაროს ყოველგვარი დაბინძურებისაგან. არც ერთი დაავადებული არ შედიოდა აივ-რისკის ჯგუფში. ყველა შემთხვევაში აივ იქნა გამოყოფილი და სეკვენირებული. დადგენილ იქნა, რომ ეს იყო ვირუსის იგივე შტამი, რითაც ლაბორანტებმა თავი დაიზიანეს. ერთ-ერთ მათგანს განუვითარდა პნევმოცისტური პნევმონია, ხოლო CD4+ T უჯრედების რიცხვმა მკურნალობის დაწყებამდე შეადგინა 50.
   ვინაიდან სამი შემთხვევა არ იძლევა დადასტურების სრულ სურათს, მიზაშეწონილია სხვა არგუმენტების მოყვანა. ასეთია ცხოველებზე ჩატარებული ცდები. აივ-1-ით ხელოვნურად დაასნებოვნეს შიმპანზე, რომელსაც განუვითარდა შიდსისათვის დამახასიათებელი სიმპტომები, თუმცა ეს იშვიათად ხდებოდა. ანალოგიური ეფექტი გამოვლინდა ბაბუინში აივ-2-ით ინფიცირებისას. მაკაკა-რეზუსში შიდსი ვითარდებოდა, როცა მას შეუყვანეს ჰიბრიდული ვირუსი სახელწოდებით SHID, რომელიც აივ-ის გენომებს შეიცავდა. გენური-ინჟინერიით გამოყვანილ განსაკუთრებული ხაზის თაგვებში, რომლებსაც ჰქონდათ ადამიანის მსგავსი იმუნური სისტემა, ვირუსის რეპლიკაცია ხდებოდა ზუსტად ისე, როგორც ინფიცირებულ ადამიანებში.
   ასეთი შემთხვევები, როგორც მინიმუმ იძლევა იმისი ვარაუდის საფუძველს, რომ შიდსი ინფექციური დაავადებაა, თუმცა გამორიცხული არ არის მისი განვითარებაში სხვა მიკროორგანიზმებიც მონაწილეობაც.
   მკვლევარების მიერ დაფიქსირებულია მრავალი შემთხვევა, როცა შიდსი განვითარდა სისხლის გადასხმის შემდეგ, ნარკოტიკების მოხმარებისას, დედიდან ბავშვზე ვერტიკალურად გადაცემისას, პროფესიული ექსპოზიციით და სქესობრივი გზით. ამ შემთხვევებში სისხლის ნიმუშის კვლევისას შიდსის განვითარებამდე, დაფიქსირებულ იქნა აივ-ის საწინააღმდეგო ანტისხეულები (სეროკონვერსია). სეროკონვერსიას ხშირად თან ახლავს გრიპისმაგვარი დაავადებები და ნუშურების ჰიპერპლაზია.
   მე-20 საუკუნის 90-იან წლებამდე არავინ ამტკიცებდა იმას, რომ აივ-თან მიმართებაში კოხის ბოლო ორი პოსტულატის დაკმაყოფილებას. თუმცა მეცნიერთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ დღეისათვის არსებული მტკიცებულებები, საკმარისად ძლიერია ყველა ეჭვის გასაფანტავად.


დაკვირვებათა სტატისტიკა
      მე-20 საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისიდან მრავალ ქვეყანაში აივ-ის სწრაფ გავრცელებასთან დაკავშირებით, ტარდება რეგულარული ეროვნული სტატისტიკური გამოკვლევები. შიდსის დაფიქსირებული შემთხვევები დაიწყო 80-იანი წლების დასაწყისიდან. ყველა ეს მონაცემი ინტერნეტით ხელმისაწვდომია.
   ითვლება, რომ შიდსის სტატისტიკა ჩვეულებრივ არ ასახავს ეპიდემიის სრულ სურათს, განსაკუთრებით აფრიკის ქვეყნებში, რადგან ბევრი შემთხვევა არ რეგისტრირდება. ამასთან გონივრულია ვარაუდი, რომ რიგ მოხსენებებში ასახული ტენდენციები, უნდა აისახოს გლობალური ეპიდემიის თავისებურებად.
