„ შიდსი - ეს არ არის სასიკვდილო დაავადება ეს სიკვდილით ბიზნესია“.
კალიფორნიის უნივერსიტეტის მოლეკულური და უჯრედული ბიოლოგიის პროფესორმა პიტერ დიუსბურგმა გამოსცა წიგნი სათაურით „ინფექციური შიდსი ჩვენ შეგვიყვანეს შეცდომაში“.
პ. დიუსბურგის მეორე წიგნის -„გამოგონილი შიდსის ვირუსი“ - წინასიტყვაობაში პროფესორი კ. მულისი (აშშ) აღნიშნავს: „მე დარწმუნებული ვიყავი შიდსის ვირუსულ წარმოშობაში, მაგრამ პ. დიუსბურგი ამტკიცებს, რომ ეს შეცდომაა. ახლა მეც ვხედავ, რომ ჰიპოთეზა აივ/შიდსი არა მხოლოდ მეცნიერული უმოქმედობის შედეგია არამედ ჯოჯოხეთური შეცდომაა. მე ამას ვამბობ როგორც გაფრთხილება.“ წიგნში პიტერ დიუსბურგი აღნიშნავს, რომ შიდსთან ბრძოლა მარცხით დასრულდა. 1981 წლიდან დაწყებული 500.000-ზე მეტ ამერიკელს და 150.000-ზე მეტ ევროპელს დაუსვევს აივ/შიდსის დიაგნოზი. აშშ-ში დაიხარჯა შიდსთან ბრძოლაში 45 მლრდ. დოლარზე მეტი, მაგრამ მიუხედავად ამისა არანაირი ვაქცინა და მკურნალობის ეფექტური მეთოდი შემუშავებული არ არის. არ არსებობს პროფილაქტიკური ღონისძიება, არც ერთი დაავადებული არ განკურნებულა.“ პ. დიუსბურგი მიიჩნევს, რომ შიდსი ეწინააღმდეგება ინფექციური დაავადების მიმდინარეობის ყველა კანონს.
გამოკვლეულ იქნა შიდსით დაავადებული 15.000 მამაკაცის ცოლი, რომლებიც დაავადების შემდეგაც განაგრძობდნენ სქესობრივ ცხოვრებას. ისინი რატომღაც არ დაავადნენ შიდსით. ინფექციური დაავადებები (მაგ: გრიპი, ტუბეკულოზი და სხვა) გავრცელებულია მოსახლეობაში სქესის და ასაკის მიუხედავად, ხოლო აივ დაავადებულთა 90%-ზე მეტი 20-40 წლამდე ნარკომანი და ჰომოსექსუალი მამაკაცია. მე-19 საუკუნის მეცნიერის რ. კოხის (აღმოაჩინა ტუბერკულოზის აღმძვრელი) წესის მიხედვით, იმისათვის რომ, რომელიმე მიკროორგანიზმი (ვირუსიც) ჩაითვალოს კონკრეტული დაავადების აღმძვრელად, ის ორგანიზმიდან აუცილებლად უნდა გამოიყოს და მისგან ინფიცირებულ მეორე ორგანიზმში აუცილებლად იმავე სახის პათოლოგია უნდა განავითაროს.
შიდსის დოქტრინის ოპონენტები ამტკიცებენ, რომ ადამიანებს რომლებსაც დაუდგინდათ აივ/შიდსი, ლაბორატორიული დიაგნოსტიკის დროს მათგან ვირუსის გამოყოფა არ ხდება. პ. დიუსბურგი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ვირუსს, რომელსაც თვლიან „იმუნური სისტემის მკვლელად“ არ იწვევს შიდსს და ადამიანისათვის უსაფრთხოა (ე. წ. ვირუსული თანამგზავრი). მრავალი წლის შემდეგ შიდსით სიკვდილი არამეცნიერული ფანტაზიის სფეროს კუთვნილებაა. ამ ვირუსს გააჩნია გამრავლების მიმართ დაუცხრომელი სწრაფვა. ინფიცირებიდან ორი კვირის შემდეგ ის ყველა უჯრედში ჩნდება, თან ისე, რომ თვით ეს ვირუსი არანაირად არ ზიანდება. როგორც შიდსის ვირუსული თეორიის ოპონენტები მიიჩნევენ, ხდება ამ ფაქტის იგნორირება და საზოგადოებისაგან დამალვა. დღემდე არ არსებობს სარწმუნო ტესტი, რომელიც აივ ინფექციას დაადასტურებდა, შიდსის ტესტი დადებითია 30 დაავადების მიმართ, ამის საფუძველზე ადგენენ ავადმყოფის „აივ-ინფექციის“ დიაგნოზს.