   ტაილანდი არის ერთ-ერთი ის ქვეყანა, სადაც ყველაზე კარგად წარმოებს აივ-ზე ეპიდ-მეთვალყურეობა. დაახლოებით 70 ობიექტი 1990 წლიდან ჩართულია ამ საქმიანობაში. ტაილანდს გააჩნია კარგი ინფრასტრუქტურა შიდსის დაფიქსირების და აღრიცხვის მხრივ. მათი მონაცემებით 90-იან წლებში შიდსის შემთხვევა მკვეთრად გაიზარდა. ეს ზრდა მოხდა აივ-ის მკვეთრად გავრცელების შემდეგ, რამდენიმე წლიანი შეფერხების შემდეგ ( დაახლოებით 200.000 ტესტმა აივ-ზე 1985-87 წლებში გამოავლინა დაახლოებით 100-ზე ნაკლები დადებითი შედეგი). ამ შეფერხებას ითვალისწინებს აივ თეორია, რამდენადაც ითვლება, რომ აივ ინფიცირებული ადამიანები გარკვეულ დრომდე ცოცხლობენ, მანამ შიდსი განვითარდება.


რამდენად არის შესაძლებელი აივ-ინფიცირებული ადამიანის სიკვდილ-სიცოცხლის წინასწარ განსაზღვრა?!
      მონაცემთა უმრავლესობა მიუთითებს, რომ ბევრი რამის წინასწარ განსაზღვრა შესაძლებელია ტესტის დადებითი პასუხის შემთხვევაში მაგ: შემთხვევათა ნახევარი აჩვენებს, რომ ადამიანებში შიდსი ვითარდება აივ-ინფიცირებიდან 10 წლის განმავლობაში თუ ისინი არ იღებენ ანტირეტროვირუსულ პრეპარატებს. მხოლოდ ზოგიერთებში შიდსი არ ვითარდება 20 წლის განმავლობაში.
   აივ-დადებით ამერიკელებს და კანადელებს გააჩნიათ 1000-ჯერ მეტი შანსი განუვითარდეთ შიდსთან ასოცირებული დაავადებები, როგორიცაა პნევმოცისტური პნევმონია და კაპოშის სარკომა, ვიდრე იმ პირებს რომელთა პასუხი აივ-ტესტზე უარყოფითია.
   უგანდაში ჩატარებულმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ აივ-დადებით ადამიანებში 16-ჯერ მეტია სიკვდილის შანსი 5 წლის მანძილზე, ვიდრე აივ-უარყოფითი შედეგებისას. 25-34 წლის ადამიანებზე ჩატარებულმა კვლევამ აივ-ინფექციასთან მიმართებაში, აჩვენა, რომ სიკვდილიანობამ მოიმატა 27-ჯერ. სხვა კვლევებით ანალოგიური შედეგია ტანზანიაში, მალავიში, რუანდასა და სხვა აფრიკულ ქვეყნებში.
   ტაილანდის სექს-ინდუსტრიაში მომუშავე ქალების გამოკველვისას, სიკვდილიანობა 50-ჯერ მეტი იყო, ვისაც აივ-დადებითი ტესტის პასუხი გააჩნდა. ყველა ინფიცირებული ქალი გარდაიცვალა იმუნური უკმარისობის გამო, რაც არ შეინიშნებოდა აივ-უარყოფითი პასუხის შემთხვევაში.
   აშშ-ში ჩატარდა 16 წლიანი კვლევა მამაკაც ჰომო- და ბისექსუალებში, გარდაიცვალა ინფიცირებულთა 60%, აივ-უარყოფითებში მაჩვენებელი იყო 2.3%.
   დიდ ბრიტანეთში 1979-92 წლებში მკვეთრად გაიზარდა აივ-ინფიცირებული და ჰემოფილიით დაავადებულებში სიკვდილიანობა, თუმცა სხვა ავადმყოფებთან შედარებით სიკვდილიანობის დონე უცვლელი იყო. აშშ-ში კვლევამ აჩვენა, რომ აივ-დადებით და ჰემოფილიით დაავადებლებს გააჩნიათ 11-ჯერ მეტი გარდაცვალების შანსი, ვიდრე აივ-უარყოფით ჰემოფილიით დაავადებულებს.
   ევროპაში აივ-დადებითი დედებისაგან დაბადებული ბავშვების კვლევისას აღმოჩნდა, რომ იმ ბავშვებს, რომლებსაც გააჩნდა აივ-უარყოფით პასუხი, შიდსი არ განუვითარდათ, შედარებით იმ 30%-თან, რომელთა პასუხი დადებითი იყო. სიცოცხლის პირველ წელს დაიღუპა აივ-დადებით ბავშვების 17%. მსგავსმა კვლევამ უგანდაში აჩვენა, რომ აივ-დადებითი ახალშობილების ნახევარზე მეტი გარდაიცვალა დაბადებიდან მეორე დღეს, შედარებით იმ 1/6-თან, რომელთა პასუხი იყო აივ-უარყოფითი.
   ალტერნატიულ თეორიას არ შეუძლია ახსნას, თუ რატომ არის აივ-ტესტირება ასე ეფექტური სიკვდილის პროგნიზირებაში მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მეტიც შეიძლება უფრო მაღალი დონის წინასწარმეტყველებაც, ვის უფრო ადრე განუვითარდება შიდსი, სისხლში თუ გაიზომება აივ-ის რაოდენობა, რომელიც ცნობილია როგორც ვირუსული დატვირთვა. ასეთი გაზომვა შეიძლება ჩატარდეს პჯრ-ის გამოყენებით, შებრუნებული კომპლექსური დნმ (bDNA) ანალიზით ან უჯრედის მიკროკულტურის რაოდენობრივი ანალიზით. ცხრილში ასახულია მრავაწლიანი დაკვირვება 1604 პაციენტზე, რაც მიუთითებს  bDNA-ანალიზის დიდ მნიშვნელობას პროგნოზის მხრივ.

ვირუსული დატვირთვა (რნმ-ის ასლი/მლ სისხლის პლაზმაში)
პაციენტთა წილი, რომლებიც 6 წლის მანძილზე, შიდსის განვითარების რისკის ქვეშ არიან
500-ზე ნაკლები
5.4%
501-3.000
16.6%
3001-10.000
31.7%
10.001-30.000
55.2%
30.000-ზე მეტი
80%

  
   ბიოქიმიკოსი კერი მულისი, რომელმაც შექმნა პჯრ. მეთოდი, გამოთქვამს ეჭვს, რომ ამ მეთოდს არ შეუძლია ვირუსული დატვირთვის განსაზღვრა. თუმცა მისი არგუმენტი თეორიულია და არ მტკიცდება ფართომასშტაბური კვლევებით, რომელიც ერთხმად მიუთითებს მკვეთრ კავშირს ვირუსულ დატვირთვასა და მსოფლიოში შიდსის განვითარებას შორის. მულისის ეჭვები არ ვრცელდება არც bDNA-ანალიზსა და რაოდენობრივ მეთოდზე. თანამედროვე bDNA-ტესტი იძლევა პჯრ-ანალიზის მსგავს პასუხს (თუმცა ზოგიერთი ადრეული მოდელი ნაკლებად სარწმუნოა) ვირუსულ დატვირთვასთან მიმართებაში. როგორც ანტისხეულების ტესტში, არ არსებობს არც ერთი დამაჯერებელი ალტერნატიული ახსნა, თუ რატომ არის ვირუსული დატვირთვა ასეთი ნათელი მაჩვენებელი.