ზემოთქმულს არავითარი კავშირი არ გააჩნია იმუნოდეფიციტის ვირუსთან, რადგან ტესტი ვირუსს არასოდეს არ ავლენს, ის მხოლოდ ადასტურებს სისხლის ნიმუშში ანტისხეულების (ორგანიზმის დამცავი ცილები ამათუიმ ინფექციის მიმართ) არსებობას, ანუ დადებითი რეაქცია ტრაქტირებულია როგორც აივ-ინფექცია. ამ შემთხვევაში შეიძლება არსებობდეს სხვა დაავადების - ტუბერკულოზის, პნევმონიის, რევმატიზმის, გაფანტული სკლეროზის, გადატანილი გრიპის და სხვა ინფექციური დაავადების საწინააღმდეგო ანტისხეულები. ეს ეხება იმ პირებსაც ვისაც სისხლი გადაუსხეს, რადგან სისხლიც ძლიერი ანტიგენია, რომლის წინააღმდეგაც ანტისხეულები გამომუშავდება. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ „სინამდვილეში შიდსი არის ძველი დაავადების ახალი ეპიდემია“. შიდსი მიჩნეულია, როგორც აივ-ინფექციის ბოლო სტადია და განუკურნებელია მისი განუსაზღვრელობის გამო. ასეთი დიაგნოზი ადამიანისათვის სასიკვდილო განაჩენია და ისინიც სიკვდილის მოლოდინის რეჟიმში ცხოვრობენ. ჯერ კიდევ 1988 წელს პროფესორმა ლუკ მონტანიემ (პარიზი, პასტერის ინსტიტუტი) გააკეთა განცხადება: „ფსიქოლოგიური ფაქტორები არის ძალზე მნიშვნელოვანი იმუნური სისტემის ძლიერებისთვის. ავადმყოფისთვის იმის დეკლარირება, რომ ის განწირულია სასიკვდილოდ, ეს სიტყვები უკვე განაჩენია. არ არის სწორი, რომ აივ ინფექცია 100%-ით არის სასიკვდილო!“
შიდსის ვირუსული ჰიპოთეზის ერთ-ერთი ყველაზე თანმიმდევრული კრიტიკოსი არის უნგრელი მეცნიერი ანტალ მაკკი. შიდსისადმი მიძღვნილ ერთ-ერთ კონფერენციაზე მან აღნიშნა, რომ „შიდსის განუკურნებლობაზე მუდმივი აქცენტირება, ემსახურება მხოლოდ ბიზნესის ინტერესებს, მეცნიერულ გამოკვლევებზე დაფინანსებას ან სხვა მიზნებს. ამ ფულით ძირითადად იქმნება ტოქსიკური პრეპარატები, რომლებიც იმუნური სისტემის გაძლიერების ნაცვლად, პირიქით ანგრევს მას. ადამიანი ამ პრეპარატების თანმხლები მოვლენების გამო იწირება სასიკვდილოდ.“
შიდსის თერაპიის მიზნით, მსოფლიოს კლინიკურ პრაქტიკაში ფართოდ გამოიყენება მაღალტოქსიკური პრეპარატი AZT. კომპანის Wellcome-ის მიერ წარმოებული. როგორც ა. მაკკი და სხვები აღნიშნავს, ეს პრეპარატი განურჩევლად ანადგურებს ადამიანის ყველა უჯრედს. პ. დიუსბურგი ამტკიცებს, რომ უკვე დაფიქსირებულია 50 ათასზე მეტი ლეტალური შემთხვევა, რომელიც გამოწვეულია მაღალტოქსიკური პრეპარატებით. პ. დიუსბურგი წიგნში „შიდსი გამოგონილი ვირუსი“ აღნიშნავს, რომ „ადამიანი მეტად რისკავს ორგანიზმში ნარკოტიკების, სხვადასხვა გონებრივი თუ სექსუალური სტიმულატორების, ჰომოსექსუალები აივ-პროფილაქტიკის მიზნით მიღებული პრეპარატების შეყვანით, ვიდრე ეს ჰიპოთეტური აივ-ინფექციის შედეგია.“