მკურნალობის ეფექტური მედიკამენტური მეთოდი
   აივ-თან ბრძოლის პირველი ლიცენზირებული მედიკამენტი არის - ზიდოვუდინი, უფრო ცნობილია, როგორც AZT, რომელიც მოწონებულ იქნა 1987 წელს. რამდენიმე კვლევამ აჩვენა, რომ AZT ამცირებს ოპორტუნისტული ინფექციების რისკს, ზრდის CD4+ T უჯრედების რაოდენობას და აივ/შიდსით დაავადებულთა სიცოცხლის ხანგრძლივობას. თუმცა მისი დადებითი ეფექტი დიდხანს არ გაგრძელებულა. ცნობილმა კვლევამ კონკორდმა აჩვენა, რომ იმ ადამიანებმა, რომლებმაც მიიღეს პრეპარატი დაავადების ადრეულ სტადიაზე, შიდსის სიმპტომების გაჩენამდე, აღმოაჩნდათ მცირე ან არავითარი გაუმჯობესება, თუმცა მდგომარეობა არ დამძიმებიათ.
   90-იანი წლების შუახანებში ხელმისაწვდომი გახდა სხვა პრეპარატებიც, მათ შორის, აივ-ცილებისათვის სპეციალურად შემუშავებული პროტეაზას ინჰიბიტორი. ამასთან აღმოჩნდა, რომ რამდენიმე პრეპარატის ერთდროული გამოყენება უფრო ხანგრძლივი შედეგის მომტანია, ვიდრე მარტო AZT-ს გამოყენება.
   მრავარიცხოვანმა ფართომასშტაბიანმა საკონტროლო გამოკველვებმა არაერთხელ აჩვენა, რომ პრეპარატის სწორმა კომბინაციამ, შეიძლება არსებითად შეამციროს შიდსით დაავადება და სიკვდილიანობა. ერთი პრეპარატი კარგია, ვიდრე არაფერი, ხოლო ორი უკეთესია, ვიდრე ერთი. სამი პრეპარატის კომბინაცია (განსხვავებული კლასის) იქნება უფრო უკეთესი. ვირუსოლოგები ამას ხსნიან იმით, რომ ვირუსისათვის რთულია ერთბაშად რამდენიმე პრეპარატის წინააღმდეგობა გადალახოს. სამი თანამედროვე პრეპარატის კომბინაცია შიდსის განვითარების და სიკვდილის რისკს 80%-ზე მეტით ამცირებს.
   აფრიკაში ჩატარებულმა ბოლო კვლევებმა აჩვენა, რომ მკურნალობა იქაც ისეთივე ეფექტურია, როგორც ევროპასა და ამერიკაში. კვლევები, რომლებიც აანალიზებდა კვაზულუ-ნატალიდან (სამხრეთ აფრიკა) მონაცემებს, აღმოჩნდა რომ სიკვდილიანობის დაქვეითება ძირითადად ახალგაზრდებში, აღინიშნა მას მერე რაც დაიწყეს ანტირეტროვირუსული თერაპიის პროგრამა.
   პაციენტთა უმრავლესობაში პრეპარატები იწვევს ვირუსული დატვირთვის მკვეთრ დაქვეითებას. თუმცა ზოგიერთ პაციენტებში ეს ეფექტი არ ვლინდება, ამიტომ უფრო ხშირად უვითარდებათ შიდსი და იღუპებიან. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ აივ-ი იწვევს შიდსს.
   დედიდან შვილზე აივ-ის ვერტიკალურად გადაცემის შემცირება, ანტირეტროვირუსული პრეპარატების გამოყენების შემდეგ  შემცირდა, რაც რეგისტრირებულ იქნა მთელ მსოფლიოში.
   ითვლება, რომ ანტირეტროვირუსულმა თერაპიამ აშშ-ში შეინარჩუნა არანაკლებ სამი მილიონი ადამიანის სიცოცხლე.