როგორც ოპონენტები მიიჩნევენ, სწორედ ამის მიზეზით და არა „სასიკვდილო“ შიდსის ვირუსით იღუპება ნარკომანები და ჰომოსექსუალები. შიდსის შიშმა ვერანაირად ვერ შეაჩერა ვენერიული და სხვა დაავადებების გავრცელება, ვერც ნარკოეპიდემია. ამაღელვებელია იმ ადამიანების ბედი, ვისაც დაუსვეს ეს სასიკვდილო დიაგნოზი. ხშირია მათი ოჯახების დანგრევა, თვითმკვლელობა (2005 წელს ირკუტსკში ხუთ პაციენტს, როცა დაუსვეს შიდსის დიაგნოზი, ხუთივემ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა).
პრესის მონაცემებით მაგ: რუსეთში ერთი აივ-ინფიცირებული ადამიანის მკურნალობა თვეში დაახლოებით 100 დოლარის ფარგლებშია (მოსკოვში აღწევს 1000 დოლარამდე). 1999 წელს სამკურნალოდ დარეგისტრირდა 26.6 ათასი ადამიანი. მათ მიერ დახარჯული თანხა წელიწადში მინიმუმ 31 მლნ. დოლარია. ინგლისში, შიდსისადმი კრიტიკული დამოკიდებულების გავლენით, კვლევებზე დაფინანსება მესამედით შემცირდა. დოქტორი ჯონ ლორიცენი (აშშ) აღნიშნავს: „შიდსის შესახებ ბევრმა მეცნიერმა იცის სიმართლე, მაგრამ არსებობს უზარმაზარი მატერიალური დაინტერესება, ფორმდება მილიარდ დოლართან მიახლოებული ხელშეკრულებები, იფურჩქნება შიდსთან დაკავშირებული ბიზნესი. ამიტომ მეცნიერები დუმს, თან გარკვეულ ხეირსაც იღებენ, რაც კიდევ უფრო ხელს უწყობს ამ ბიზნესს“. პროფესორ პიტერ დიუსბურგს არაერთხელ დაემუქრნენ სიკვდილით. მოკლულ იქნა მთავარი სამედიცინო სტატისტიკოსი, რომელიც ამზადებდა პრეპარატ AZT-ს მიმართ მასალებს გამოსაქვეყნებლად, სადაც მტკიცდებოდა, რომ ამ პრეპარატით ნამკურნალევი ადამიანი ყველაზე ადრე იღუპებოდა. AZT-მ დიდი მოგება მოუტანა კომპანია Wellcome-ს, როგორც აცხადებს დოქტორი ანტალ მაკკი „ შიდსი - ეს არ არის სასიკვდილო დაავადება ეს სიკვდილით ბიზნესია“.
სტატიას საფუძვლად დაედო ექიმ ირინა საზონოვას მიერ მოპოვებული მასალები (თარგმანები ინგლისური და უნგრული ენებიდან, ასევე საკუთარი დაკვირვებები), რომელიც 25 წელი მუშაობდა მოსკოვის მსხვილ სამკურნალო დაწესებულებაში.
Елена Захарова
forum. ge