ნარკოტიკების ბოროტად გამოყენება და სხვა ფაქტორები
   დისიდენტები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ აივ-ი არ იწვევს შიდსს, იძულებულები გახდნენ მოეძებნად  ახალი მიზეზი. ამ მიზნით მათ ხშირად მოჰყავთ ნარკოტიკების მოხმარება, სუფთა სასმელი წყლის ნაკლებობა, სისხლის გადასხმის შემთხვევები, ანტირეტროვირუსული პრეპარატები. ზოგი ასევე ვარაუდობს, რომ მიზეზი შეიძლება იყოს სპერმა იმუნური გადატვირთვა, ანტიბიოტიკები, სტრესი და ძილის უკმარისობა.
   მეცნიერთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ნარკომანების, ჰეტერო- და ჰომოსექსუალების, ჰემოფილიით დაავადებულთა კვლევის შედეგების მიხედვით აივ-ი არის ერთადერთი ფაქტორი, რომელიც წინასწარმეტყველებს შიდსის განვითარებას. შიდს-ის განვითარებასთან მიმართებაში, ნარკოტიკები და სექსუალური აღვირახსნილობა, მიჩნეულია ძალზე სუსტ არგუმენტად.
   ანტირეტროვირუსულ პრეპარატებს, შეიძლება ჰქონდეთ თანმხლები ტოქსიკური მოქმედება. თუმცა არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ ისინი იწვევენ შიდს-ისათვის დამახასიათებელ მძიმე იმუნოდეფიციტს. პირიქით, არსებობს მრავალი მონაცემი, რომელიც მიუთითებს, რომ რეკომენდირებული პრეპარატები, აუმჯობესებს აივ-დადებითი ადამიანების სიცოცხლის ხარისხს და ხანგრძლივობას.
   კვების მწვავე უკმარისობა, რასაკვირველია იწვევს იმუნოდეფიციტს, მაგრამ არა შიდსისათვის დამახასიათებელი ფორმით. შიდსის დიაგნოსტირების დროს, გამოირიცხება კვების უკმარისობის შესაძლებლობა. ითვლება, რომ ცუდი კვება აივ-დადებით ადამიანზე მძაფრად აისახება, ამიტომ კვებითი რაციონის გაუმჯობესება არის შიდსის პროგრამის მთავარი კომპონენტი, რომელიც დაავადებულთა მიმართ ხორციელდება. მიუხედავად ამისა, ასეთი ქმედება საკმარისი არ აღმოჩნდა, ათასობით აფრიკელს, რომელსაც კარგად კვებავენ, შიდსით მაინც იღუპება.

შიდსი აფრიკაში
   ზოგიერთი დისიდენტის აზრით აფრიკაში შიდსის ახალი ეპიდემია არ არის, არის ძველი დაავადებები, სიღატაკე, შიმშილი. ისინი ამტკიცებენ, რომ ოფიციალური სტატისტიკა ზუსტი არ არის, რადგან აფრიკაში შიდსის დიაგნოსტირება შეიძლება მოხდეს სხვადასხვა კლინიკური სიმპტომების საფუძველზე აივ-ტესტების გარეშე, როცა მისი ჩატარების საშუალება არ არის. ჩვენ გავაკრიტიკებთ ამ პრეტენზიას 4 ძირითადი არგუმენტის საშუალებით.
   I. რიგ აფრიკულ ქვეყნებში, სამედიცინო ჩანაწერები, მიუთითებენ შიდსთან დაკავშირებული დაავადებების შესამჩნევ ზრდას 1970 წლის ბოლოდან და 1980 წლის დასაწყისამდე. ეს ჩანაწერები მეტყველებს, რომ სავარაუდოდ ამ დროისათვის შიდსი ან ძალზე იშვიათია ან საერთოდ არ არის.
  II. კვლევების მიხედვით მთლიანად აფრიკაში აივ-ის გავრცელების დონე მკვეთრად გაიზარდა, საჰარის სამხრეთ ქვეყნებში კი 1980 წლების დასაწყისიდან და დღემდე მაღალ დონეზეა შენარჩუნებული. ამიტომ გონივრულია ჩაითვალოს, რომ მილიონობით ადანიაბი დაავადებულია და იღუპება.
 III.  1980 წლების დასაწყისიდან აფრიკის ქვეყნებში აივ-ის დონის მაღალ გავრცელებასთან ერთად, გაიზარდა დაზარალებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა, რაც კვლევებით დასტურდება. მაგალითად 1980-90-იან წლებში სიკვდილის დონემ მკვეთრად მოიმატა იმქვეყნებში, სადაც აივ-ი დიდი ხნის მანძილზე  ფართოდ იყო გავრცელებული ( უგანდა, ზაირი, ზიმბაბვე), შედარებით იმ ქვეყნებთან, სადაც აივ-მაჩვენებელი დაბალი იყო.
   დაზარალებულ ახალგაზრდებსა და შუახნის ასაკის ადამინებში დაავადების და სიკვდილიანობის ზრდა პროპორციულია. ნაკლებად დაზარალებული აღმოჩნდნენ კარგად ანაზღაურებადი სპეციალისტები მათ შორის მასწავლებლები და ექიმები. ყოველივე ეს არ არის დაავადებისათვის ტიპური.
   აივ-ის მაღალი გავრცელების ქვეყნებში მკვეთრად გაიზარდა ობოლი ბავშვების რიცხვი. ეს ცვლილებები მიუთითებს, რომ სექსუალურად აქტიური მოზრდილები იღუპებიან, ხოლო ბავშვები და ხანშიშესულები რჩებიან. კვლევამ გამოავლინა ძლიერი კორელაცია ობლების ზრდის ტემპსა და  მოზრდილებში აივ-ის გავრცელებას შორის.  
    დაავადების სპექტრი შეიცვალა. მაგ: კაპოშის სარკომა მკვეთრად გაიზარდა, ხოლო ტუბერკულოზი, რომელიც ოდესღაც ფართოდ იყო გავრცელებული ღარიბებსა და ხანშიშესულებში, ახლა ღუპავს უზრუნველყოფილ აფრიკელებს ახალგაზრდა ასაკში.
    ბოლო ცვლილებების გამო, საქარის სამხრეთით არსებული ყველა ქვეყანა, არ დაზარალებულა ერთიანი ხარისხით, დასავლეთ მხარესთან შედარებით, თუმცა ორივე რეგიონი ერთნაირად ღარიბია, მძვინვარებს მალარია, კონფლიქტები. ცვლილებებთან ერთადერთი კავშირი არის აივ-ინფექციის გავრცელება.
   IV. საქარის სამხრეთით მთელ აფრიკაში შიდსით დაავადებულთა რიცხვის ზრდა, ექსპერტთა აზრით მნიშვნელოვნად არ ასახავს ეპიდემიის მასშტაბს, რადგან რეგისტრაციის სისტემაა ნაკლოვანი, რაც ხშირად დიაგნოზის დასმისას შეცდომის წყაროა, თუმცა ძირითადი მიზეზი, არის ცუდი ინფრასტრუქტურა და სამედიცინო მომსახურების არარსებობა. გარდა ამისა, რეგისტრაციის სისტემის ხარისხი სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებულია, მიუხედავად ამისა, შეიძლება აღმოჩენილ იქნას ამ მონაცემებში ორი მკვეთრი კანონზომიერება.
   პირველი ყველაზე ცხადი ტენდენცია ასეთია. შიდსის დარეგისტრირებული შემთხვევები გაიზარდა მთელ მსოფლიოში 1980-იანი წლებიდან. ყველგან მის ზრდას თან ახლავს აივ-ინფექციის გავრცელება. მეორე ტენდენცია ეხება შიდსის შემთხვევების რიცხვის ზრდას მილიონობით რეგისტრირებულ ადამიანში, იქ სადაც აივ-ი იყო გავრცელებული მრავალი წლის განმავლობაში, დაბალი მაჩვენებელი კი დაფიქსირდა აფრიკის დასავლეთ ნაწილში სადაც აივ-ის გავრცელება ისტორიულად დაბალია. ყველაზე ნაკლებად შიდსი გავრცელებულია მადაგასკარზე, ბოლო დრომდე იქ აივ-ი ნაკლებად იყო გავრცელებული.
   აფრიკის მასშტაბით, შიდსის გავრცელების მიხედვით ყველაზე დაბალი მაჩვენებელი არის სამხრეთ აფრიკაში. აივ-ის მაღალი დონე უფრო გვიან შეინიშნა ვიდრე მის მეზობელ ქვეყნებში (ზიმბაბვე და ზამბია). სამხრეთ აფრიკიდან, ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციაში შიდსის შესახებ ცნობები შეწყდა 1996 წელს, ანუ უფრო ადრე, ვიდრე სხვა აფრიკულ ქვეყნებში და მანამ სანამ აივ-ის ზრდის შესაძლებლობა ძალაში შევიდოდა.
   შიდსის სარწმუნო როლი გამოვლინდა სამხრეთ აფრიკაზე სიკვდილიანობის დონის კვლევისას. მათი მიხედვით, ყოველწლიური სიკვდილის შემთხვევა გაიზარდა 79%-ით 1997-2004 წლებში. 25-49 წლებს შორის ზრდამ შეადგინა 161%. შიდსთან დაკავშირებული სიკვდილიანობის მიზეზები, იზრდება ასაკის განმასხვავებელი შესაბამისობით, რომლის პიკი ასაკობრივ ჯგუფებში მოდის 0-4 და 25-49 წელზე. სხვა მიზეზებმა ეს შედეგი არ აჩვენა. შიდსით გამოწვეული სიკვდილის რიცხვი შეესაბამება აივ-ინფიცირებულთა გავრცელებას.


                                                                 დასკვნა
   აივ-ის მიერ შიდსის გამოწვევა მტკიცდება არაერთი სამეცნიერო შრომით. არსებობს ათასობით გამოკვლევა, რომელიც მოიცავს მტკიცებათა ფართო სპექტრს, სადაც მოყვანილია შემთხვევები ამ ორი ფაქტორის ერთად არსებობის. ადამიანებმა უნდა გაიზიარონ მეცნიერული ცოდნის საკითხები. აივ-დისიდენტების იდეები დიდი ხანია ცნობილია და წლების მანძილზე განიხილება სამეცნიერო ჟურნალებში, მათ არ შეიძლება მომხრეთა ზრდის იმედები ჰქონდეთ. პერტსკის ჯგუფის ძირითადი არგუმენტია (და დოქ. დიუსბურგის) - რომ აივ-ი არ გამოყოფილა მათ მიერ დადგენილი წესების შესაბამისად და არავინ იცის აივ-ი, როგორ იწვევს შიდსს - არანაირად არ მოქმედებს მტკიცებულებათა ფართო სპექტრზე, რომელიც მოცემულია ამ სტატიაში. შიდსის ინფექციური თეორია საკმაოდ დამაჯერებელია, რადგან იძლევა ყველა დაკვირვებული მოვლენის მარტივ ახსნას.
    AVERT-ი, როგორც დამოუკიდებელი შიდსთან ბრძოლის ორგანიზაცია, პირველ რიგში დაინტერესებულია მეთოდების ეფექტურობაში. მრავლობითი გამოკვლევები აჩვენებს, რომ ტესტი ანტისხეულებზე აივ-თან მიმართებაში ძალზე ეფექტური მეთოდია შიდსის პროგნოზისათვის. ამასთან თანამედროვე ანტირეტროვირუსული თერაპია ეხმარება ადამიანებს, ხდება აივ-ის დროს შიდსის თავიდან აცილება, ამიტომ ჩვენ, როგორც ადრე, ვუწევთ რეკომენდაციას უპირობოთ ჩაიტარონ მედიკამენტური თერაპია.